ევროდირექტივაზე მკაცრი ახალი შრომის კოდექსი-„ეს სამუშაო ადგილების შექმნის პროცესს შეაფერხებს“

ევროდირექტივაზე მკაცრი ახალი შრომის კოდექსი-„ეს სამუშაო ადგილების შექმნის პროცესს შეაფერხებს“

access_time2020-06-19 12:00:23

„ამ მძიმე პერიოდში, როცა 80 000-ზე მეტმა ადამიანმა სამსახური დაკარგა, სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილის შექმნა. მაშინ, როდესაც სახელმწიფო ახალ მკაცრ რეგულაციებს იღებს შრომის ბაზრისთვის, ბიზნესმენებს გაუჩნდებათ სურვილი მეტად დაფიქრდნენ, სანამ ახალ თანამშრომელს აიყვანენ - ამაში ვხედავ პრობლემას,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა ცხაკაიამ განუმარტა.


შეგახსენებთ,  საპარლამენტო დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით მომზადებული შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის განხილვები პარლამენტში დღეს განიხილეს. დოკუმენტში შეტანილი ცვლილებები ბიზნესასოციაციისა და დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ კრიტიკის საგანი გახდა.


კერძოდ, ნორმირებული სამუშაო დრო კვირის განმავლობაში არის 40 საათი. ზეგანაკვეთური შრომა კი შესაბამისი ფორმულით უნდა ანაზღაურდეს და ზეგანაკვეთური საათების გასამრჯელო ნორმირებული სამუშაოსთვის გადახდილი თანხის მინიმუმ 125%-ს უნდა შეადგენდეს.


შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, ასევე ადგენს  სტაჟირების ვადას - დამსაქმებელს ყოფილი თანამშრომლის პოზიციაზე სტაჟიორის აყვანა ეკრძალება.


„შრომის კოდექსში გარკვეული ცვლილებები აუცილებლად შესატანი, რადგან სავალდებულოა, რომ ის მივუახლოვოთ ევროდირექტივების მინიმალურ მოთხოვნებს. თუმცა,  შემოთავაზებულ კანონპროექტში იმაზე უფრო მკაცრად რეგულირდება გარკვეული საკითხები, ვიდრე ამას თავად ევროდირექტივა ითვალისწინებს.



ამ კანონპროექტში არის ისეთი ტექნიკური საკითხები, რომლებიც აუცილებლად შესაცვლელია -  არის სტაჟირებასთან დაკავშირებული ჩანაწერები, რომელიც შეიძლება უსამართდლოც კი იყოს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ. კერძოდ, ახალი კანონმდებლობა მოითხოვს, რომ სტაჟირება იყოს შეზღუდული, დამსაქმებელს ყოფილი დასაქმებული თანამშრომლის ადგილას სტაჟიორის აყვანა აეკრძალოს. იყო პრაქტიკაში,  როდესაც სტაჟიორების შრომას არაკეთილსინდისიერად იყენებდა ზოგიერთი დამსაქმებელი, მაგრამ არ შეიძლება ერთი და ორი დამსაქმებლის მარგინალური ქცევა მივუსადაგოთ ზოგადად ყველა ბიზნესს.


ახალი კანონპროექტით, არ შეიძლება დასაქმებულის ნებართვის გარეშე მისამართის შეცვლა -  რას ემსახურება ეს ცვლილება?- აბსოლუტურად არაფერს. ეს ჩვეულებრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის პრინციპია, რომ უნდა იცოდნენ მხარეებმა საკონტაქტო მისამართები, მაგრამ ამ მისამართის შეცვლა მეორე მხარის თანხმობის გარეშე იკრძალება. ეს შემოთავაზება ბევრად აღემატება ევროდირექტივის მინიმალურ მოთხოვნას და ლოგიკასაც ვერ ვხედავთ რა საჭიროა.


ზეგანაკვეთური შრომის ანაზღურების მინიმალური ოდენობის დაფიქსირება არ გადაწყვეტს იმ პროებლემას რაც გვაქვს ქვეყანაში.  ზეგანაკვეთური შრომის დაუფასებლობი და ამის აუნაზღაურებლობა დიდი პრობლემაა, მაგრამ როცა 101  პროცენტს არავინ იხდის, 125 პროცენტსაც არავინ გადაიხდის. ასე არ გვარდება ეს პრობლემა და სხვანაირი მიდგომაა საჭირო,“ -აღნიშნა შალვა ცხაკაიამ.  


დღეს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით განმარტა, რომ  შრომის ახალი კანონმდებლობა კი არ უნდა ურთულებდეს ბიზნესს ცხოვრებას, არამედ უმარტივებდეს.


„ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ შრომის ახალი კანონმდებლობა კი არ ურთულებდეს ბიზნესს ცხოვრებას, არამედ უმარტივებდეს და როგორც ჩვენ, ისე ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას, უნდა ხდიდეს უფრო მდგრადს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს დაბალანსებული კანონმდებლობა, რაც პარლამენტშია, იმის შეცვლა შესაძლებელია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 

 მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up