ახალი Samsung Galaxy A (2016) სმარტფონის პრეზენტაცია და ფოტოკონკურსის გამარჯვებულის დაჯილდოება

ახალი Samsung Galaxy A (2016) სმარტფონის პრეზენტაცია და ფოტოკონკურსის გამარჯვებულის დაჯილდოება

person access_time2016-02-09 09:24:32

კომპანია "სამსუნგ ელექტრონიქსი" წარმოგიდგენთ  ახალ სმარტფონს Galaxy A (2016) პრემიუმ დიზაინითა და გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებით.


უახლესი Galaxy A სმარტფონი გთავაზობთ შეუდარებელ სტილსა და ტექნოლოგიურ სრულყოფას.

 

"სამსუნგ ელექტრონიქსი" აცხადებს, რომ უახლესი Samsung Galaxy A სმარტფონი უზრუნველყოფილია პრემიუმ დიზაინით, გაუმჯობესებული კამერით. Galaxy A (2016) აერთიანებს სამსუნგის ინოვაციურ დიზაინსა და სისწრაფეს, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს გამოხატოს საკუთარი ინდივიდუალურობა იმ  სიახლით, რასაც ეკრანის სამი განსხვავებული ზომით წარმოგვიდგენს: 5.5-ინჩი A7-ისთვის, 5.2-ინჩი A5-ისთვის და 4.7-ინჩი A3-ისთვის. 


"სამსუნგში ჩვენ საკუთარ თავს ვუძღვნით ჩვენს საქმეს, მუდმივ განვითარებას, ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებსა და გამოხმაურებებს"- ბრძანა ბატონმა შინმა, სამსუნგის აღმარულებელმა დირექტორმა და IT-ის და მობილური ბიზნესის ხელმძღვანელმა.

 

"Galaxy A (2016) შექმნისას, ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენი მომხმარებლების გამოხმაურება Galaxy A მოდელზე, ანუ ჩვენ ერთად ვიფიქრეთ და უფრო ეფექტურად გავაუმჯობესეთ ფუნქციები, რომ მეტად შეიგრძნოთ სტილისა და ტექნოლოგიური წარმადობის შერწყმა ყოველდღიურ ცხოვრებაში."


Galaxy A (2016) არ ღალატობს Galaxy სერიის მემკვიდრეობას დიზაინში, ქმნის რა მეტალისა და შუშის ერთობლიობით ლამაზ და ჰარმონიულ პრემიუმ დიზაინს. ახალი Galaxy A უზრუნველყოფს საუკეთესო ხილვადობის გამოცდილებას დავიწროებული გარე პანელის საშუალებით.


Galaxy A (2016) აღჭურვილია გაუმჯობესებული კამერის სისტემით ნათელი და კაშკაშა ფოტო და ვიდეოებისთვის. მისი სისტემა შეიცავს ოპტიკური გამოსახულების სტაბილიზაციის ფუნქციას (OIS) რომ მინიმალურამდე დაიყვანოს ფოტოს ბუნდოვანება, ის ასევე შეიცავს იშვიათ F1.9 ლინზას, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, გადაიღოს ოპტიმალური ფოტოები სიბნელეშიც კი. მეტიც, სამსუნგის სწრაფი ჩატვირთვის ფუნქციის მეშვეობით, „სახლის“ ღილაკის ორჯერ დაჭერის შემთხვევაში, კამერა ირთვება წამზე ნაკლებ დროში. ასევე, მომხმარებელს საშუალება აქვს, გადაიღოს საუკეთესო სელფი, იმ ფუნქციების დახმარებით, როგორიცაა Wide Selfie, Palm Selfie and Beautifying Effects.


2016 წლის 25 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით Samsung Georgia-ს ფეისბუქის გვერდზე მიმდინარეობდა ფოტო-კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც დაჯილდოვდება ახალი Samsung Galaxy A5 სერიის სმარტფონით სწორად დღეს, Samsung-ის ბრენდშოპში!


დამატებითი დეტალები და პროდუქტის ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე www.samsungmobilepress.com 


 

თამუნა გვალია / მობ.: 5 77 99 15 00




არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-03 21:30:39
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება? 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი...

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს
access_time2020-06-03 14:55:09
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად...

2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“

 2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“
access_time2020-06-03 17:15:26
საქართველოში კაფე-რესტორნები გაიხსნა. ერთ კვირაში კი დახურული ტიპის სივრცეების გახსნაა დაგეგმილი. „არ ველოდით ამ რაოდენობის სტუმრებს, თუმცა შევძელით,რომ ყველას უსაფრთხოება დაგვეცვა“ - განაცხადა  „კომერსანტის დილაში“ „ქარხანა დეველოპმენტის“ (ღვინის ქარხანა N1) გენერალურმა  დირექტორმა მერაბ ჭიქაძემ. „ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველ...


მსგავსი სიახლეები

up