„ახალი სამშენებლო ამნისტია წარმოქმნის ე.წ. „განაცხადების საცობს“ და მათი განხილვა დროში გაიწელება“

„ახალი სამშენებლო ამნისტია წარმოქმნის ე.წ. „განაცხადების საცობს“ და მათი განხილვა დროში გაიწელება“

access_time2021-04-09 14:00:37

დედაქალაქის მერია სამშენებლო ამნისტიაზე დიდ იმედს ამყარებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ამით სექტორში არსებული პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარდება, თუმცა ამ ოპტიმიზმს არც ბიზნესი, არც დარგის ექსპერტები არ იზიარებენ. მეტიც, ისინი მიიჩნევენ, რომ, გამონაკლისი შემთხვევის გარდა, მიდგომა პრინციპულად არ შეცვლილა და მერია თითქმის იმეორებს იმ ხარვეზს, რაც 2007 წელს მიღებული სამშენებლო ამნისტიით ფიქსირდებოდა.


დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო ამნისტიის საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ, ექსპლუატაციაში ის შენობა-ნაგებობები შევა, რომელიც 2020 წლის 18 აგვისტომდეა დასრულებული და მათზე დამტკიცებული პროექტის მიღმა გადაცდომები დაფიქსირდა.


ამასთან, სამშენებლო სექტორის თხოვნით, რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებს ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობების ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირით მომარაგების აკრძალვას, ამოქმედდება 2022 წლის პირველი იანვრიდან და გავრცელდება მხოლოდ ამ თარიღის შემდგომ გაცემულ სამშენებლო ნებართვებზე. პაკეტი ასევე, ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დამძიმებას დაუმორჩილებლობაზე.


„ჩვენ ამნისტიით ექსპლუატაციაში ვიღებთ ასეთ შენობა-ნაგებობებს იმიტომ, რომ მათ უკან რიგითი თბილისელები და მათი ოჯახები დგანან. ეს რომ სამომავლოდ არ განმეორდეს, გვინდა, ადმინისტრაციული ჯარიმის შემდეგ თუ არ მოხდება გამოსწორება და იქნება დაუმორჩილებლობა, პასუხისმგებლობა სისხლისსამართლებრივი კუთხით დამძიმდეს, რაც აგვარიდებს იმ პრობლემებს, რომლებსაც რამდენიმე ათეული წელია, ვებრძვით და არსებობდა. შედეგად მივიღეთ მახინჯი შენობა-ნაგებობები, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა რაიონში მრავლადაა“, - განაცხადა კალაძემ.


ბიზნესს კი განსხვავებული ხედვა აქვს, რის გამოც სექტორი კანონმდებლობის ინიციატორებთან ვერ შეთანხმდნენ. „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ, მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ბიზნესის მხარეს წარმოადგენდა, „რეზონანსთან“ აღნიშნა, რომ, ახალი კანონდებლობით, დეველოპერმა მერიაში ექსპლუატაციაში მისაღებად უნდა წარადგინოს დოკუმენტაცია. ადმინისტრაციულმა ორგანომ ეს საკითხი 6 თვის განმავლობაში უნდა განიხილოს, ხოლო თუ დოკუმენტაციაზე პასუხი არ მიიღო 6 თვეში, ეს ავტომატურად უარს ნიშნავს, რაც ძალიან მძიმე ნორმაა.



„შეიძლება, ვიღაცამ, უბრალოდ, დოკუმენტაციის წაკითხვა ვერ მოასწროს და ამის გამო კომპანია უარს მიიღებს. ჩვენ გვესმის მთავარი - კანონის მიზანი არის, რომ ყველა მშენებლობის, რომლებიც კანონიერი იყო, უკანონო, კეთილსინდისიერი თუ არაკეთილსინდისიერი, ლეგალიზება უნდა მოხდეს და სტანდარტებში მოექცეს. პროექტის თანახმად, კანონის მიღებიდან 2 წლის განმავლობაში, შენობის ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით მერიას უნდა მიმართონ როგორც უკვე აშენებული შენობების მფლობელებმა, ისე ახალი პროექტების ავტორებმა. 3 000-მდე პრობლემური მშენებლობაა და ამას ემატება, დაახლოებით, ამდენივე კერძო მშენებლობა, მათ შორის _ სახლები, ამიტომაც ვეჭვობ, ეს წარმოქმნის ე.წ. განაცხადების საცობს და მათი განხილვა დროში გაიწელება. პირველ ეტაპზე, სავარაუდოდ, 5-6 ათასი განაცხადი შევა და განხილვა პრობლემა იქნება“, - დასძინა ვეფხვაძემ.


მან ასევე, აღნიშნა, რომ კანონპროექტში გაურკვევლობას ქმნის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხიც. დაგეგმილი ცვლილებით, მშენებელი, ისევე როგორც აქამდე, რემონტისას ბინის მფლობელს მიაწვდის ელექტროენერგიას, თუმცა ეს მოხდება კომერციული ტარიფით.


სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა სამშენებლო სფეროს ექსპერტი, იურისტი უჩა ზაქაშვილიც. მისი აზრით, მიდგომა არ იცვლება და მეორდება შეცდომები, რომლებიც სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პერიოდში დაუშვეს.


„სასტიკად არ მომწონს მიდგომა სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით. ბიზნესმა თუ წესები დაარღვია, ამ დროს კომპანიებს სანქციებს აკისრებენ. საჯარიმო თანხის ჩამოწერა დისკრიმინაციულ ელემენტს შეიცავს. ასე გამოაცხადეს ამნისტია 2007 წელს, 13 წელი გავიდა და ისევ 13 წლით დავიხიეთ უკან.


დახმარება უნდა იყოს სხვაგვარი, ეს არის დარღვევების წახალისება, რაც, ჩემი აზრით, ადმინისტრაციული ორგანოს სისუსტეა და საკუთრების უფლების დაცვასთან არაფერ კავშირშია. არ მესმის, დარღვევა როგორ უნდა ვაპატიოთ ბიზნესს, ცოტათი გაურკვეველია. ლოგიკა არ შეცვლილა. იმ ადამიანებმა რა ქნან, ვინც ჯარიმა გადაიხადეს, მათ ამ ფულს არავინ დაუბრუნებს, - განაცხადა „რეზონანსთან“ ზაქაშვილმა.


იურისტის შეფასებით, სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით ერთადერთი სწორი ნაბიჯი გადაიდგა ექსპლუატაციაში მიღების პირობებთან დაკავშირებით, რაც უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.


„ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სავსებით სწორია. აქამდე ეს იყო აბსოლუტური ფიქცია, ამიტომ ყველა მშენებელს ინტერესი ჰქონდა დაკარგული. ამის შედეგია ის, რომ ნახევარი თბილისი ცხოვრობს ისეთ საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. სწორედ იმიტომ, რომ არ ეკრძალებოდათ გაყიდვა და მოქალაქეების შესახლება. ის პუნქტი, რომ დენსა და გაზს არ მიაწოდებენ, სანამ ექსპლუატაციაში არ შევა კორპუსი, ცალსახად კარგი გადაწყვეტილებაა, რაც ამ საკითხს მეტ-ნაკლებად წესრიგში მოიყვანს, - აღნიშნა უჩა ზაქაშვილმა.


reconancedaily.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up