ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები ფინანსური განათლების  კომპონენტებს შეისწავლიან

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები ფინანსური განათლების კომპონენტებს შეისწავლიან

access_time2019-05-31 16:42:06

საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განვითარების სამომავლო პერსპექტივები და სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომელშიც კომიტეტის წევრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.


სამოქმედო გეგმის შემუშავება, უკანასკნელი თვეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა რა მიზნითაც შეხვედრები და კონსულტაციები კომიტეტის თითოეულ წევრთან გაიმართა. სამოქმედო გეგმა ემსახურება ფინანსური განათლების სტრატეგიის ეფექტურ დანერგვას, რადგან მასში გაწერილია ფინანსური განათლების ის პრიორიტეტული ღონისძიებები, რომლებიც ეროვნული ბანკის კოორდინაციით, კომიტეტის წევრებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით ხორციელდება.


ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის N4-ე სხდომაზე კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფინანსური განათლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა, ფინანსური განათლების პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელო, ფინანსური განათლების პროექტები, სასწავლო მასალები და ფინანსური განათლების ძირითადი კომპეტენციების ჩარჩო.


აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით უკვე შემუშავდა კურიკულუმი, რომლის მიხედვით ახალი სასწავლო წლიდან, საბაზო საფეხურის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების კუთხით, ფინანსური განათლების კომპონენტსაც შეისწავლიან, რომელიც მოსწავლეებისთვის ყველა საკვანძო მნიშვნელოვან და ფინანსურ საკითხს მოიცავს.


ადრეული ასაკიდან ფინანსური განათლების შესწავლა ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს ისეთი ცოდნისა და უნარების განვითარებაში, რაც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ. ადრეული ასაკიდან ფინანსური განათლების მიწოდების საჭიროებას საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.





პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს

პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს
access_time2020-05-28 14:30:12
„ბანკები და ფინანსები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს ესაუბრა, რომელმაც ლარის გაუფასურების პრობლემის შეფასებისას საქართველოს ეროვნული ბანკის ნეგატიურ როლზე გააკეთა აქცენტი. ბაირახტარის განცხადებით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეცდომების დაშვების არც დრო და არც უფლება არ გვაქვს, კობა გვენეტაძის უწყება შეცდომებზეც კი ვერ...

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდეს – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ  აღმოჩნდეს  – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე
access_time2020-05-28 13:30:21
„ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე მნიშვნელოვანი ინიციატივები გაჟღერდა, რაც სექტორს გამოაცოცხლებს. ახლა სექტორს სწორედ შოკური მდგომარეობიდან გამოყვანა სჭირდება, რისთვისაც ეს წინ გადადგმული ნაბიჯია“, - ასე შეაფასა „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ მთავრობის მიერ წარმოდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა.   „ზოგადად რთულია ხვალინდელი დღის პროგნოზირება, თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან ეს არის კარგი და სწორი ნაბიჯი,...

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
access_time2020-05-28 12:15:58
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს ახალი წევრი შეუერთდა კომპანია საქკაბელის“ სახით.სააქციო საზოგადოება „საქკაბელი“, საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი და გამოცდილი მწარმოებელია. ქარხანა დაარსდა 1958 წელს და დღემდე უწყვეტად შეინარჩუნა პროფილი, დანერგა მოწინავე ევროპული ტექნოლოგიები, გაზარდა ასორტიმენტი. 2018 წლის 23 მარტს საქკაბელს მიენიჭა ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი. კომპანია ხარისხის ფონდის სრულყოფილი წევრია, ფლობს...

ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება? -დეტალები

ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება? -დეტალები
access_time2020-05-28 12:45:55
საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით დაუსუბსიდირებს სესხის 4%-ს. ამის შესახებ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინსტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სუბსიდირება ეხება ყველა იმ სესხს, რომელიც არ აღემატება 200 000 ლარს. სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი...

ბინის შეძენის მსურველებს მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით, 5 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს

ბინის შეძენის მსურველებს მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით, 5 წლის განმავლობაში  დაუსუბსიდირებს
access_time2020-05-28 12:12:08
მთავრობა მოქალაქეებს, ბინის შეძენის მსურველებს  იპოთეკური სესხების 4%-ს, 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს. საუბარია, ყველა იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც წლის ბოლომდე დაიდება.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  რამდენიმე წუთის წინ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.  „ეს ნიშანვს იმას, რომ შეიქმნება რეალური მოთხოვნა სამშენებლო ბაზარზე. 5 წლის განმავლობაში  ჩვენ მივეხმარებით ...


მსგავსი სიახლეები

up