ახალი რეალობა და ავიაინდუსტრიის მოლოდინები

ახალი რეალობა და ავიაინდუსტრიის მოლოდინები

access_time2021-01-05 09:30:00

საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ორგანიზაციის გათვლებით, კორონავირუსის პანდემია საერთაშორისო საავიაციო ინდუსტრიას $118 მილიარდზე მეტად აზარალებს, 2021 წელს კი ორგანიზაცია $38.7 მლრდ-ის დანაკარგს ვარაუდობს, თუმცა შესაძლოა ეს მაჩვენებელი შეიცვალოს.



შემოსავლები თითქმის ვერ მიიღეს ქართულმა ავიაკომპანიებმაც. ამბობენ, რომ 2020 წელი ინდუსტრიისთვის ისტორიულად ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი უმძიმესია.



ავიაკომპანია „აირზენას“ გენერალური დირექტორი, რომან ბოკერია „ბიზნესპარტნიორთან“ 2020 წელს აფასებს და ამბობს, რომ ის საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა გლობალურმა პანდემიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ნაციონალური ავიახაზების არსებობა. აქვე ბოკერია 2021 წლის მოლოდინებზე საუბრობს და მთავრობას ქართული ავიაციის სტრატეგიის შექმნას სთავაზობს.




„2021 წელი ჩვენთვის ძალიან მძიმე იქნება. უნდა გადავიხადოთ 2020 წლის განმავლობაში დაგროვებული ფინანსური ვალდებულებები, რომელსაც ჩვენი კრედიტორების მიმართ ახლა არ ვიხდით. მაშინ სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დავდგებით. ალბათ, ფინანსურად ამ წელზე უფრო ძნელი იქნება. ძალიან გვჭირდება, რომ სახელმწიფოსთან ერთად შევიმუშაოთ ქვეყნის ავიაციის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვითაც, ეროვნულ ავიაციას უპირატესობა მიენიჭება“,- ამბობს ბოკერია.



მისივე განმარტებით, შესაბამის უწყებებს საავიაციო სექტორის დახმარების პაკეტის მოდელი თავად უკვე წარუდგინა.



„უნდა განიხილებოდეს სხვადასხვა სახის უკვე აპრობირებული დახმარების პაკეტები. შესაბამის უწყებებს მე შევთავაზე გრძელვადიანი სესხი, რომლის საშუალებითაც, მოხდებოდა ვალების რესტრუქტურიზაცია და დაფარვა. ასევე ახალი თვითმფრინავების მოზიდვა და ახალი მარშრუტების დამატება. მაგალითად, თბილისი-ნიუ-იორკი, ეს ჩემი ოცნებაა. რატომ არ არ შეიძლება ეროვნულ ავიაციასთან თანამშრომლობით, მთავრობასთან ერთად დავიწყოთ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განვითარება?!“ - აცხადებს ბოკერია.




2019 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს Myway Airline-ს შესრულებული რეისების რაოდენობა 80%-ით შეუმცირდა. არსებულ ვითარებას კომპანიისთვის არასტაბილური გარემო და ბუნდოვანი 2021 ამწვავებს.



„პანდემიამ ავიაციას უპრეცედენტოდ დიდი ზარალი მიაყენა. არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ ემოციურადაც რთული წელიწადი იყო. 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, თბილისიდან შესრულებული რეისები 80%-ით არის შემცირებული. ამ ყველაფერს გაურკვევლობაც ამწვავებს. არასტაბილური და არაპროგნოზირებადი გარემოა. ეს კი დაგეგმვის პროცესში ხელს გვიშლის. ყველას კარგად გვახსოვს ზაფხულის პერიოდი, როდესაც გაცხადებული იყო, რომ საერთაშორისო ვიზიტორებს ველოდებოდით. იყო მოლოდინი, რომ გაიხსნებოდა საზღვრები, დაიწყებოდა ფრენები, თუმცა დღეს ისეთი მოცემულობა გვაქვს, რომ უკვე მერამდენედ, საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა გადავადდა“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ქობულაშვილმა.



მისივე განმარტებით, Myway-ს ორი გეგმა აქვს, მოკლევადიანი და გრძელვადიანი. მათი განხორციელებაც გლობალური პანდემიის განვითარებაზეა დამოკიდებული.



„მოკლევადიანი გეგმის ფარგლებში ჩვენი მიზანი კრიზისის გადალახვა და ბაზარზე დარჩენაა, ხოლო გრძელვადიანი გეგმის ფარგლებში, Myway განვითარებას და მომხმარებლისთვის ბევრად მეტი მიმართულების შეთავაზებას აპირებს.



რაც შეეხება პანდემიამდე არსებულ ნიშნულზე დაბრუნებას, ამას ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება. თუმცა მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის ფარგლებში მიზნების მიღწევასა და სრულყოფილ ოპერირებას შევძლებთ“,- ამბობს ქობულაშვილი.



შავ ლაქას უწოდებს 2020 წელს Air Georgia-ს დამფუძნებელი, გიორგი კოდუა. მისი ვარაუდით, 2021 წელს საავიაციო ინდუსტრია ახალ რეალობას შეხვდება. ახალი სახელებითა და შერწყმული ბრენდებით.



„2020 წელი კატასტროფა იყო. მსოფლიოს ავიაინდუსტრიისთვის ეს იქნება შავი ლაქა. მრავალი თვითმფრინავი გაჩერდა. ბუდაპეშტში რომ ნახოთ, WizzAir-ის ბორტი, ერთ საპარკინგე ადგილზე ორი თვითმფრინავია გაჩერებული. ეს ავიატორებისთვის ძალიან მძიმე სურათია, მძიმედ ხდება ავიაციის შენარჩუნება. ვინც ავიაკომპანიას შეინარჩუნებს, უკვე მარტო ესეც გმირობაა. ბევრმა ამას ვერ გაუძლო.



ბევრი კომპანია გაზაფხულიდან, ალბათ ვერ დაუბრუნდება ფუნქციონირებას. შეიძლება ვერ გასტანოს. ბევრი კომპანია გაკოტრდება, ბევრი შეერთდება, მივიღებთ ახალ სახეებსა და ახალ სახელებს. თუმცა, არ უნდა დავნებდეთ და უნდა დავიწყოთ ახალი პროექტების განხორციელება ქართული ეკონომიკის გაძლიერებისთვის“,- აცხადებს კოდუა.



business-partner.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up