ახალქალაქის იუსტიციის სახლი არქიტექტურის საერთაშორისო ფესტივალის საუკეთესო სამეულში მოხვდა

ახალქალაქის იუსტიციის სახლი არქიტექტურის საერთაშორისო ფესტივალის საუკეთესო სამეულში მოხვდა

access_time2018-11-29 13:16:50



ახალქალაქის იუსტიციის სახლი არქიტექტორთა სართაშორისო ფესტივალის „არიტექტურული პრემია 2018"-ზეა წარდგენილი. ნაგებობა „საუკეთესო საზოგადოებრივი შენობა" ნომინაციაში შერჩეულ სამ საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა.
გამარჯვებული პროექტი 16 დეკემბერს არქიტექტორთა მე-13 საერთაშორისო ფესტივალზე გამოვლინდება.



იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალქალქის იუსტიციის სახლის პროექტი არქიტექტორ მიხეილ გოირგობიანს ეკუთვნის. შენობა 2018 წლის 18 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა და ის რიგით მეოცე იუსტიციის სახლია. უშუალოდ მომსახურების სივრცეების გარდა, აქ განთავსებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის ოფისები, ფუნქციონირებს ქორწინების სარიტუალო დარბაზიც, რომელიც ცალკე ფლიგელშია განთავსებული. ახალქალქის იუსტიციის სახლის გახსნამდე ახალქალაქს ქორწინების სახლი არასდროს ჰქონია.



არქიტექტორთა საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო საზოგადოებრივი ნაგებობის ნომინაციის საუკეთესო სამეულში მოხვედრა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ იუსტიციის სახლების ფილიალები არა მხოლოდ განსაკუთრებული ფუნქციის მქონე, არამედ არქიტექტურული თვალსაზრისითაც გამორჩეული ნაგებობებია.



ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა იუსტიციის სახლის სხვადასხვა პროექტი არქიტექტურულ კონკურსზე წარმატებას აღწევს. „არქიტექტურული პრემია 2016"-ს კონკურსზე თიანეთის იუსტიციის სახლი 128 საკონკურსო ნამუშევარს შორის 3 საუკეთესოს შორის მოხვდა. კონკურსში იტალიელი, უკრაინელი, პოლონელი, ესპანელი, აზერბაიჯანელი, თურქი და ინდოელი არქტიტექტორების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი, უშუალოდ საუკეთესო საზოგადოებრივი ნაგებობის ნომინაციაში კი 14 არქიტექტურული ნამუშევარი.




საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია 2018" საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, შენობების, ინტერიერის და დიზაინის მიმართულებებს მოიცავს. კონკურსის მიზანი, საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების გამოვლენაა, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში.






ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები
access_time2020-08-10 19:00:43
6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის...

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა
access_time2020-08-10 20:00:57
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ჩინური კომპანიების ByteDance და Tencent-ის სერვისებით ყოველგვარი სარგებლობა აუკრძალა - მათ შორისაა მოკლე ვიდეოჩანაწერების სერვისიTikTok და მესენჯერი WeChat. აკრძალვის ქვეშ ყველა გარიგება მოხვდება, მათ შორის მოლაპარაკებები წილების შეძენასთან დაკავშირებითაც. ტრამპის ბრძანებულება ძალაში 20 სექტემბერს შევა. გადაწყვეტილებას წინ პრეზიდენტის მუქარები უძღოდა. შემდეგ, 6 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა...

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება
access_time2020-08-10 18:00:32
კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს. პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტი“...

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის
access_time2020-08-10 17:00:11
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის...

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!
access_time2020-08-10 16:00:18
ამომრჩევლის მოსყიდვა თუ კრიზისის დროს შეხიდება? ახალ სოციალურ პაკეტს, რომელიც მთავრობამ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შესთავაზა, უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. რადგან არჩევნებამდე 3 თვეა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ხელისუფლება იმ ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, ვინც შესაძლოა „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობით კმაყოფილი არ არის. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ პროგრამებს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს და აანონსებენ, რომ შესაძლოა კიდევ ერთი სოციალური პაკეტი მომავალი წლის...


მსგავსი სიახლეები

up