ახალი სანქციები ბელარუსის ეკონომიკის ფლაგმანებს ურტყამს

ახალი სანქციები ბელარუსის ეკონომიკის ფლაგმანებს ურტყამს

access_time2021-06-22 19:00:50

ევროკავშირმა, აშშ-მ, კანადამ და ბრიტანეთმა ბელარუსის წინაამღდეგ ერთობილი სანქციები შემოიღეს.

 

აკრძალვები ბელარუსის ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორს შეეხება, მათ შორის კალიუმის სასუქების და ნავთობპროდუქტების ექსპორტს, ასევე თამბაქოს მრეწველობას და ფინანსურ სექტორს.

 

სულ სანქციები 86 კომპანიას და ფიზიკურ პირს შეეხება. მათი ვინაობა ჯერ უცნობია და დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება. თუმცა, ბევრი რამ უკვე დღესაც ცნობილია.

 

სანქციების დარტყმის ქვეშ მოხვდნენ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღანელები, ლუკაშენკოს გარემოცვის მაღალჩინოსნები, თავად მინსკელი დიქტატორის შვილი დმიტრი და მისი რძალი ლილია.

 

შეზღუდვები ახევე ცნობილ რუს ბიზნესმენ მიხაილ გუცერიევს შეეხება, რომელიც ნავთობკომპანიას ფლობს და ლუკაშენკოსთან აქტიურად თანამშრომლობს. მას ასევე ბრალდება, რომ  2020 წლის სექტემბერში ბელარუსის ტელევიზიის თანამშრომელთა გაფიცვის დროს, სწორედ გუცერიევმა ჩამოიყვანა მოსკოვიდან ჟურნალისტები, რომლებმაც გაფიცულები ჩაანაცვლეს.

 

სანქციების ქსეშ მოხვდა ბელარუსის მრეწველობის დიდი ნაწილი - მინსკის ავტოქარხანა, ბრიანსკის ავტოქარხანა, ნავთობგადამამუშებელი საწარმოები ННКდა  ЛОГЕКС, კომპანია Сохра, რომელსაც ექსპორტზე ბელარუსული სატვირთო მანქანები, ტრაქტორები, სხვა მძიმე სამშენებლო ტექნიკის და სამშენებლო მასალები გაჰქონდა.


 

სანქციები ასევე შეეხო ბელაერონავიგაციას-ს, რომელმაც  Ryanair-ის თვითმფრინავი მინსკში იძულებით დასვა.

 

ეს სანქციების უკვე მეოთხე პაკეტია 2020 წლის აგვისტოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგების ლეგიტიმურობას არც ოპოზიცია, და არც საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.

 

აშშ-მ, ბრიტანეთმა და კანადამ ახალი შეზღუდვები უკვე ოფიციალურად დაამტკიცეს, ევროკავშირი კი გადაწვეტილებას  24-25 ივნისის სამიტზე მიიღებს.

 

ევროკავშირი, რუსეთის შემდეგ, ბელარუსის მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - ევროკომისიის ინფორმაციით, 2020 წელს ბელარუსულმა ექსპორტმა ევროკავშირში $7 მლრდ შეადგინა, ეს კი ქვეყნის მშპ-ის თითქმის 12%-ს უდრის.

 

ვალუტის 93% ბელარუსში სამრეწველო საწარმოებს შეაქვთ - კონცერნ ბელნეფტექიმ-ის ექსპორტმა 4,2, ხოლო კალიუმის მთავარი მწარმოებლის ბელარუსკალიუმ-ის  - $2,4 მლრდ შეადგინა.

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ სექტორალური სანქციები ბელარუსის წინაამღდეგ გაძლიერდება და ამაჟამად ევროკავშირის მიზანია ლუკაშენკოს რეჟიმის ფინანსური გამოფიტვა.

 

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო სექტორალური სანქციების გამკაცრებას და გაფართოვებას მხარს მომავალშიც დაუჭერს.  ამ ეტაპზე ასევე განიხილება ბელარუსისთვის იარაღისა და სათვალთვალო აღჭურვილობის მიწოდების აკრძალვა,

 

წყარო: bbc.com





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up