ახალი ლიდერი ავტოდაზღვევის ბაზარზე

ახალი ლიდერი ავტოდაზღვევის ბაზარზე

access_time2018-06-27 10:14:42

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2018 წლის 1 კვარტლის მონაცემებით ალფა ავტოდაზღვევის კუთხით უპირობო ლიდერია. კომპანიამ აღნიშნული მიმართულებით სულ რაღაც 3 თვეში 82 600 პოლისი გააფორმა, მეორე ადგილზეა სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი -  75 909 პოლისით, ხოლო მესამეზე ალდაგი -  75 853 პოლისით. საქართველოში ავტოდაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სადაზღვევო მიმართულებაა. 32.6 მილიონი ლარის მოზიდული პრემიით აღნიშნული პროდუქტის წილი მთლიანი სადაზღევო ბაზრის 20%-ს შეადგენს. 



ალფასთვის საცალო დაზღვევის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა. კომპანიამ 2018 წლის 1 კვარტალში აღნიშნული მიმართულებით 63 088 პოლისი გააფორმა. ალფა აქტიურად ავითარებს საცალო ქონების, ავტოდაზღვევისა და ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტებს.




ალფა სადაზღვევო კომპანიებს შორის ყველაზე მზარდი კომპანიაა. 2018 წლის 1 კვარტალში კომპანიამ 8,7 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა და წინა წელთან შედარებით 75%-იანი ზრდა განიცადა.



ინფორმაციის წყარო: საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური http://insurance.gov.ge/Statistics.aspx


(R)

 





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა
access_time2020-07-11 11:00:22
აშშ-ის ხელისუფლებამ საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი 25%-იანი გადასახადები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო...

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა
access_time2020-07-11 09:54:25
თბილისის მერიის ინფორმაციით, პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში...

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...


მსგავსი სიახლეები

up