ახალი Porsche 911 უფრო ძლიერი, უფრო სწრაფი და ციფრული!

ახალი Porsche 911 უფრო ძლიერი, უფრო სწრაფი და ციფრული!

access_time2019-05-13 13:00:54

პორშე ცენტრი თბილისმა ქართველ მომხმარებელს ახალ Porsche 911-ს წარუდგინა. უნაკლო სპორტული ავტომობილი წელს 55 წლის გახდა და მე-8 თაობის ახალი მოდელი წარმოადგინა.


ახალი 911 არცერთ ტრადიციას არ ღალატობს და ამავდროულად, მაქსიმალურად თანამედროვეა. მასში არის პორშესთვის დამახასიათებელი დიზაინი, კიდევ უფრო ათლეტური ვიზუალით და სრულიად ახალი ინტერიერი, რომელშიც 10,9-დუიმიანი სენსორული ეკრანი დომინირებს.
პორშესთვის დამახასიათებელი უნიკალური სიზუსტით შესრულებული სავალი ნაწილი და ინოვაციური ასისტენტს სისტემები აერთიანებს უკან განთავსებული ძრავის მქონე სპორტული ავტომობილის უკომპრომისო დინამიკას მოდურ, ციფრულ სამყაროსთან.
როგორც ახალი Porsche 911-ის, ასევე ღონისძიების მთავარი კონცეფციაა "მარადიული ავტომობილი" (Timeless Machine). 911 მართლაც მარადიულია, ის ებრძვის ხანმოკლე მომენტებს და წინააღმდეგობას უწევს წარმავალ წამებს, ის უძლებს დროს.
ახალი მოდელის პრეზენტაციისთვის გამოიყენებული იქნა ფართო მასშტაბის ტექნიკურ დეტალები -ინსტალაციას, რომელიც საქართველოს რეალობაში ამ დრომდე არავის გამოუყენებია. ეს არის უნიკალური აუდიო-ვიზუალური წარმოდგენა რომლის მეშვეობითაც მოხდა ახალი 911-ის ინოვაციური პრეზენტაცია.




ღონისძიების მთავარი მიზანი პორშეს სულისკვეთების გადმოცემა და ხაზის გასმა გახლდათ, რომ ახალი 911 არის მის წინამორბედთა ერთობლიობა, წარსულის გამოხატულება და მომავლის ხედვა.



პორშემ მოდელი 911-ის წარმოება 1964 წელს დაიწყო და 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით 1,049,330 მანქანა გამოუშვა. 2018 წელს Porsche 911-ი კომპანიის მიერ წარმოებულ მოდელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილი გახლდათ. მხოლოდ 2018 წელს Porsche 911-ი 35 573 ეგზემპლარი გაიყიდა, რაც 10%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდის გაყიდვებზე. აღსანიშანვია, რომ კომპანია წელს გაყიდვების კიდევ უფრო დიდ ზრდას ელოდება ახალი თაობის 911-ის მოდელის.
სპონსორები: სოლო, გალფი, ქრონოგრაფი, სარაჯიშვილი.



თეგები:
Porsche



რა არ უკითხავთ არასდროს ქართველი ბიზნესმენებისთვის? - ჭყონიას რჩევა მთავრობას

რა არ უკითხავთ არასდროს ქართველი ბიზნესმენებისთვის? - ჭყონიას რჩევა მთავრობას
access_time2019-06-15 20:00:07
პასუხისმგებლობა, პრინციპულობა, ცოდნა, განათლება - ეს ის ოთხი ძირითადი კომპონენტია, რომელსაც ბიზნესმენი თემურ ჭყონია გამოყოფს და თვლის, რომ ეს ფაქტორები განსაზღვრავენ საჯარო მოხელეების ეფექტიან ...

პაშა ბანკმა ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაციას სპონსორობა გაუწია

პაშა ბანკმა ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაციას სპონსორობა გაუწია
access_time2019-06-15 17:28:35
  14 ივნისს, სასტუმრო „მოქსიში“, ჟურნალის Entrepreneur ივნისის...

საარსებო მინიმუმი მატულობს, მაგრამ ცხოვრების დონე არ იცვლება

საარსებო მინიმუმი მატულობს, მაგრამ ცხოვრების დონე არ იცვლება
access_time2019-06-15 16:00:20
 1 თვეში საარსებო მინიმუმი 5.1 ლარით გაიზარდა. ამ მხრივ გავლენა ინფლაციის ზრდამ მოახდინა, თუმცა, როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ,,გაზრდილი საარსებო მინიმუმიც რეალობისგან ძალიან შორსაა და იგი ვერ ასახავს იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაშია. 2019 წელს ცხოვრება მართლაც თვალში საცემად გაძვირდა. სპეციალისტების აზრით, ინფლაციის ფონზე...

კრიპტოვალუტა ლაითკოინის ფასი 330%-ით გაიზარდა

კრიპტოვალუტა ლაითკოინის ფასი 330%-ით გაიზარდა
access_time2019-06-15 12:00:06
2019 წელს ყველაზე სწრაფად ზრდადი კრიპტოვალუტა ლაითკოინია. მისი ფასი, წლის დასაწყისიდან დღემდე, 330%-ით...

დავით ცაავა - სალიზინგო ბაზრის შესწავლისას, აღმოვაჩინეთ, რომ დეფიციტია მოთხოვნად სალიზინგო პროდუქტებზე

დავით ცაავა - სალიზინგო ბაზრის შესწავლისას, აღმოვაჩინეთ, რომ  დეფიციტია მოთხოვნად სალიზინგო პროდუქტებზე
access_time2019-06-15 14:00:34
ჩვენი შიდა პროცედურები და დაკრედიტების პრინციპები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ეროვნული ბანკის მხრიდან მიღებული რეგულაციებისგან,“ - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ რადიო კომერსანტზე გადაცემაში  „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“. დავით ცაავამ სალიზინგო ბაზარი და საბანკო რეგულაციების შედეგები...


მსგავსი სიახლეები

up