ახალი მეთოდოლოგიით, 2018 წელს საქართველოს მშპ 44.6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

ახალი მეთოდოლოგიით, 2018 წელს საქართველოს მშპ 44.6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

access_time2019-11-15 13:25:33

2019 წელს საქსტატმა ეროვნული ანგარიშების წარმოებაში ფუნდამენტური ცვლილებები განახორციელა, რაც დაკავშირებულია ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგიის (SNA 2008) დანერგვასთან. ეას-ის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა ეროვნულ ანგარიშებში მთელ რიგ ცვლილებებს განაპირობებს, რაც უკავშირდება მშპ-ს და ეროვნული ანგარიშების სხვადასხვა აგრეგატების გაანგარიშებას ახალი სტანდარტების შესაბამისად, ასევე მონაცემთა წყაროს არსებით გაუმჯობესებას, დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასებისა და ადმინისტრაციულ მონაცემთა დამუშავების თვალსაზრისით.

ეას-ის ძველსა (SNA 1993) და ახალ მეთოდოლოგიას (SNA 2008) შორის არსებული განსხვავებები ძირითადად დაკავშირებულია ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასების (FISIM) ცვლილებასთან, კვლევებსა და დამუშავებასთან დაკავშირებული ხარჯების კაპიტალიზაციასთან და საკუთარი საცხოვრისის პირობითი რენტის გაანგარიშების გაუმჯობესებასთან.


გარდა ზემოთქმულისა, ეროვნული ანგარიშების წარმოებაში დაინერგა ეკონომიკური საქმიანობის სახეების ახალი კლასიფიკატორი (NACE rev.2). ახალი მეთოდოლოგიით წარმოებული 2018 წლის მშპ-ს და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატების გაანგარიშებასთან ერთად, დღის წესრიგში დადგა წინა წლების მონაცემებთან შესადარისობის საკითხი, რაც გულისხმობდა ისტორიული მწკრივების გადაანგარიშებას,
რათა უზრუნველყოფილიყო ახალი მეთოდით გაანგარიშებულ 2018 წლის მონაცემებთან წინა პერიოდის მონაცემების სრული ჰარმონიზება. შესაბამისად საქსტატმა გადაიანგარიშა 2010 წლიდან არსებული მონაცემები.


დაზუსტებული მონაცემებით, 2018 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 44 599.3 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 9.4 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელს. მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2018 წელს წინა წელთან შედარებით 4.8პროცენტით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 4.4 პროცენტით განისაზღვრა.






მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (13.9 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.4 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.2 პროცენტი), მშენებლობა (8.3 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.8 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (6.1 პროცენტი).


ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (13.8 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (5.5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (11.6 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (7.6 პროცენტი),განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (10.5 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (4.1 პროცენტი), განათლება (6.5 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (4.5 პროცენტი).


კლება აღინიშნა მშენებლობის დარგში (-7.2 პროცენტი).


სოფო ქსოვრელი 




m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა
access_time2019-12-10 11:30:00
10 დეკემბრიდან, დეველოპერული კომპანია „m2 დეველოპმენტი“, ახალ აქციას იწყებს და საახალწლო საჩუქრების თვეს აცხადებს. აქცია მშენებარე უბან m3 საბურთალოს ეხება, ბინის ყველა მყიდველი კი დაწესებული სამი საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს. აქციის მონაწილე მომავალი მობინადრეები შეძლებენ აირჩიონ: • ორკაციანი საგზური კუნძულ ბალიზე. (საგზური მთლიანადაა დაფინანსებული და მოიცავს სრულ პაკეტს)• საოჯახო ტექნიკა. (კომპლექტში შედის საუკეთესო ბრენდების ყველა აუცილებელი...

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები
access_time2019-12-10 13:30:53
2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მთავრობას 11 მინისტრი და 53 მინისტრის მოადგილე ჰყავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით შეისწავლა ამ თანამდებობის პირთა სამეწარმეო საქმიანობა, ასევე, მათ მიერ საკუთარი ბიზნესინტერესების სავალდებულო გამჟღავნების პრაქტიკა და გარკვეული...

ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა დასრულდება

ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა დასრულდება
access_time2019-12-10 12:10:27
დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მეგზევის პროფესიული დღის აღნიშვნის ღონისძიება იმართება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, 2019 წელს განხორციელებული სამუშაოებისა და 2020 წლის გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მიმდინარე წელს აქტიურად მიმდინარეობს...

„ნამდვილად უნდა ვილოცოთ, რომ საპენსიო სააგენტოში დაგროვებული ჩვენი თანხა არ დავკარგოთ“

„ნამდვილად უნდა ვილოცოთ, რომ საპენსიო სააგენტოში დაგროვებული ჩვენი თანხა არ დავკარგოთ“
access_time2019-12-10 10:00:33
„ნამდვილად უნდა ვილოცოთ, რომ საპენსიო სააგენტოში დაგროვებული ჩვენი თანხა არ დავკარგოთ“, - ასე აფასებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი საპენსიო სააგენტოს უკვე ყოფილი დირექტორის, ლევან სურგულაძის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. როგორც ცნობილია,სურგულაძემ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობა გუშინ დატოვა და განაცხადა, რომ საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის ილოცებს. ირაკლი ყიფიანმა „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სააგენტო...

ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს

ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს
access_time2019-12-09 21:00:20
ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საკონცერტო დარბაზის უქონლობაზე სოციალურ ქსელში  წერს და მთავრობას მოუწოდებს ამ საკითხის მიმართ მეტი სენსიტიურობა გამოიჩინონ. „კომერსანტი“სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:   "ეჰ, რამდენ რამეზე ვფიქრობ, რამდენ ვინმეზე ვფიქრობ...   მაგრამ ახლა მაინც ყველაზე მეტად ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე, მოსაგვარებელ პრობლემებზე და მათ შორის ჩვენი ეროვნული ორკესტრის ისევ გადაუჭრელ და ჩემთვის გულის გახეთქვამდე მტკივნეულ...


მსგავსი სიახლეები

up