ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის

ახალი მოთამაშე იურიდიულ სფეროში - „კარდინალი“ - განსხვავებული მიდგომა ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის

access_time2020-01-27 17:30:14

 „კარდინალი“ 30-მდე გამოცდილი და კვალიფიციური იურისტისგან დაკომპლექტებული იურიდიული კომპანიაა. მათი დამოუკიდებელი სამუშაო გამოცდილება საქართველოში 5-10 წლამდე ითვლის. „კარდინალის“ იურიდიული მომსახურების სფეროებს წარმოადგენს: საკონსულტაციო, სარეკომენდაციო (ზეპირსიტყვიერი) მომსახურება, იურიდიული აუდიტი, სასამართლო საარბიტრაჟო დოკუმენტაციის მომზადება და წარმომადგენლობა, კლიენტის ინტერესების შესაბამისად სახელმწიფო, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებებისა და სხვა კატეგორიის წერილობითი დოკუმენტაციის მომზადება.

მომსახურება განისაზღვრება ორი მიმართულებით ერთჯერადი დაკორპორატიული. ერთჯერადი მომსახურება გულისხმობს მომხმარებლისთვის კონკრეტული მომსახურების გაწევას, ხოლო  კორპორატიული მომსახურება მოიცავს ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას.


„კარდინალი“ სრულად წარმოადგენს  კომპანიების იურიდიული მხარდაჭერის სამსახურს, იმ შემთხვევაშიც, კი როდესაც თავად მომსახურების მიმღებ   კომპანიას ემსახურება შიდა იურისტთა ჯგუფი.  ახლა “კარდინალი” საქმიანობის სფეროს ფინანსური, საბუღალტრო და ტრენინგების მიმართულებაც დაემატა.

 

მოლაპარაკებები ახალ უცხოელ დამფუძნებლებთან 2018 წელს დავიწყეთ და 2019 წელს საინტერესო შერწყმით დავასრულეთ. დაფუძნდა კომპანიაკარდინალი”, რომელიც, ფაქტობრივად, “ლეგალ დეველოპმენტისრებრენდინგის შედეგია. ჩვენი მომსახურება ახლა არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ხორციელდება, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობასა და იურიდიულ პრაქტიკასაც მოიცავს”, - აცხადებს კომპანიის ერთ- ერთი პარტნიორი ლაშა ცხადაძე.

 

დღეს კომპანია “კარდინალი” როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს იურიდიულ და საფინანსო- საბუღალტრო მომსახურებას სთავაზობს. პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ მომსახურების სპექტრის გაფართოებით მათი სამიზნე ჯგუფიც გაფართოვდა და ამავდროულად მათ იურიდიულ ფირმასთან თანამშრომლობა კლიენტებისთვისაც უფრო მიმზიდველი და ეფექტიანი გახდა. ლაშა ცხადაძის თქმით, მათი დამკვეთები ხშირად ვერც კი აცნობიერებენ, რომ სამართლებრივი პრობლემების მიღმა, მათი კომპანიების საქმიანობაში ფინანსური ხარვეზებიც არის, რომელთა გადაჭრის ეფექტიანი გზა “კარდინალის” კვალიფიციური კადრების ჩართულობა გახლავთ. გუნდში 24 მაღალკვალიფიციური იურისტია წარმოდგენილი. ფინანსისტებს რაც შეეხება, პარტნიორების განმარტებით, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას საფინანსო სახელმწიფო უწყებებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მინიმუმ 10-წლიანი გამოცდილება აქვთ.

 


კიდევ ერთი საინტერესო და მოთხოვნადი ნიში, რაც “კარდინალმა” 2019 წლიდან დაიკავა, არის ტრენინგებისა და კადრების გადამზადების მიმართულება. კერძოდ, კომპანიაში მუშაობს პროფესიონალ იურისტთა და ფინანსიტთა ჯგუფი, რომელიც როგორც კომპანიის მიღმა, ისე კომპანიის შიგნით კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს სთავაზობს დაინტერესებულ პირებს.

