ახალი ვალდებულებები მესაქონლეებს - ოჯახებს, რომელთაც 2 ან მეტი ძროხა ჰყავთ და რძის ნაწარმს ყიდიან, 2020 წლიდან გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ

ახალი ვალდებულებები მესაქონლეებს - ოჯახებს, რომელთაც 2 ან მეტი ძროხა ჰყავთ და რძის ნაწარმს ყიდიან, 2020 წლიდან გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ

access_time2019-02-02 16:25:07

ახალი ვალდებულებები მესაქონლეებს - ოჯახებს, რომელთაც სახლში 2 ან მეტი ძროხა ჰყავთ და ყველს და რძის ნაწარმს ყიდიან, 2020 წელს მეწარმე სუბიექტად დარეგისტირება და გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევთ - ამ რეგულაციების დაწესებას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს.

რეგულაციების შესახებ 28 წლის ფერმერმა უჩა ქემაშვილმა ახლახან შეიტყო. მისი ოჯახი მესაქონლეობას ათეული წელია მისდევს და ახლაც 3 ძროხას უვლიან, აქედან ერთი მეწველია და ყოველდღიურად რძეს და მაწონს ყიდიან. ფერმერის თქმით პირუტყვის მოვლა ხარჯებთან არის დაკავშირებული და თუ ახალი რეგულაციებით გადასახადის გადახდა და ახალი სადგომის აშენება მოუწევს იძულებული იქნება პირუტყვი გაყიდოს.

„სოფელში ნახირი აღარ არის, საძოვრები გაიყიდა, ტუკების შესაძენად თანხაა საჭირო, ახლა მომგებიანი აღარ არის ადრე იყო. ახალი რეგულაციების შემდეგ კი დიდი ალბათობით გავყიდით, რადგან ვეღარ გავწვდებით ხარჯებს“,-ამბობს ფერმერი.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს მიაჩნია, რომ რეგულაციები საჭირო და ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით სავალდებულოა.

ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის აგრო მიმართულების ხელმძღვანელი ნუგზარ სუარიძე განმარტავს, რომ შინა მეურნეობების მიზნესს ოპერატორად დარეგისტრირება მათთვის მომგებიანი გახდება და ისინი არაკეთისინდისიერი მეწარმეებისგან დაცული იქნებიან.

„ამ რეგულაციების გარკვეულწილად არ არსებობა ქვეყნაში იწვევს იმას, რომ არაკეთილსინდისიერმა მეწარმეებმა ბებოს ყველის სტატუსით ისარგებლეს და ბებომ ვერ მოიგო აქედან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ პროდუქტები, რომლებიც იწარმოება ჩვენს სოფლებში არის უვნებელი“,-ამბობს სუარიძე.


ბიზნეს ოპერატორად დარეგისტრირების გარდა, ყველა ფერმერი, რომელიც რძის ნაწარმს გაყიდის ვალდებული იქნება პირუტყვის სადგომი შესაბამისი სტანდარტებით მოაწესრიგოს და ასევე სურსათის უვნებლობის კუთხით გააკონტროლოს იმ ჭურჭლის ხარისხი, რომელიშიც პროდუქცია მზადდება.

გავრცელებული ინფორმაცია „კომერსანტს“ არ დაუდასტურეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.


ტელეკომპანია „გურჯაანი“







სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...

მამუკა ხაზარაძე - ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით - იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის

მამუკა ხაზარაძე - ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით - იქმნება სერიოზული ძალა, რომელიც ამ ქვეყანას შეცვლის
access_time2019-08-22 20:29:39
ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მოძრაობის და პარტიის დაფუძნების მიმართულებით. ეს იქნება ის ხალხი, რომელსაც ახალ საქართველოში უნდა ცხოვრება, რომელსაც ყელში ამოუვიდა ეს ყველაფერი, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. ხაზარაძის თქმით, მის მიერ დაფუძნებულ პარტიაში არ იქნებიან ძველი პარტიების ესა თუ ის ლიდერები. ხაზარაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ახალ მოძრაობას სექტემბერში...


მსგავსი სიახლეები

up