„თუ სებ-მა რეაგირება არ მოახდინა, ქვეყანა გადავა დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე„

„თუ სებ-მა რეაგირება არ მოახდინა, ქვეყანა გადავა დაბალ ეკონომიკურ ზრდაზე„

access_time2019-03-19 09:00:03


თუ ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნა თავის სიმტკიცე და რეაგირება არ მოახდინა სარეგულაციო პაკეტის ნეგატიურ გავლენებზე, ქვეყნის ეკონომიკა გადავა ახალ სისტემაზე, რაც დაბალ ეკონომიკურ ზრდას გულისხმობს, — ამის შესახებ საბანკო პროდუქტების ექსპერტმა დავით კიკვიძემ განაცხადა. 


“კომერსანტმა კიკვიძეს GBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასება სთხოვა, რომლის თანახმად 2019 წლის თებერვალი ზარალით დაასრულა 15-დან 4-მა ბანკმა. როცა იანვარში ზარალი 15-დან მხოლოდ 3-ს ჰქონდა. 



„ახალმა სარეგულაციო პაკეტმა გავლენა იქონია საბანკო სექტორზე. დღეს დღეობით სექტორის ძირითადი შემოსავალი არის რითეილის პორტფელი, რომლებიც ახალი რეგულაციების ფონზე, ფაქტობრივად, 35 პროცენტით არის შემცირებული. ამის ფონზე ყველა ბანკს დაეტყო შემოსავლების კლება აქედან გამომდინარე არ არის გასაკვირი რომ 4 -მა ბანკმა ზარალით დაასრულა თებერვლის თვე. გარდა ამისა აღსანიშნავია ეკონომიკური ფონი, რომელიც ქვეყანაშია. ძალიან დაბალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ეკონომიკური სუბიექტების აქტივობა ქვეყანაში რეალურად არის ძალიან დაბალი. ბიზნესი ახალ სესხებს ვერ იმატებს იმისთვის, რომ გაფართოვდეს, ახალი პროდუქტი შექმნას, ახალი თანამშრომლები დაიმატოს. მოთხოვნა სესხებზე ძალაუნებურად დავარდნილია, იქედან გამომდინარე, რომ ბანკები თანხას ფიზიკურად ვერ გასცემენ იმ რაოდენობით, რა მოთხოვნაცაა ბაზარზე“, - აცხადებს დავით კიკვიძე.




საზოგადოება და ბანკების საბანკო პროდუქტების ექსპერტის, ანი ალიბეგაშვილი აცხადებს, რომ ბანკებს ახალ რეალობაში უწევთ თავიანთი საქმიანობის განხორციელება. საბანკო ექსპერტი აცხადებს, რომ 2019 წელში კომერციული ბანკებისთვის ოპერირება კიდევ უფრო რთული იქნება.

 

ის, რომ 15-დან 4-მა ბანკმა  2019 წლის თებერვალი ზარალით დაასრულა, შესაძლოა, კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნებს უკავშირდებოდეს. საზედამხედველო კაპიტალის გაზრდა იყო კომერციული ბანკებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომელიც 2018 წლის მდგომარეობით 50 მილიონამდე უნდა ასულიყო. ასევე შეიძლება სესხების ჩამოწერაც იყოს ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი იმისა, რომ კომერციულ ბანკებს შეექმნათ პრობლემები და წელი ამ მაჩვენებლით დაიწყეს. ამის გარდა მოქმედებს რეგულაციები, რომელიც მათ საქმიანობას მნიშვნელოვნად აფერხებს“, - აცხადებს ანი ალიბეგაშვილი.



GBC-ის ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალი 15-დან 4-მა ზარალით დაასრულა (იანვარი 15-დან 3-მა) უმსხვილესი აქტივების და კაპიტალის მქონე ბანკებიდან, მცირე კაპიტალიანებს ქართუ უერთდება. ზარალიანებში აღმოჩნდა ყაზახური ხალიკ ბანკიც, რომელიც ბოლო წლებში მომგებიანის სტატუსს სტაბილურად ინარჩუნებდა. ზარალიანია სილქროუდბანკი და ფინკა ბანკი.



ბაჩო ადამია





Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9000 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,9000 ლარად ივაჭრება
access_time2019-07-23 13:16:07
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00 საათზე ერთი დოლარი 2,900 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2357 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.აღსანიშნავია, რომ დღეს დილით, 11 საათისთვის Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.8900 ლარად...

4Hospitals - საიმედო პარტნიორი

4Hospitals - საიმედო პარტნიორი
access_time2019-07-23 10:30:06
4Hospitals წარმოადგენს სამედიცინო პროდუქციის და სერვისის მიმწოდებელ კომპანიას კლინიკებისათვის. კომპანია 5 წლის წინ დაარსდა და დღეს უკვე მრავალი გლობალური ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში და ახლა უკვე - სომხეთშიც. კომპანია 1000-ზე მეტი დასახელების სამედიცინო პროდუქტს აწვდის საქართველოს 100 მეტ კლინიკას, რომელთა მომხმარებელია მრავალი ექიმი და მათი მეშვეობით ასეულ ათასობით პაციენტი. დაარსების დღიდან კომპანიამ...

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“
access_time2019-07-22 19:00:11
ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.   როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით...

მოსახლეობის 62% სებ-ის საქმიანობას ნეგატიურად აფასებ, რას ფიქრობს ბიზნესი? - „ეროვნული ბანკი ვერ არის თავის სიმაღლეზე“

მოსახლეობის 62% სებ-ის საქმიანობას ნეგატიურად აფასებ, რას ფიქრობს ბიზნესი? -   „ეროვნული ბანკი ვერ არის თავის სიმაღლეზე“
access_time2019-07-23 10:00:18
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებით საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავრობასთან ერთად  ყველაზე უარყოფით შეფასებას აძლევს საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობას - მოსახლეობის 62% სებ-ის საქმიანობას ნეგატიურად აფასებს, დადებითად 25%, ნეიტრალურად კი – 13%. „კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებს ქვეყნის მთავარი მარეგულირებელის საქმიანობას ბიზნესი, მით უფრო ლარის მორიგი...


მსგავსი სიახლეები

up