უახლოეს თვეებში რამდენიმე ქვეყანა უცხოელი ტურისტების მოზიდვას ახალი ტიპის დასვენებით აპირებენ - „შეზლონგი პლიაჟზე + კორონავირუსის ვაქცინა“.
მაშინ, როდესაც ქვეყნების უმრავლესობაში ვაქცინაცია ჯერ ან არ დაწყებულა ან შეზღუდვებით და მკაცრად განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით მიმდინარეობს, ზოგიერთ ქვეყანას პრეპარატების ჭარბი რაოდენობა დაუგროვდა. ეს ქვეყნები დაგროვილი რეზერვების გამოყენებას ცდილობენ და მდიდარ უცხოელებს მოგზაურობს დროს აცრის გაკეთებასაც სთავაზობენ.
ჯერ კიდევ დეკემბერში ინდურმა ტურისტულმა სააგენტოებმა განაცხადეს, რომ მათ „ვაქცინური ტურიზმის კონცეფცია შეიმუშავეს“. კომპანიებმა Zenith Holiday კალკუტაში და GEM Tours&Travels მუმბაიში, ინდურ ელიტას სპეციალური ტურისტული პაკეტი შესთავაზეს - მისი ღირებულება 1 ადამიანზე 1500 ევროა, და ის ნიუ-იორკში ან ლონდონში ჩასვლას, იქ ფასიან ვაქცინაციას, და ამის შემდეგ ქალაქების კულტურული ცხოვრების გაცნობას ითვალისწინებს.
სააგენტოები ირწმუნებიან, რომ ასეთი მოგზაურობებში Pfizer – BioNTech-ის ვაქცინის ხელმისაწვდომობა გარანტირებულია..
ბრიტანეთში ასეთი ვაქცინური ტურიზმი შესაძლებელი მარტიდან იქნება, როდესაც ვაქცინაცია ნებადართული უცხოელებისთვისაც გახდება. სააგენტოების ინფორმაციით, ანალოგიური ტურების ორგანიზება რუსეთშიც იგეგმება, სადაც შესაძლებელი იქნება რუსული ვაქცინის Спутник-V-ს მიღება.
ამ შესაძლებლობამ კუბაც დააინტერესა, რომელიც დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, უცხოელი ტურისტების დაბრუნებას ყველანაირად ცდილობს.
„პლიაჟი, კარიბის ზღვა, მოჰიტო, და ვაქცინა - ეს ყველაფერი ერთ ადგილას“ - კუბის ტურისტული ინდუსტრიის ახალი ლოზუნგია. კუბელები ქვეყნის სტუმრებს საკუთარ ვაქცინას Soberana 2-ს სთავაზობენ, რომელიც თებერვალში დასკვნით ცდებს გაივლის.
დუბაის მთავრობა მინიშნებებს „ციფრულ მომთაბარეებს“ უგზავნის - ემირატის მთავრობის საიტზე წარდგენილია „1-წლიანი ვირტუალური სამუშაო პროგრამა“, რომელიც უცხოელებს დუბაიში პლიაჟთან ცხოვრებას და დისტანციურ მუშაობას სთავაზობს“.
შეთავაზების დამატებითი უპირატესობაა - უფასო ვაქცინაცია კოვიდ-19-ის წინაამღდეგ.
სხვებს არც ამერიკა ჩამორჩება - აშშ-ს მთავარი ტურისტული მიმართულება - შტატი ფლორიდა - უცხოელებს აცრის გასაკეთებლად ეპატიჟება. მაიამიში დიდი რაოდენობით მდიდარი ბრაზილიელები და არგენტინელები ჩამოდიან - სწორედ ვაქცინის მიღებისთვის, რაც მათ ქვეყნებში საკმაოდ გართულებულია.
„ჩვენ კლიენტები მოგვმართავენ, რომლებიც ფლორიდაში 1 დღით ჩასვლისთვის მზად არიან იმ შემთხვევაში, თუ მათ ვაქცინაცია გარანტირებული ექნებათ“ - განაცხადა ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა.
ბოლოს და ბოლოს ამან ფლორიდის შტატის ხელისუფლების უკმაყოფილება გამოიწვია, და მთავრობამ მკაცრი ზომები მიიღო - ვაქცინაციისთვის ახალი აუცილებელი პირობა შემოიღო - ფლორიდაში ცხოვრება წელიწადში მინიმუმ 3 თვე. მაგრამ ფლორიდაში ვაქცინაცია უკვე 50 000-ზე მეტმა მდიდარმა უცხოელმა ჩაიატარა.
პარალელურად, ფლორიდის ტურისტული სააგენტოები ამერიკელებს ახლო აღმოსავლეთში ვაქცინურ ტურებს სთავაზობენ - სააგენტო Memories Forever Travel Group ისრაელში 2-კვირიან ტურს 2000 ევროდ ყიდის. ამ ფასში გადაფრენის, სასტუმროს, და ვაქცინაციის ღირებულება შედის.
ეს სერვისი მხოლოდ უცხოეთში მცხოვრები ისრაელის მოქალაქეებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა, არის ვარიანტი აშშ-ს მოქალაქეებისთვისაც - ვაქცინური ტური დუბაიში 1500 ევროდ.
lefigaro.fr
მოამზადა თენგიზ აბლოთიამ