ახალი მეწყერსაშიში ზონა თბილისში - ვარაზისხევში, შესაძლოა, დეველოპერებს  მშენებლობა აეკრძალოთ

ახალი მეწყერსაშიში ზონა თბილისში - ვარაზისხევში, შესაძლოა, დეველოპერებს მშენებლობა აეკრძალოთ

access_time2018-05-23 10:00:00

ვარაზისხევში, ნინო ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დეველოპერებს შესაძლოა მშენებლობა აეკრძალოთ. ამის შესახებ „კომერსანტს“  ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ  განუცხადა.


 როგორც გეგიძემ განაცხადა, ტერიტორიის კომპლექსური კვლევა დასრულებულია. დასკვნის თანახმად, სტიქიური მოვლენების თავიდან ასაცილებლად, მდინარე ვარაზისხევის მარჯვენა ფერდობზე მშენებლობები უნდა აიკრძალოს, ხოლო უკვე აშენებული შენობების დასაცავად სპეციალური, ფერდობის გასამაგრებელი, საინჟინრო ნაგებობები მოეწყოს.


 დეპუტატი აცხადებს, რომ  მეწყრული პროცესების გააქტიურების ალბათობა დიდია. მთის ფერდის ძირი უკვე მოჭრილია, რის გამოც, არსებობს მეწყრული პროცესების გააქტიურების დიდი ალბათობა. ხოლო მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე უხვნალექიანობის გამო დაძრული მეწყრის, ან ღვარცოფის განვითარების შედეგად მოსალოდნელია მდინარის კალაპოტის ჩახერგვა და წყლის ნაკადის გადმოსვლა არსებული ჯებირიდან.


 “გეოფიზიკური და ზოგად გეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მდინარე ვარაზისხევის ხეობის ზედა წელში, მდინარის მარცხენა ფერდობზე მეწყრის საშიშროება არ არსებობს, მოსალოდნელია მხოლოდ მცირე მასშტაბის ქვათაცვენები. მარჯვენა ფერდზე არსებული გრუნტი კი არასტაბილურია”, – ასეთია დასკვნის ნაწილი.

 

ბიძინა გეგიძის განცხადებით,  აღნიშნული კვლევის ჩატარება ნინო ჟვანიას ქუჩაზე  მცხოვრებლების თხოვნით დაიწყო.  როგორც ადგილობრივები აცხადებენ, იქ არსებული მშენებლობები უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე  მიმდინარეობდა.


 „აქედან გამომდინარე, მივმართე სეისმოლოგიის ეროვნულ სააგენტოს და გარემოს დაცვის სამინისტროში არსებულ სამსახურებს. შედგა ჯგუფი, ჩატარდა კვლევა  და მომზადდა დასკვნები. კვლევის პრეზენტაციები უკვე მოხდა. დაახლოებით 2 კვირაში საპარლამენტო ფორმატში საკითხის განხილვა დაიწყება, სადაც მიწვეულნი იქნებიან როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ისე აღნიშნულ ტერიტორიაზე  მშენებლობის განმახორციელებელი დეველოპერები. სწორედ ამ ფორმატში მოხდება რეკომენდაციების გაზიარება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაც,“-აცხადებს გეგიძე.


მისი განცხადებით, ამის შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“  რეკომენდაციით მიმართვას  მუნიციპალიტეტს, შეაჩეროს თუ რა მშენებლობები. გეგიძის განცხადებით, კონკრეტულ ტერიტორიაზე შესაძლოა დროებით შეჩერება  საჭირო გახდეს იმ სამუშოების განსახორციელებლად, რაც უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის აუცილებელია.



„ნალექის შემთხვევაში, დღეს არსებული კოლექტორი ვერ უზრუნველყოფს წყლის გატარებას, ასევე არის  მაღალი რისკის ფერდობი. ამიტომ, შემუშავდება რეკომენდაციები, თუ როგორ მოხდეს ამ ფერდობზე მშენებელობა ისე, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყოს. დღეს არსებული ინჟინრული გადაწყვეტილებებით ეს ძალიან დიდი რისკის მატარებელია,“-აცხადებს გეგიძე.


 მისივე განცხადებით, ამან შესაძლოა იქ არსებული მშენებლობები გააძვიროს. თუმცა, როგორც გეგიძე აცხადებს, თუ  მშენებელი კომპანია  სპეციალისტების მიერ  წარმოდგენილ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, პასუხისმგებლობაც მათ დაეკისრებათ.


რომელი დეველოპერული კომპანიები ოპერირებენ აღნიშნულ ტერიტორიაზე და შეაჩერა თუ არა თბილისის მერიამ მდინარე ვარაზისხევის მარჯვენა  და მარცხენა ფერდობზე  არსებული მშენებლობები, ამის გარკვევა „კომერსანტმა“ მერიაში სცადა.  არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ კვლევის შედეგებს იცნობენ, შედეგად იმოქმედებენ გარემოს დაცვის სააგენტოს რეკომენდაციებით.

 

მათი ინფორმაციით, ამჟამად მდინარე ვარაზისხევის მარცხენა ფერდობზე მშენებლობას მხოლოდ ერთი კომპანია,  „ბალტიკ ინვესტმენტ ჯგუფი“  ახორციელებს და მისი შეჩერება არ მომხდარა. რაც შეეხება  მარჯვენა, უფრო საშიშ ზონას, არქიტექტურის სამსახურში ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე  ამ დროისთვის არც მშენებლობა მიდის და არც ნებართვაა გაცემული.

 

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების წარმომადგენლის ნინო ჩხობაძის ანცხადებით, ის დასკვნები რაც დაიდო, აბსოლუტურად ზუსტია. შედეგად, უნდა მოხდეს ფერდის გამაგრება და მხოლოდ ამის შემდეგ განვითარდეს ეს კონკრეტული ტერიტორია.


„არსებულ ტერიტორიაზე  მეწყერი  ისედაც არის, ახლა საუბარია იმაზე, რომ იქ არსებულმა  მშენებლობმა ფერდის დესტაბილიაცია გამოიწვია.  მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე ნამდვილად არსებობს,“-აცხადებს ცხობაძე.


ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მთის დემონტაჟს მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიაციები დიდი ხანია აპროტესტებენ და მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.



მათი შეფასებით, ნადგურდება მთაწმინდისა და კუს ტბის გამყოფი ქედი, ულამაზესი ადგილი დედაქალაქში.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 





„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება 4 მლნ-იან კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება 4 მლნ-იან კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...

თბილისში ხეების ახალი დაავადება ვრცელდება - ამჯერად საფრთხე ცხენის წაბლს ემუქრება

თბილისში ხეების ახალი დაავადება ვრცელდება - ამჯერად საფრთხე ცხენის წაბლს ემუქრება
access_time2019-08-21 16:00:09
ბოლო წლებში თბილისსა და მის შემოგარენში ხე-მცენარეების დაზიანება და ხმობა ადვილად შესამჩნევი გახდა. ფიჭვების მასიურ ხმობაზე “კომერსანტმა“ ერთ-ერთი პირველმა დაიწყო საუბარი და ამ პრობლემას დღემდე აქტიურად აშუქებს.  ამჯერად  სხვა ჯიშის ხეების ახალ დაავადებაზე ვსაუბრობთ.  “კომერსანტმა“ შეამჩნია, რომ თბილისში, გიორგი წერეთლის ქუჩაზე 4 ცხენის წაბლი ხმება. ფოთლის ჭკნობა თავდაპირველად ერთ ხეს დაეწყო, რომელიც ცოტა...


მსგავსი სიახლეები

up