ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება

ახალი წლის ღამეს მთის კურორტებზე სასტუმროს ფასები 260 დოლარიდან 607 დოლარამდე იქნება

access_time2018-12-10 17:00:00

საქართველოში მთის კურორტების მოქმედი პრემიუმ კლასის სასტუმროები მომხმარებელს საახალწლო პაკეტებს უკვე სთავაზობენ. საახალწლო ღამის გატარება, ტრადიციულად, ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავდება, რადგან ამ პერიოდში საფასო პოლიტიკა შედარებით მაღალია და მომსახურება უფრო მრავალფეროვანი.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა ღირს ახალი წლის გატარება, საქართველოს მთის კურორტების პრემიუმ კლასის სასტუმროებში და რას სთავაზობენ ისინი ქართველ თუ უცხოელ მომხმარებელს? როგორც აღმოჩნდა სასტუმროების უმეტესობა სრულად 100%-ით უკვე დაჯავშნილია.  ხოლო საშუალოდ სასტუმროში საახალწლო ღამის გატარება 260 დოლარიდან 607 დოლარამე მერყეობს. ახალ წელს ქართულ სასტუმროებში ყველაზე მეტი ტურისტი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან იქნება.

 

სასტუმრო „მარკო პოლოს“ გაყიდვების დირექტორმა ირაკლი მამფორიამ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ  ჩვეულებრივთან შედარებით ახალ წელს „მარკო პოლოში“ ნომრის ფასი 30%-ით იზრდება. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე სასტუმროს 100%-ი უკვე დაჯავშნილია.

 

„საახალწლოდ ნომრის ფასები 252 დოლარიდან იწყება და 607 დოლარამდე მერყეობს. მომხმარებლების 95% უცხოელები არიან და ამ მიმართულებით პოსტსაბჭოთა ქვეყნები ლიდერობენ. წინასაახალწლოდ დატვირთული პროგრამა გვექნება, რასაც მომხმარებელს სამომავლოდ გავაცნობთ,“ - განაცხადა ირაკლი მამფორიამ.

 


„რუმს ყაზბეგის“ მენეჯერის ტატა ჭუმბურიძის განცხადებით, ამ ეტაპზე სასტუმროს 80% უკვე დაჯავშნილია. ხოლო შარშანდელთან შედარებით „რუმს ყაზბეგში“ ფასებმა უცხოეთის მოქალაქეებისთვის დაახლოებით 400 დოლარით იმატა. მენეჯერის განცხადებით, ქართველებისგან განსხვავებით, უცხოელებს ნომერში მაღალი ფასის გადახდა შეუძლიათ.

 

„რუმსში ახალი წლის ღამეს ნომრის ფასი 300 დოლარიდან დაიწყება და მასში საახალწლო პროგრამაზე დასწრებაც შედის. ნომრის ფასები 600 დოლარამდე მერყეობს. ახალი წლის ღამეს პროგრამას ვგეგმავთ და ამას ჩვენთან მოსული სტუმარი იხილავს,“ - განმარტა „რუმს ყაზბეგის“ მენეჯერმა.

 

როგორც მესტიაში მდებარე სასტუმრო „თეთნულდის“ ადმიანისტრაციაში „კომერსანტს“ განუცხადეს, ახალი წლის დღეებში სასტუმროს 100%-ი უკვე დაჯავშნილია და ფასები 90 დოლარიდან -180 დოლარამდე მერყეობს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „თეთნულდში“ ებრაელები ჭარბობენ.  

 

რაც შეეხება გუდაურში  მდებარე სასტუმრო „ქუადრუმს“. სასტუმროს პროექტის ხელმძღვანელის ირაკლი ერისთავის განცხადებით, მათთან ფასები 80 დოლარიდან იწყება და 200 დოლარამდე მერყეობს, ხოლო საახალწლოდ აღნიშნული ფასები 25%-ით იზრდება.


„ჩვენთან ნომრები 100%-ით უკვე დაჯავშნილია. ფასების ზრდას რაც შეეხება, ეს საახალწლო პროგრამაზეცაა დამოკიდებული. წელს ყველაზე მეტ სტუმარს რუსეთიდან და უკრაინიდან ველოდებით,“ - აღნიშნა ირაკლი ერისთავმა.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე






„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია

ლიტერატურა ბიზნესის მოყვარულებისთვის - დენიელ პინკის წიგნის Drive-ის პრეზენტაცია
access_time2019-03-22 17:40:34
29 მარტს 19 საათზე სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ბიზნესლიტერატურის პროექტ „ლურჯი ოკეანის“  ფარგლებში მორიგი წიგნის პრეზენტაცია იმართება.  ამჯერად დენიელ პინკის ცნობილი ბიზნეს-ბესტსელერი სახელწოდებით Drive ითარგმნა. წიგნისა და ღონისძიების მთავარი თემა მოტივაციაა. ღონისძიების სახელიც წიგნში განხილული თეორიიდან გამომდინარეობს „მოტივაცია 3.0 - რა გვამოძრავებს სინამდვილეში“. წიგნი გამოსვლისთანავე გახდა New York Time-ის ბესტსელერი და დღემდე არ კარგავს...

მრავალფუნქციური კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება

მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება
access_time2019-03-19 19:00:10
მრავალფუნქციური  კომპლექსი ვაკეში მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება. საუბარია, პროექტზე, რომლის განხორციელება ძველი სტუდქალაქის ტერიტორიაზე იგეგმება.„კომერსანტი“ დაუკავშირდა თავად, პროექტის განმახორციელებელ კომპანია, შპს „დეველოპმენტი ჭავჭავაძეზე“  ხელმძღვანელ ივერი ჭალიძეს და პროექტის ირგვლივ დამატებითი დეტალების გაჟღერება სთხოვა.  როგორც  ჭალიძე განმარტავს, ამ დროისთვის კომპანიას თბილისის მერიაში სამშენებლო ნებართვის მისაღებად განაცხადი...


მსგავსი სიახლეები

up