 

დაბოლოს, “კარდინალი” კლიენტებს კერძო არბიტრაჟსაც სთავაზობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის ძირითად პროფილს მაინც სასამართლო პრაქტიკის მიმართულებით მუშაობა წარმოადგენს.

 

კარდინალიერთ-ერთი ინგლისური მოდელის მიხედვით ჩამოყალიბდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ კონკრეტულ ქეისს ფირმაში არა ერთი იურისტი, არამედ იურისტების მთელი გუნდი განიხილავს. მათ მიერ დგება იურიდიული სქემა, იკვეთება სასურველი შედეგის მიღწევის სამი გზა, შემდეგ საქმე 3-5 იურისტს გადაებარება, შედეგად კი, პარტნიორების თქმით, ფაქტობრივად გამორიცხულია რაიმე სამართლებრივი ლაფსუსი. ამ იურისტების მიერ ხდება საკანონმდებლო ბაზების მოძიება, ისევე როგორც პრაქტიკის ანალიზი და საკითხის საერთაშორისო პრიზმაში დანახვა. “კლიენტებისთვის ჩვენი კომპანია საინტერესოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სამართლებრივი პრობლემის მოგვარებაში ვეხმარებით, არამედ ჩვენ მათი საიმედო პარტნიორები ვხდებით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან აბსოლუტურად ყველა მიმართულების გადაზღვევა ხდება”, - განმარტავს ლაშა ცხადაძე.

 

კომპანიის სამიზნე ჯგუფს ყველა ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი წარმოადგენს, ვისაც სამართლებრივი, ფინანსური თუ საბუღალტრო მომსახურების მიღება სურს როგორც ქვეყნის ფარგლებს შიგნით, ისე მის გარეთ. “კარდინალის” უცხოელი პარტნიორების მეშვეობით უკვე შესაძლებელია, რომ მომსახურება უცხოელმა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმაც მიიღონ, ამის საფუძველს კი ის ხელშეკრულებები და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები წარმოადგენს, რაც ქართულ კომპანიას უცხოურ, მათ შორის ამერიკულ იურიდიულ ფირმებთან აქვს გაფორმებული.

 

კონკურენციის მძიმე პირობებშიც კი “კარდინალის” მენეჯერებს მიაჩნიათ, რომ დღესდღეობით ქართულ ბაზარზე მათ მყარი კონკურენტი არ ჰყავთ, ამის მიზეზად კი, ერთი მხრივ, მომსახურების ფართო სპექტრი მოჰყავთ, მეორე მხრივ კი ჯგუფურად მუშაობის სისტემა, რომელიც, მათივე თქმით, საათივით არის აწყობილი კომპანიის შიგნით. “ერთ თავს ხუთი თავი ხომ სჯობია?” - კითხვას კითხვითვე პასუხობს კომპანიის იურისტი და ერთ-ერთი პარტნიორი, როდესაც კონკურენტულ უპირატესობაზე ვეკითხები. ეს გარკვეულწილად კომპანიის მენეჯერებისთვისაც და მათი კლიენტებისთვისაც სამართლებრივ გარანტიასა და ბერკეტს წარმოადგენს.

 

ამასთან, კომპანიის პარტნიორების მიერ საქმიანობის დაწყების მომენტიდანვე გაცხადებული სტრატეგია იყო, რომ მათი ფირმა კლიენტებისთვის არა მხოლოდ დაქირავებული სპეციალისტების ჯგუფი იქნებოდა, არამედ მათი საიმედო პარტნიორი გახდებოდა, რომელთანაც გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობები ჩამოუყალიბდებოდათ. ბაზარზე პოზიციონირების არცთუ დიდხნიანი ისტორიის მიუხედავად, ლაშა ცხადაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის ნდობა უკვე მოიპოვეს და მათი პარტნიორების რიცხვიც დღითი დღე იზრდება.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up