ახალი პანდემიების თავიდან აცილების მიზნით, ბერლინში მსოფლიო საინფორმაციო ჰაბი იქმნება

ახალი პანდემიების თავიდან აცილების მიზნით, ბერლინში მსოფლიო საინფორმაციო ჰაბი იქმნება

access_time2021-05-07 09:30:00

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და გერმანია ახალ გლობალურ ცენტრს ქმიან, სადაც შეგროვდება ინფორმაცია პანდემიებისა და ეპიდემიების შესახებ, ასევე ანალიტიკური მასალები.


ბერლინში განთავსებულ ცენტრს ეყოლება პარტნიორები მთელ მსოფლიოში და უხელმძღვანელებს ინოვაციებს პანდემიისა და ეპიდემიის რისკების თავიდან აცილების, მათი გამოვლენის და მათზე რეაგირების მიზნით. გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, Covid-19-ის პანდემიამ გვასწავლა, რომ ეპიდემიებთან და პანდემიებთან ბრძოლა მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი.


ჯანმოს ახალი ცენტრი გახდება გლობალური პლატფორმა პანდემიის თავიდან ასაცილებლად და გააერთიანებს სამთავრობო, აკადემიურ და კერძო სექტორებს. „მე მოხარული ვარ, რომ ჯანმომ თავისი ცენტრის ადგილმდებარეობად ბერილი აირჩია. ვიწვევ პარტნიორებს მთელი მსოფლიოდან, შეიტანონ წვლილი ჯანმოს ცენტრის მუშაობაში,“ – განაცხადა მერკელმა.


ჯანმოს ცენტრი უნდა გახდეს თანამშრომლობის ახალი ფორმატი ქვეყნებისა და პარტნიორებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ცენტრის მთავარი მიზანია, სტიმული მისცეს ინოვაციების განვითარებას სხვადასხვა მონაცემზე წვდომისა და მათი დაკავშირების მიზნით. ასევე მისი მიზანია შექმნას ინსტრუმენტები და პროგნოზირების მოდელები რისკების ანალიზისა და დაავადებებთან ბრძოლის მონიტორინგისთვის.



მნიშვნელოვანია, რომ ჯანმოს ცენტრი მხარდაჭერას გაუწევს ექსპერტებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუშაობაში. ასევე, ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებს მიაწვდის ინფორმაციას, რათა მათ შეძლონ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება საგანგებო მდგომარეობებზე ოპერატიული რეაგირებისა და თავიდან აცილების მიზნით.


„ჩვენთვის აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად გამოვავლინოთ პანდემიებისა და ეპიდემიების რისკები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. ამ მიზნით აუცილებელია ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნა მონაცემების შეგროვების გაუმჯობესების გზით,“ – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს სპანმა. მისი თამით ჯანმოს ახალი ცენტრის შექმნა არის ინიციატივა, რომელიც მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს გახდის.


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ტედროს გებრეიესუსის განცხადებით, COVID-19-ის ერთერთი გაკვეთილი ისაა, რომ მსოფლიოსთვის აუცილებელია მონაცემთა ანალიზის გაუმჯობესება, რათა ლიდერებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროს. ეს კი, მისივე განმარტებით, მოწინავე ტექნოლოგიების პოტენციალის გამოყენებას მოითხოვს. ამ პოტენციალს შორისაა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მონაცემთა სხვადასხვა წყაროს გააერთიანებს.


„უფრო ზუსტი მონაცემები და უფრო ზუსტი ანალიტიკა უფრო სწორი გადაწყვეტილებების მიღებამდე მიგვიყვანს,“ – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.


jandacva.ge



თეგები:
ჰაბი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up