„ახალი შეზღუდვების გამო, ეკონომიკა იმაზე მეტად შემცირდება, ვიდრე ეროვნული ბანკის, სავალუტო ფონდის თუ ISET-ის პროგნოზებშია წარმოდგენილი“

„ახალი შეზღუდვების გამო, ეკონომიკა იმაზე მეტად შემცირდება, ვიდრე ეროვნული ბანკის, სავალუტო ფონდის თუ ISET-ის პროგნოზებშია წარმოდგენილი“

access_time2020-12-01 10:00:39

2021 წლისთვის მთავრობა და ეროვნული ბანკი 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით კი ზრდა უფრო მცირე, 4.3% იქნება.


განსხვავებული პროგნოზი აქვს ISET-ის კვლევით ინსტიტუტს, 2021 წლის პირველ კვარტალში ის ელის, რომ ქვეყნის ეკონომიკა 1.4%-ით შემცირდება, მომდევნო წლის ბოლო კვარტალში კი მშპ-ს 3.3%-ით შემცირებას პროგნოზირებს. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2020 წლის ბოლოსთვის ის ელის, რომ ქვეყნის ეკონომიკა წლიურად 4.4%-ით შემცირდება.


ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დავით კეშელავა „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების და მათი პროგნოზი ერთმანეთისგან დათვლის მეთოდოლოგიით განსხვავდება, სხვა ორგანიზაციები პროგნოზებში ექსპერტულ მოსაზრებებსაც ითვალისწინებენ, რაც მაჩვენებლების ცვლილებას იწვევს. მისი თქმით, ახალი შეზღუდვების გამო მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ყველა ორგანიზაციამ შეცვალოს და მოვლენები უფრო პესიმისტური სცენარით განვითარდეს.


„მთავარი მიზეზი თუ რატომ არის განსხვავებული ჩვენი პროგნოზი ეროვნული ბანკის და სავალუტო ფონდის პროგნოზისგან, არის მეთოდოლოგიაში, ჩვენი მოდელი მხოლოდ წარსულ მონაცემებს ეყრდნობა და ეკონომეტრიკული ანალიზით ახდენს მომდევნო ორი კვარტლის პროგნოზირებას. სებ-ი და საერთაშოისო ორგანიზაციები იყენებენ ექსპერტულ ანალიზს და ამ რიცხვების კორექტირებას ამის მიხედვით ახდენენ. მოდელის მიხედვით რამდენიმე ფაქტორია რომელიც ამ მაჩვენებელს განაპირობებს, ეს არის წარსული ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები.


თუმცა, როგორც ჩვენი ასევე სხვა ორგანიზაციების პროგნოზები ძალიან დიდი სირთულის და გამოცდის წინაშეა ახლა, რადგან იმდენად სწრაფად იცვლება ჩვენს ირგვლივ ყველაფერი, მათ შორის პანდემიასთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომ პრაქტიკულად წარმოუდგენელია  ჩვენს მსგავს მოდელში ასეთი რამ გავითვალისწინოთ და შეიძლება აცდენებიც მოხდეს. რამდენიმე დღის წინ დაწესებულმა შეზღუდვებმა არსებულ პროგნოზზე შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს, ჩვენი პროგნოზი ამ შემთხვევაში შესაძლოა ოპტიმისტური გამოდგეს იმასთან შედარებით ვიდრე რეალობა იქნება. დარჩენილ თვეებში ეს შეზღუდვები ეკონომიკას დამატებით ტვირთად დააწვება, რაც არსებულ საპროგნოზო მაჩვენებელში გათვალისწინებული საერთოდ არ იყო. ეს ყველაფერი კი იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ეკონომიკა შესაძლოა იმაზე მეტად შემცირდეს, ვიდრე ISET-ის, ეროვნული ბანკის თუ სავალუტო ფონდის პროგნოზებშია წარმოდგენილი, რეალურად მაჩვენებელი უფრო პესიმისტური სცენარისკენ წავა.


ეს ყველაფერი უკვე ეკონომისტების პროგნოზის არეალს სცდება, რადგან ყველაფერი ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული და ასევე მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე, რადგან საგარეო სტატისტიკა ჩვენს მსგავს ქვეყნებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს“,
- განაცხადა დავით კეშელავამ.



აღსანიშნავია, რომ სებ-ის პროგნოზი ბევრად ოპტიმისტურია, ის 2021 წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. 2020 წელს კი ეროვნული ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება.


„საბაზო პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს ეკონომიკური აქტივობა 5%-ით შემცირდება, ხოლო 2021 წელს მდგომარეობის გაუმჯობესება და ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. 2021 წელს ეკონომიკური აქტივობის აღდგენას ძირითადად ადგილობრივი მოთხოვნა და საინვესტიციო აქტივობა განაპირობებს. საგარეო მოთხოვნა კი, კვლავ სუსტი დარჩება და მხოლოდ ნაწილობრივ აღდგება. ტურისტული ნაკადების აღდგენა მხოლოდ 2021 წლის მეორე ნახევრიდან არის მოსალოდნელი. ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას თან ახლავს უმუშევრობის შემცირება, თუმცა საშუალვადიან პერიოდში მოსალოდნელია ეკონომიკის პოტენციური ზრდის შენელება, რასაც ღრმა რეცესიით გამოწვეული საწარმოო სიმძლავრეების გაუარესება და სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდა განაპირობებს. გარდა ამისა, პოტენციურ ზრდას ასევე შეანელებს ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები, რაც სამუშაო ძალისა და სხვა საწარმოო რესურსების პანდემიის მიმართ მოწყვლადი სექტორებიდან გადაადგილებასთანაა დაკავშირებული“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.


შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 9 თვის მდგომარეობით, საქართველოში 5%-იანი რეცესია ფიქსირდება.


თეგები:
ეკონომიკა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up