ახალი Toyota RAV4-ი ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან

ახალი Toyota RAV4-ი ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან

access_time2019-12-16 16:19:55

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს Toyota RAV4-ის ახალი მოდელების ფართო არჩევანს სთავაზობს. Toyota RAV4-ი გახლავთ კომპაქტური კროსოვერი, რომლის სერიული წარმოებაც 1994 წლიდან დაიწყო და მალევე გახდა ნამდვილი „ბესტსელერი“. მანამდე კი იყო RAV4-ის კონცეპტუალური მოდელი, რომელიც ტოიოტამ ტოკიოს ავტოგამოფენაზე პირველად 1989 წელს წარადგინა, სადაც ავტომოყვარულთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.


RAV4 ანუ Recreational Active Vehicle 4-Wheel Drive-ი არის მოდელი, რომელიც დროსთან ერთად სინქრონულად ვითარდებოდა. დახვეწილი და ელეგანტური, ინდივიდუალური და გამორჩეული, ეს იმ თვისებების მცირე ჩამონათვალია რაც ამ კროსოვერშია თავმოყრილი.


აღსანიშნავია, რომ 2019 წლის RAV4-ი იყო ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი მსოფლიოს მასშტაბით, ეს კი სრულიად ლოგიკურია თუ გავითვალისწინებთ მის დიზაინს, შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების სისტემებს.


განახლებული RAV4-ი გამოირჩევა მკაცრი ექსტერიერითა და თანამედროვე, ტევადი ინტერიერით. მისი შექმნისას იაპონელი ინჟინრების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ კროსოვერი ყოფილიყო კომფორტული როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრებისთვის. სწორედ ამიტომ წინა სავარძლები წარმოდგენილია მართვის მაღალი პოზიციით, ხოლო უკანა სავარძლებზე აღსანიშნავია დიდი სივრცე, ეს ყოველივე განაპირობებს კომფორტულ მგზავრობას.


განახლებული RAV4-ი წარმოდგენილია 2 ტიპის ძრავით, ის აერთიანებს 16-მდე კომპლექტაციას, მათ შორის 10-მდე ჰიბრიდულ მოდელს. მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის RAV4-ი აღჭურვილი TSS სისტემით (ტოიოტას უსაფრთხოების სისტემებით), რომელიც გახლავთ შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა - ფრონტალური შეჯახების საფრთხის წინასწარი შეტყობინების, ავტომატური დამუხრუჭებისა და ფეხით მოსიარულეთა ამოცნობის ფუნქციით; ავტომატური კრუიზ-კონტროლის სისტემა სიჩქარეთა ყველა დიაპაზონში უზრუნველყოფს წინ მიმავალ ავტომობილამდე უსაფრთხო დისტანციის დაცვის ფუნქციას; საგზაო ზოლიდან გადასვლის შეტყობინების სისტემა, უზრუნველყოფს ავტომობილის მიერ საგზაო მონიშვნის გადაკვეთისას შეტყობინებას, საწყის ზოლში დაბრუნების ავტომატური ფუნქციით; ფარების ავტომატური გადართვის სისტემა ავტომობილის გადაადგილებისას, საჭიროების შემთხვევაში შორი განათების ახლო განათებაზე ავტომატურად გადართვას უზრუნველყოფს.



განახლებული RAV4-ი ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ითვალისწინებს მომხმარებელთა მოთხოვნებს და დეკემბრის თვიდან RAV4-ის მოდელების ფარტო არჩევანს სთავაზობს. შოურუმში წარმოდგენილია დეფიციტური კომპლექტაციის მოდელები, როგორებიცაა ჰიბრიდული ძრავით, პანორამული ჭერით და ТSS-ს სისტემით (ტოიოტას უსაფრთხოების სისტემებით) აღჭურვილი კომპლექტაციები.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე : (+995 032) 229 20 00 ან გვეწვიეთ შოურუმში მისამართზე: ვაკე, უნივერსიტეტის ქ.N6.


(R)





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-14 21:00:21
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.გაყიდვები დაახლოებით 80%-ით შემცირდა - ღვინის მაღაზიები დახურვის პირას არიან გლობალური პანდემიის შედეგად, ტურისტების გარეშე დარჩენილი ბიზნეს სექტორი ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მსოფლიო ლოქდაუნმა ღვინის მაღაზიები დახურვის პირას...

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა

პანდემიის დროს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა 6000 ლარამდე იზარალა
access_time2020-08-14 16:30:58
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა კორონავირუსის პანდემიის გამო 5000-დან 6000 ლარამდე იზარალა. როგორც „კომერსანტს“ მუზეუმის დირექტორმა თინათინ მამასტარაშვილმა უთხრა, სხვა მუზეუმების მსგავსად ივნისის თვეში მუშაობის განახლება  ვერ შეძლეს, რადგან ფინანსების არქონის გამო რეგულაციებით გათვალისწინებული ნივთები ვერ  შეიძინეს. „ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაშია და...

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა

„სმარტმა“ „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა
access_time2020-08-14 12:55:34
„სმარტმა“ ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზე მდებარე „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა მომსახურების კომპლექსში „ხაჭაპურის ფესტივალი“ გამართა და ამიერიდან მომხმარებლებს „სმარტის“ ქსელში ყველაზე გემრიელი „დედა ხაჭაპურის“ დაგემოვნება გამარჯვებული ხაჭაპურის ავტორის რეცეპტით შეეძლებათ. „დედა ხაჭაპური“ იგივე იმერული ხაჭაპურია, რომელიც კონკურსის მონაწილე „სმარტის“ თანამშრომლემა კომპეტენტური ჟიურის რეკომენდაციებით და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით მოამზადეს. „გასტრონავტის“...

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან

რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს - რა რაოდენობის პროდუქტი გადის საქართველოდან
access_time2020-08-14 14:10:52
რუსეთმა შესაძლოა, ვაშლისა და ქლიავის იმპორტზე კვოტები დააწესოს. სწორედ ამ მოთხოვნით მიმართეს ადგილობრივმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. მათ აზრით, იმპორტირებული ხილის დიდი რაოდენობა, ადგილობრივი პროდუქციის ფასებს ამცირებს. ამის შესახებ ინფორამციას AgroTimes ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის რუსეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მეტიც, გასულ წელს იმპორტირებული ვაშლის 87,2 %, ხოლო ქლიავის 89,2% სწორედ რუსეთში...

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე

„ლონდონის ბირჟიდან თავისი სურვილით არავინ გადის, GHG-ში სერიოზული ფინანსური პრობლემებია“ - სერგო ჩიხლაძე
access_time2020-08-14 13:00:41
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით, ბირჟიდან მოხსნის შემდეგ ლიკვიდურობა შენარჩუნებულ იქნა, GHG კერძო კომპანია გახდა და მისი აქციები Georgia Capital-მა გამოისყიდა, რომელიც აქამდე „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ 70.6%-იანი წილის მფლობელი იყო. ბოლო დღეებში ქართულ მედიაში საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორი გიორგი ფარესიშვილის და რამდენიმე ექსპერტის მიერ გამოთქმული გამამართლებელი არგუმენტების...


მსგავსი სიახლეები

up