ახალი წესის გამო, ტურისტულ სექტორში დასაქმებულების ნაწილი 200-ლარიან დახმარებას ვეღარ იღებს - „ტრეფიკ თრეველი“

ახალი წესის გამო, ტურისტულ სექტორში დასაქმებულების ნაწილი 200-ლარიან დახმარებას ვეღარ იღებს - „ტრეფიკ თრეველი“

access_time2021-01-20 20:00:00

დახმარების პროგრამაში გამკაცრებული წესების გამო, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანების დიდი ნაწილი დახმარებას ვეღარ იღებს - ამის შესახებ ტურისტული კომპანია ,,ტრეფიკ თრეველის“ მმართველმა პარტნიორმა ცოტნე ჯაფარიძემ რადიო „პალიტრასა’’ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ განაცხადა.



მისი თქმით, შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის სექტორი უიმედოდ დარჩენილი და გარდაცვლილია.



,,დღევანდელი მდგომარობიდან გამომდინარე, შეუძლებელია რამე მოლოდინი ჰქონდეს ბიზნესს. იანვრის მეორე ნახევარში მაინც, ბიზნესებმა უნდა იცოდეს, იხსნება თუ არა. მით უფრო, რომ ტურიზმის ეს სახეობა ყველაზე ნაკლებად საშიშია ეპიდ გავრცელების კუთხით, გაუგებარია, რატომ შეიძლება არ მოხდეს გახსნა 1-ლი თებერვლიდან.



2020 წელს ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია სამთავრობო სტრუქტურებთან ყველა დონეზე და ეხებოდა მწვანე ზონის სტატუსის სწორ გამოყენებას, თუმცა ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო. რა თქმა უნდა, კარგია კომუნიკაცია, მაგრამ ამ გამოცდილების გათვალისწინებით, უკვე ნაკლებად მეიმედება, რომ ეს რამეს შეცვლის.



ძალიან მძიმეა იმ ადამიანების მდგომარეობაც, რომლებისთვისაც შემოსავლის ერთადერთი წყარო სეზონური ტურიზმია. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ გუდაურის გარშემო მცხოვრებ ადამიანებს, რომელიც სრულად ამაზე არიან დამოკიდებული და მათი შემოსავლები განულებულია.




ტურისტული სექტორი არის უმძიმეს მდგომარეობაში, შეიძლება ითქვას რომ გარდაცვლილია. ვართ ყოველგვარი იმედის გარეშე. არ ვიცით როდის და რა მიმართულებით აღდგება ფრენები, არ ვიცით როდის დაიწყება და მორჩება ვაქცინაცია, ამის გარეშე კი ვერანაირი აღდგენა ვერ მოხდება“, - აცხადებს ჯაფარიძე.



მისივე თქმით,სექტორში დასაქმებულების დიდი ნაწილი დახმარების ახალი პროგრამით ვეღარ სარგებლობს.



,,გასულ წელს, ეფექტურად იმუშავა 6-თვიანმა 200-ლარიანი დახმარების პაკეტმა. წელს კი, დაამატეს ახალი შეზღუდვა, თუ გასულ წელს დამსაქმებლის მხრიდან ერთი ჩარიცხვა საკმარისი იყო დახმარების მისაღებად ახლა 2 ჩარიცხვაა აუცილებელი, რაც ნიშნავს, რომ ამ მიზერულ თანხასაც ვეღარ მიიღებს დასაქმებულთა დიდი,“ - განაცხადა ჯაფარიძემ „საქმეში“.



შეგახსნებთ, ხელისუფლებამ მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა წარადგინოს ეკონომიკური გახსნის გეგმა, სადაც გაწერილი იქნება რომელი სექტორები გაიხსნება და რა პირობებით 1-ლი თებერვლიდან.




BPN.GE









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up