„ახალი ტფილისის“ ფარგლებში აღმაშენებლის გამზირზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები განახლდება

„ახალი ტფილისის“ ფარგლებში აღმაშენებლის გამზირზე საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები განახლდება

access_time2016-04-29 10:50:07

თბილისის განვითარების ფონდი აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე მიწისქვეშა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  განცხადებაში აღნიშნულია, რომ  პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში დავით აღმაშენებლის გამზირზე მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე სრულიად ახლდება საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები. კერძოდ: წყლის, დენის, ბუნებრივი აირის, კანალიზაციის, სანიაღვრე და სუსტი დენების ქსელები.


გარდა ამისა, პირველად, დ. აღმაშენებლის გამზირზე მონტაჟდება სადრენაჟე სისტემა, რომელიც შეკრებს დ. აღმაშენებლის განაშენიანების ქვეშ, კლდოვან ზედაპირსა და შედარებით რბილ ქანებს შორის არსებულ მიწისქვეშა წყლის ნაკადებს და მოუხსნის ისტორიულ უბანს და მასში მდებარე ძეგლებს კონსტრუქციული მდგრადობის პრობლემას.


„მოსახლეობის შეუფერხებელი მომარაგებისთვის, დ. აღმაშენებლის სარეაბილიტაციო არეალის სრულ მონაკვეთზე, დროებით დამონტაჟდა ალტერნატიული ქსელები. კერძოდ, ტროტუარებზე მოეწყო წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდების ალტერნატიული სისტემა.



აღნიშნული სისტემები არის დროებითი და იმოქმედებს მანამდე, სანამ არ დასრულდება გამზირის ქვეშ არსებული ძირითადი ქსელების რეაბილიტაცია.


წყლის და დენის, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდების დროებით, მოკლევადიანი შეფერხება შესაძლებელია გამოწვეული იყოს არსებულ სარეაბილიტაციო და დროებით ალტერნატიულ ქსელებს შორის გადართვების აუცილებლობით, მათი მონტაჟის, ტესტირების და დატვირთვის პროცესში.თბილისის მერია და თბილისის განვითარების ფონდი წინასწარ უხდის ბოდიშს მოსახლეობას შესაძლო დისკომფორტისთვის,“– ნათქვამია განცხადებაში.



ანა დოლიძე:„შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით,რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გააწნა“

ანა დოლიძე:„შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით,რომელიც  „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გააწნა“
access_time2019-11-14 14:56:47
„შეშფოთებული ვარ იმ ამბებით,რაც მომდის საქართველოდან. ამ წუთებში ვიმყოფები ყაზახეთში, ვატარებ რამდენიმე საჯარო ლექციას, დღეს შეხვედრა მქონდა უზენაეს სასამართლოში. შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით,რომელიც გააწნა „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას“-ამის შესახებ იურისტმა ანა დოლიძემ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მისი განცხადებით, სიმწრით მოპოვებული პროპორციული არჩევნები დღეს სახელდახელოდ...

ლევან კობერიძე „ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლაზე: გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?

ლევან კობერიძე „ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლაზე: გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?
access_time2019-11-14 13:55:16
“გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა? ეტყობა დამატებითი მოქმედება არის. თუ დატოვება უნდოდათ და ასეთი მკვეთრი განცხადებების გაკეთება, ჩვენ როდესაც რამეს ვაპროტესტებდით, ვინც დავტოვეთ თავის დროზე უმრავლესობა.. ვერ გეტყვით, გავარკვევ რა ვითარებაა, მაგრამ სპექტაკლის ნაწილი მეჩვენება ” უთხრა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ტელეკომპანია პირველს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტი ჩააგდო, უმრავლესობა კი რამდენიმე დეპუტატმა...

დეპუტატები,რომლებმაც საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს

დეპუტატები,რომლებმაც  საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს
access_time2019-11-14 14:18:29
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.   პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა:   ენზელ მკოიანი კახა ოქრიაშვილი დიმიტრი ხუნდაძე   რეგისტრაცია გაიარეს თუმცა კენჭისყრაში...

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
access_time2019-11-14 13:18:30
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა. საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი კონსტიტუციაში...

„აზარტულ თამაშებზე შესაძლოა, რეგულაციები დაწესდეს, რომელიც ორი-სამი წლის პერსპექტივაში დაახლოებით 60%-მდე შეამცირებს მომხმარებელთა რიცხვს“

„აზარტულ თამაშებზე შესაძლოა, რეგულაციები დაწესდეს, რომელიც ორი-სამი წლის პერსპექტივაში დაახლოებით 60%-მდე შეამცირებს მომხმარებელთა რიცხვს“
access_time2019-11-14 13:12:41
დეპუტატთა ჯგუფმა აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია აზარტული და მომგებიანი თამაშების სფეროში მკაცრი რეგულაციების დამყარება. „ჩვენ უკვე დავარეგისტრირეთ კანონპროექტი, რომელიც რეკლამის აკრძალვას ეხება. ახლა კი დარეგისტრირდა...


მსგავსი სიახლეები

up