ახალი რეგულაციები გარემოზე მავნე ზემოქმედების კუთხით კონტროლს და სანქციებს გაამკაცრებს

ახალი რეგულაციები გარემოზე მავნე ზემოქმედების კუთხით კონტროლს და სანქციებს გაამკაცრებს

access_time2019-12-05 11:52:33

ქალაქ რუსთავში ჰაერის დაბინძურების საკითხის გადაჭრის გზებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.



„შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.



შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში წარმოების განვითარება პრიორიტეტულია, თუმცა თითოეული მეწარმე ვალდებულია უზრუნველყოს გარემოსდაცვითი რეგულაციების დაცვა. სამეწარმეო საქმიანობა არ უნდა აყენებდეს ზიანს გარემოს და, შედეგად, მოსახლეობის ჯანმრთელობას. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან, რაც მნიშვნელოვანია არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრის გზების განსაზღვრისთვის.




აღსანიშნავია, რომ ქალაქ რუსთავში არსებული ვითარების გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქალაქ რუსთავში მოქმედ საწარმოებში მასშტაბური შემოწმებები განახორციელა. აღმოჩენილი დარღვევების შესახებ შეხვედრაზე თვითმართველობის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ.



შეხვედრაზე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელსაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამზადებს. ახალი რეგულაციები გარემოზე მავნე ზემოქმედების კუთხით კონტროლს და სანქციებს გაამკაცრებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა
access_time2020-09-19 13:45:14
“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 17 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა. ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა: შპს “იბერია ევრო პრო”შპს “აილამა”შპს “ენ-ეიჩ-ელ 43 “შპს “წალკის რძის პროდუქტები” ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)შპს „ხევი“შპს “ნ.გ...

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია
access_time2020-09-19 14:45:19
„სააკაშვილმა მეკვიდრეობით მიიღო ფაქტიურად მომაკვდავი ქვეყანა თავისი ყველა მაჩვენებლით, არანაირი სახელმწიფოებრიობის ნიშნებით. ამავე დროს, არ იყო დრო, არ იყო კადრები, არც ფული, მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ უნდა გვემოქმედა ძალიან სწრაფად და შეუპოვრად. ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი საშიში პრობლემა იყო კორუფცია და დანაშაული. ამით დაინფიცირებული იყო საქართველოს სხეულის ყველა უჯრედი. საჭირო იყო გადაგვერჩინა მთლიანად სხეული და არა მისი ცალკეული ორგანოები და ჩვენ...

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ
access_time2020-09-19 12:00:34
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 13 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ახალი სასწავლო წელი მათთვის და მათი სასწავლებლებისთვის გამკაცრებული რეგულაციებით და გაზრდილი ხარჯით იწყება....

„ლარი გარბის“ - ეკონომიკის ყველა მინისტრი კი 2013 წლიდან ერთსა და იმავეს ლაპარაკობს - „ლარი სტაბილურად მოძრაობსო“

„ლარი გარბის“ - ეკონომიკის ყველა მინისტრი კი 2013 წლიდან  ერთსა და იმავეს ლაპარაკობს - „ლარი სტაბილურად მოძრაობსო“
access_time2020-09-19 10:00:49
ლარი გარბის“ - ეკონომიკის ყველა მინისტრი კი 2013 წლიდან ერთსა და იმავეს ლაპარაკობს - „ლარი სტაბილურად მოძრაობსო“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, პარტიის „პროგრესი და თავისუფლების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ცეზარ ჩოჩელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“...


მსგავსი სიახლეები

up