ახალი კოვიდ შეზღუდვები ფიტნესის ინდუსტრიას დაანგრევს

ახალი კოვიდ შეზღუდვები ფიტნესის ინდუსტრიას დაანგრევს

access_time2021-08-04 15:00:58

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მკაცრი შეზღუდვების აღდგენაზე უკვე ალაპარაკდა, თუმცა პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. შესაძლო შეზღუდვებზე „კომერსანტთან“ Aspria-ს დირექტორის ოთარ თავყელიშვილი საუბრობს. იგი იზიარებს ირაკლი ღარიბაშვილი აზრს და ამბობს, რომ მესამე „ლოქდაუნი“ ბიზნესისთვის დამანგრეველი იქნება.

 

„ახალი შეზღუდვები ფიტნეს ინდუსტრიას დაანგრევს. ჩვენ ვიხდით იჯარებს, ლიზინგებს, სესხებს. ყველგან დაქირავებული გვაქვს მაღალჭერიანი, დიდი კვადრატულობის მქონე ფართი, რომელიც პირველ სართულზეა განთავსებული, ასეთი უძრავი ქონების ფასი კი ძალიან მაღალია. შესაბმისად ახალ შეზღუდვებს ვერ მოვერევით, ჩვენი ბიზნესი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მომხმარებელთა როდენობა საგრძნობლადაა შემცირებული, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით 3 ჯერ ნაკლებია“, - აცხადებს ოთარ თავყელიშვილი.

 

ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, ბიზნესმენს იმედი აქვს, რომ შეზღუდვები არ დაწესდება და სიტუაცია ქვეყანაში უკეთესობისკენ შეიცვლება. სწორედ ამიტომ, როგორც ოთარ თავყელიშვილი ამბობს, Aspria განვითარებას განაგრძობს.

 


„ოპტიმისტები ვართ, ვიცით, რომ მალე ეს ყველაფერი დამთავრდება. მჯერა, რომ ხალხი ვარჯიშს შეუდგება და ჯანსაღი ცხოვრების წესი მათ ყოველდღიურობა გახდება. სწორედ ამიტომ გეგმები არ შეგვიცვლია, დასახულ მიზანს მივყვებით. ინვესტიციები გაგრძელდება, თუმცა ამას უკუკავშირი უნდა მოჰყვეს. ჩვენ რომ ბიზნესში ფინანსური რესურსი ჩავდოთ და შემდეგ მუშაობის შესაძლებლობა არ მოგვეცეს, ეს კომპანიას კრახს მოუტანს, არამარტო ჩვენ, არამედ სრულიად სექტორს. ამ საშიშროებას ვხედავთ, მაგრამ იმედია მდგომარეობა გამოსწორდება, მოხდება ვაქცინაცია, შეზღუდვები არ იქნება დაწესებული და  ჩვენი ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში ამუშავდება“, - განაცხადა ოთარ თავყელიშვილმა.

 

ბიზნესმენი გვიყვება, რომ კომპანიამ აბონემენტის ღირებულება უმნიშვნელოდ, 10-15 დოლარით გააძვირა. მიზეზი, მისი თქმით, გაზრდილი კომუნალური ტარიფები და გაუფასურებული ეროვნული ვალუტაა. როგორც თავყელიშვილი ამბობს, რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო Aspria ვერ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოსახლეობის გადახდისუნარიანობა არ მომატებულა. Aspria-ს დირექტორი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად სიფრთხილე აუცილებელია.

 

„საბურთალოს ახალ ფილიალში საკმოდ ძვირადღირებული დანადგარი დავაყენეთ, რომელიც მემბრანების დახმარებით ჰაერს ფილტრავს და დარბაზში ვირუსებს არ ატრიალებს, ადამიანი ადამიანთან პირად კონტაქტში თუ არ შევიდა, დაინფიცირების შანსი არის მინიმალური. ამ დანადგარის ანალოგი, რომელიც ახლა ჩვენ გვიყენია, არც ერთ კომპანიას არ აქვს. ასეთი ტიპის სავენტილაციო სისტემის დაყენებას ვაპირებთ გლდანსა და ვაკეში, უბრალოდ ამას გარკვეული დრო სჭირდება“, - ამბობს ოთარ თავყელიშვილი.


Aspria ფიტნესის ბაზარზე 5 ფილიალითაა წარმოდგენილი. მათ შორის 4 თბილისში, ხოლო 1 ფილიალი ბათუმში მდებარეობს.

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up