ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

access_time2020-05-31 15:00:00

ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს და პანდემიური სიცარიელე ახალი და მისაღები იდეებით შეავსოს.

კრიზისების, ომებისა თუ ჭირიანობისას სიახლეებით აღჭურვილ-განახალებული თეატრის იდეა არახალია. ასე იყო შავი ჭირითა და პანდემიებით გადატვირთულ შუა სუკუნეებში. ასე იყო ელისაბედის დროის ინგლისში, ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ საფრანგეთში, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულსა და მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაშიც.

ამჟამინდელი კრიზისი გვიჩვენებს, თუ რამდენად მოწყვლადი და დაუცველია ჩვენი ეკონომიკური და სოციალური სისტემები. მაგრამ ეს ასევე მოულოდნელად აღვიძებს ხანგრძლივად დავიწყებულ, უტოპიურ დაპირებებსა და შესაძლებლობებს: მაგალითად,  ვინ არიან არტისტების მოკავშირეები სამართლიანი საზოგადოებისთვის ბრძოლაში? ყველა მოქალაქე იცავს და აფასებს ამ ბრძოლას? რა სარგებლობა მოაქვს რეფორმებს, თუ სისტემის ჩამონგრევა მაინც გარდუვალია?  სად დგას ხელოვანი და სად არის მაყურებელი, როდესაც „ნულოვან“, ანუ საწყის წერტილში ვბრუნდებით და როგორ უნდა შევქმნათ ასეთ პირობებში აწმყოს მაუწყებელი ხელოვნება?

გავიხსენოთ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი თეატრალური რეფორმატორის, თეორეტიკოსისა და რეჟისორის, ეუჯენიო ბარბას ემოციური და დრამატული ამოძახილი: „თუ წარსულში ჩავიხედავთ, ომის შემდგომ საშინელ, უიმედო სიტუაციას დავინახავთ, ბოროტ ატმოსფეროს, სევდას… მიუხედავად ამისა, თაობა იბრძოდა! კრიზისი ყოველთვის იარსებებს, ასე რომ, ვისაც თეატრის კეთება უნდა, ხელები დაიკაპიწოს და ყველაფერი გააკეთოს. თუნდაც კანტორი გაიხსენეთ… გაიხსენეთ, მისი თეატრი ნანგრევებში, აფეთქებულ ბინებში…

თუ საზოგადოებას არ აინტერესებს ის თეატრი, რომელსაც ჩვენ ვქმნით, ესეც ჩვენი ბრალია. ჩვენ უნდა ვიპოვოთ მაყურებელი და არა პირიქით! ესეც შემოქმედებითი საკითხია! მხოლოდ ორმოცდაათი მაყურებელი, მხოლოდ სამი – სულ ერთია – თეატრის კეთება შეგიძლია ყველგან და ყოველთვის! მაშინაც კი, თუ სამყარო განადგურდება!“

შესაძლოა ამგვარი დრამატიზმი ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს მაგრამ ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი კრიზისი თეატრალურ სფეროში არასოდეს ყოფილა. საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიისა და ბელგიის მაგალითებით შეგვიძლია, განვიხილოთ, რამდენად მნიშვნელოვანია პოსტკრიზული დროის სურვილები და შესაძლებლობები.

ზალცბურგის საოპერო ფესტივალი, რომელსაც 2020 წლის აგვისტოში დაარსებიდან ასი წელი უსრულდება (დაარსდა 1920 წელს, კომპოზიტორ რიჰარდ შტრაუსის ძალისხმევით), იუბილეს გრანდიოზული გეგმებით უნდა შეხვედროდა. თუმცა, რეალურად, ყველა გეგმა გადაიდო და ახლა ფესტივალის დირექცია როგორღაც ცდილობს გიგანტური საფესტივალო დარბაზის ისე გადაკეთებას, რომ მკაცრ მოთხოვნებსა და რეალობას მოარგოს, თანაც ისე, რომ არც ფესტივალი ჩაიშალოს და მაყურებელიც თეატრში მივიდეს. დაახლოებით ამასვე აპირებენ ფრანგული თეატრებიც, თუმცა „ოდეონისა“ (რომელსაც სრულიად ევროპის თეატრის სტატუსი აქვს) და „კომედი ფრანსეზის“ დირექციას საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.


გერმანიაში, რომელიც, მოსახლეობის მხრივ, ევროპის უდიდესი ქვეყანაა და სადაც პანდემიას, ასე თუ ისე, წარმატებით გაართვეს თავი, ცდილობენ, საკონცერტო და თეატრალური ცხოვრება მკაცრი წესების დაცვით აღადგინონ. მაგალითად, ცნობილი თატრის, „ბერლინერ ანსაბლის“ ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ დარბაზში სკამების დაშორიშორებით და მაყურებელთა შორის დისტანციის დაცვით, შესაძლებელია სპექტაკლების გამართვა.

მემარცხენე იდეებით ყოველთვის გამორჩეული „ფოლკსბიუნე“ ცდილობს, შუა საუკუნეების გამოცდილება გაიხსენოს და „მოხეტიალე თეატრის“ იდეა ააღორძინოს. როცა თეატრები განსხვავებულ სივრცესა და ქალაქებში, ღია ცის ქვეშ მართავდნენ სპექტაკლებს… ბერლინის ფილარმონია კი ფიქრობს, კონცერტები ნახევრად ცარიელ დარბაზებში (ასევე დისტაციის გათვალისწინებით) გამართოს, ხოლო ვინც დარბაზში ვერ მოხვდება, მათთვის მაღალი ხარისხის ხმოვანი სისტემები გარეთ დაამონტაჟოს.

ბელგიის სამი ძირითადი სახელოვნებო ინსტიტუტი – ოპერა ლა მონე, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი BOZAR და ბელგიის ეროვნული ორკესტრი პოსტკოვიდ რეალობაში ერთიანდებიან თავიანთი ფუნქციის შესასრულებლად და ახალ რეგულაციებს სთავაზობენ მაყურებელს:

1.მუსიკოსებს შორის დაახლოებით ორი მეტრი დისტანციის დაცვა, რეგულარულად ხელების დაბანა და ნიღბების ტარება ცხვირისა და პირის ღრუს დასაცავად.

2.თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „ბოზარ“ გააკონტროლებს კონცერტის უსაფრთხოების ხარისხს, დარბაზისა და პოდიუმის (სცენის) დასაშვებ დისტანცირებას. შესასვლელი და გასასვლელი იქნება ცალმხრივი, რათა უზრუნველყონ აუდიტორიის ნაკადის ეფექტიანად მართვა. ასევე, დაწესდება კონკრეტული დრო მაყურებლის შესვლის ორგანიზებისთვის. ბილეთები მაყურებლის სახელზე გაიცემა და მათი დაჯავშნა და ყიდვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ტელეფონით ან ინტერნეტით. გაცვლისა და დაბრუნების პროტოკოლი ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.

3.საკონცერტო და სარეპეტიციო დარბაზებში შესასვლელად, ასევე, გათვალისწინებული იქნება სოციალური დისტანცია და სანიტარული ობიექტების უზრუნველყოფა. ამ გეგმების ტესტირება მოხდება მათი პრაქტიკული მიზანშეწონილობის განსასაზღვრად.

4.განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კულისების ზონას და დამატებით ადგილებს, რომლებიც ასევე ხელმისაწვდომი იქნება დისტანციის დასაცავად. კულისებში ნიღბებით მუშაობა სავალდებულოა, რათა მინიმუმამდე შემცირდეს რისკი.


პუბლიკა

თეგები:
თეატრი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up