ახალი მედიაკოდექსის გამო Google-მა და Facebook-მა შესაძლოა, ავსტრალიაში წვდომა შეზღუდონ

ახალი მედიაკოდექსის გამო Google-მა და Facebook-მა შესაძლოა, ავსტრალიაში წვდომა შეზღუდონ

access_time2021-01-22 19:30:00

კომპანიამ Google შესაძლოა, ავსტრალიაში საკუთარი საძიებო სისტემა გათიშოს. ამის შესახებ კომპანია Google Australia-ს მმართველმა დირექტორმა მელ სილვამ განაცხადა.



როგორც ადგილობრივი სენატი განიხილავს მედიაბაზრის მოთამაშეებისთვის ახალ კოდექსს, რომლის თანახმად ტექნოლოგიურ კომპანიებს მოუწევთ ავსტრალიური მედიისთვის ფულის გადახდა რეკლამის მათი ახალი ამბების კონტენტის საკუთარ პლატფორმებზე ჩვენებისთვის. პირველ ეტაპზე ეს შეეხება მხოლოდ Google და Facebook-ს.



„თუ კანონპროექტი შეიძენს ძალას ამჯამინდელი ფორმით, ჩვენ არ დაგვრჩება სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ შევწყვიტოთ Google Search-ის წვდომა ავსტრალიაში. ეს ის უკანასკნელი ზომაა, რომლის მიღება ჩვენ არ გვსურს, მითუმეტეს, მაშინ როცა არსებობს სხვა გზა, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას მხარი დავუჭიროთ ავსტრალიურ ჟურნალისტიკას ისე, რომ არ დაირღვეს საძიებო სისტემის მუშაობის პრინციპები“, - განაცხადა სილვამ.



მისი თქმით, კანონპროექტი მიდის იქამდე, რომ Google-ს მოუწევს ფულის გადახდა ცალკეული მედიებისთვის მათი ბმულების საძიებო სისტემაში გაცემისთვის. სილვამ ამ გზას „მოლიპული გზა“ უწოდა, რომელიც დაანგრევს საძიებო სისტემის არსებულ ბიზნეს-მოდელს.




კორპორაცია ალტერნატიული წინადადებით გამოდის: შეუთანხმდეს ადგილობრივ მედიას Google News Showcase სერვისის ბაზაზე, რომელიც ითვალისწინებს ფულად გადახდებს ახალი ამბების კონტენტისთვის. კომპანია აპირებს ამაში 1,3 მილიარდის ჩადებას მოდევნო სამი წლის განმავლობაში.



Facebook-ში კი განაცხადეს, რომ ასევე გათიშავენ ავსტრალიელი მომხარებლებისთვის წვდომას ადგილობრივ ახალ ამბებზე, თუ კოდექსი ძალაში შევა.



ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა სკოტ-მორისონმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ ხელისუფლებას არ აშინებს Google-ის მუქარები.




BPN.GE






თეგები:
Google



საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
access_time2021-03-06 21:27:06
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა. მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 29:16...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში (ფოტოები)
access_time2021-03-07 16:00:58
თუ პან­დე­მი­ის დროს სახ­ლში დარ­ჩე­ნილ­ნი მო­მა­ვალ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბობთ და სა­კუ­თარ თავს ბა­ლი­ზე, ან მალ­დი­ვებ­ზე, სუ­ლაც ვე­ნე­ცი­ის არ­ხებ­ში გონ­დო­ლით მო­სე­ირ­ნეს წარ­მო­იდ­გენთ, შე­გიძ­ლი­ათ ფან­ტა­ზი­ას უფრო მეტი გა­სა­ქა­ნი მის­ცეთ, მა­გა­ლი­თად, კოს­მოს­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე იოც­ნე­ბოთ, მით უფრო, რომ ეს ოც­ნე­ბა შე­საძ­ლოა, მალე რე­ა­ლო­ბად იქ­ცეს. რო­გორც CNN წერს, 2027 წლის­თვის სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სურ სად­გურ­ზე გა­იხ­სნე­ბა პირ­ვე­ლი...


მსგავსი სიახლეები

up