ახალი წლიდან, საქართველოში, საკონდიტრო პროდუქცია ძვირდება

ახალი წლიდან, საქართველოში, საკონდიტრო პროდუქცია ძვირდება

access_time2020-12-05 16:35:51

ახალი წლიდან, საქართველოში, საკონდიტრო პროდუქცია ძვირდება. ამის მთავარ მიზეზად, საკონდიტრო ბიზნესი, გაზის კომერციული ტარიფის 24 თეთრით გაზრდას ასახელებს. ახალი ტარიფი 3 იანვრიდან ამოქმედდება. ,,ბიზნესპარტნიორი ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საკონდიტრო საწარმოს - ,,ტკბილ ქვეყანას ესაუბრა.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, საფასო პოლიტიკის გადახედვა უკვე დაიწყეს და ახალი წლიდან, მათი პროდუქცია ქსელში, გაძვირებული ფასებით გაიყიდება.

,,ჩვენი საწარმოს ინვენტარის 70 %-ი გაზზე მუშაობს.შესაბამისად,ენერგორესურსებზე ხარჯები გაგვეზრდება. თუმცა, პრობლემები კომპლექსურია. გაზის ტარიფის გარდა ჩვენთვის ასევე სერიოზული გამოწვევაა ლარის გაცვლითი კურსი. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის 80 % -ი იმპორტირებულია და უცხოურ ვალუტაში ვყიდულობთ, ლარის გაუფასურების გამო ნედლეული გზაშივე გვიძვირდება. მოგეხსენებათ 1.5 - 2 თვე სჭირდება ნედლეულის საქართველოში შემოტანას. ამას ფქვილის გაძვირებაც დაემატა.პრობლემაა ის, რომ საკონდიტროების ფქვილი სუბსიდირებული არ იქნება მსხვილი პურის ქარხნებისგან განსხვავებით.

პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, გაგვეზარდა ტრანსპორტირების ხარჯიც, რაც თვეში 10 000 ლარს აღწევს. გაძვირდა შესაფუთი მასალებიც. თუმცა, მთავარ გამოწვევად გაზის ტარიფის გაძვირება და ლარის გაცვლითი კურსი რჩება. ამ ყველაფერმა ჯამში კომპანია იძულებული გახადა საფასო პოლიტიკისთვის გადაეხედა. 


საკონდიტრო კომპანია ,,ტკბილი ქვეყანა 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს. ახალი წლიდან პროდუქციაზე ფასები 5%-ით გაიზრდება. პირობითად, ერთ კილოგრამ ნაწარმზე ფასის მატება 20 თეთრიდან 70 თეთრამდე იქნება - განაცხადა ,,ტკბილი ქვეყნის გაყიდვების მენეჯერმა კახა ყრუაშვილმა.

შეგახსენებთ, 2021 წლის 3 იანვრიდან, კომერციული გაზის ღირებულება ,,თბილისი ენერჯის მომხმარებლებისთვის 1 ლარი და 10 თეთრი იქნება. დღეს მოქმედი ტარიფი 86 თეთრია. ბუნებრივი გაზის საფასური არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up