„ახალმა რეგულაციებმა შესაძლოა მცირე საფინანსო ორგანიზაციები ბაზრიდან გააქროს“ - მიკროსაფინანსოები სებ-ის ახალ რეფორმას აფასებენ

„ახალმა რეგულაციებმა შესაძლოა მცირე საფინანსო ორგანიზაციები ბაზრიდან გააქროს“ - მიკროსაფინანსოები სებ-ის ახალ რეფორმას აფასებენ

access_time2020-01-13 10:00:31

სესხის გამცემი სუბიექტებისთვის, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება. კერძოდ, მიკროსაფინანსოებს და სესხის გამცემ სუბიექტებს პირველი თებერვლიდან აეკრძალებათ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად მიღებული ქონების, მის მიერ აღებული ნებისმიერი სახის ვალდებულების უზრუნველყოფის საგნად გამოყენება. კომერციულ ბანკებს კი აეკრძალებათ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება, რომელიც ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და საკრედიტო კავშირის მიერ მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად.


მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“დამფუძნებელი და აქციონერი მალხაზ ძაძუა მიიჩნევს, რომ ახალმა რეგულაციამ მცირე ზომის მიკროსაფინანსოები შესაძლოა ბაზრიდან გააქროს, თუმცა, რეფორმის შინაარსი მოსწონს და მიესალმება. ის თვლის, რომ საფინანსო სექტორი  ახალ რეგულაციებს ნორმატივებს, ზედამხედველობასა და კონტროლს საჭიროებს.


„ვფიქრობ, ეს უფრო იმ ორგანიზაციებს შეეხება, რომლებიც ე.წ. სალომბარდე მომსახურებას ეწევიან და კლიენტის მიერ დაგირავებულ ოქროებს შემდგომ ბანკში დებენ ახალი სესხის ასაღებად და მის საგარანტიოდ. როგორც ვიცი, რამდენიმე მსხვილი ორგანიზაცია ამას იყენებდა და მათ ალბათ ამ კუთხით რესურსის დეფიციტი შეექმნებათ. შესაძლებელია ამან შედარებით მცირე ზომის მიკროსაფინანსოები ბაზრიდან გააქროს, რომელთაც თავისი დაფინასების დიდი ნაწილი ქართული ბანკებიდან აქვთ და ამ ტიპის გირაოს იყენებენ. ჩემი აზრით, ეს სწორი მიდგომაა და კარგი რეგულაციაა, სხვა საკითხია საფინანსო ბაზარი ამ რეფორმას რამდენად მომზადებული შეხვდება. ვფიქრობ, ეს კრედიტებს არ გააძვირებს, თუმცა ინდივიდუალური შემთხვევები ალბათ იქნება“, - განაცხადა მალხაზ ძაძუამ.


მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი დადებითად აფასებს სებ-ის ახალ რეფორმას და თვლის, რომ  ამის შემდეგ კლიენტები უფრო ნაკლებად დაზარალდებიან. მისივე განმარტებით, რეგულაციებით ბაზარზე დარჩებიან ფინანსურად ძლიერი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომელთაც არ დასჭირდებათ კლიენტის ქონების უზრუნველყოფით სესხის აღება.



„ახალი რეგულაცია ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, პირიქით ეს საჭირო იყო. რაც ბაზარზე ხდებოდა ძალიან ცუდი ტენდენცია იყო, ძირითადად ახდენდნენ ძვირფასეულობის დაგირავებას სხვა კომპანიებში, მიკროსაფინანსოებში და ბანკებშიც. როდესაც კონკრეტულ ლომბარდს ან სესხის გამცემ ორგანიზაციას პრობლემა ექმნებოდა, კლიენტის დეპოზიტი რისკის ქვეშ დგებოდა. გვქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც ლომბარდის მეპატრონემ ჩვენთან ჩააბარა ნივთები და მერე გაიქცა, კლიენტებიდან კი თანხა აკრიფა და დააზარალა. ჩვენ უნდა განვიხილოთ ეს ბიზნესი, როგორც რეგულირებადი, რადგან როდესაც მომხმარებელს შემოაქვს ოქროულობა საფინანსო ინსტიტუტში, ის წარმოადგენს გარკვეულ დეპოზიტს, გარანტს, რადგან მისი ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე ის სესხი, რასაც ამისთვის გავცემთ. აქედან გამომდინარე, ის ორგანიზაციები, რომლებსაც არანაირი უსაფრთხოების ნორმები არ აქვთ, რომელიც კლიენტს დაიცავს, ეს რეგულაცია მათთვის ძალიან დროული იქნება“, - აცხადებს ლაშა ნიკოლაიშვილი.


მისივე თქმით,  კრედიტების გაძვირებას ახალი რეგულაცია არ გამოიწვევს, რადგან მსხვილი მოთამაშეები პროცენტის ზრდას არ ვარაუდობენ და შესაბამისად, კონკურენტებსაც მოუწევთ მათი თამაშის წესების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კლიენტების გარეშე დარჩებიან.


„წვრილი საფინანსო ორგანიზაციები, რომლებსაც ბიუჯეტშიც მცირე თანხა შეაქვთ და მათ მიმართ ბევრი კითხვის ნიშანი დგას, არ აქვთ ლიცენზიებიც კი, ისინი თუ ბაზარზე არ იქნებიან და მხოლოდ მსხვილები დარჩებიან, რომლებსაც მილიონობით ლარი შეაქვთ ბიუჯეტში - მე ამ ფაქტს მივესალმები. ვფიქრობ ახალი რეგულაციები მცირე საფინანსო ორგანიზაციებს ბაზრიდან გააქრობს“, - აცხადებს ლაშა ნიკოლაიშვილი.


აღნიშნული რეგულაცია ორგანიზაციებისთვის 2019 წლის პირველი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რამდენიმე თვით გადავადდა.

 

ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up