ახალი ტურისტული ადგილების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 200 მლნ ლარი გამოიყოფა

ახალი ტურისტული ადგილების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 200 მლნ ლარი გამოიყოფა

access_time2022-12-03 12:10:08

 

ახალი ტურისტული ადგილების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარი გამოიყოფა. განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ეკონომიკურ საბჭოს სხდომაზე გაკეთდა. 


სხდომის მონაწილეებმა ახალი საკურორტო ზონების განვითარების გეგმა განიხილეს, რომელზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს. აღინიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა და ამისთვის კურორტების, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. 

 



აღინიშნა, რომ მთავრობა 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბის სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე მუშაობს. პროექტები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება და მოიცავს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარებას, ისე ბიზნესისთვის საინვესტიციო შეთავაზებების შექმნას, რითაც დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

 


საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების პროცესს. აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკურ დავალებაზე მუშაობა და უახლოეს პერიოდში კონკურსის წესით შეირჩევა კონსორციუმი, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან როგორც ადგილობრივი, ისე წამყვანი უცხოური კომპანიები. კონსორციუმი ერთი წლის ვადაში დაამუშავებს გეგმის განვითარების კონცეფციას.





USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს
access_time2023-01-28 09:55:58
კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული.„ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი -...

„55 000 კურსდამთავრებულიდან 80% უმუშევარია“ – შოთა ბურჯანაძე

„55 000 კურსდამთავრებულიდან 80% უმუშევარია“ – შოთა ბურჯანაძე
access_time2023-01-28 11:00:28
საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ვაკანსიების სიჭარბესა და უმუშევრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება პარადოქსია, მისი თქმით ქვეყანაში 55 000 კურსდამთავრებულია მათგან 80% კი უმუშევარია." ის ისევ ეძებს სხვა პროფესიით სამუშაოს, ან ქვეყნიდან გაედინება. აუცილებელი უნდა იყოს ამ ხალხისთვის პროფესიულ სასწავლებელში სწავლის შესაძლებლობის მიცემა, და არა ის, რომ „შეტენო“...

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს
access_time2023-01-28 09:00:43
2022 წლის კრიზისული წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით...

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ
access_time2023-01-28 10:00:53
დეკემბრიდან მოქმედი ემბარგოს მიუხედავად, ევროპული ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ევროპაში გადატანას. ამის შესახებ გამოცემა Investigate Europe -ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.     როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვა ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ევროპულმა ტანკერებმა...

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
access_time2023-01-28 00:45:35
შვიდი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული უბნის ნევე იააქოვის სინაგოგასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სინაგოგასთან სროლა დაიწყეს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. პოლიცია რაიონში ჩხრეკას ატარებს, რათა გამოირიცხოს ახალი თავდასხმების შესაძლებლობა. სამართალდამცავები თავდამსხმელების მანქანასაც...


მსგავსი სიახლეები

up