ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისათვის - ლიბერთის და  “ტელეკლინიკა - MyDoc“ -ის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის პროგრამა

ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისათვის - ლიბერთის და “ტელეკლინიკა - MyDoc“ -ის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის პროგრამა

access_time2022-07-01 12:55:00

დღეს, ლიბერთიმ კომპანია “ტელეკლინიკა - MyDoc“-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში,  უფროსი ასაკის მომხმარებელებსა და სოციალურად დაუცველ პირებს, მობილური კლინიკის მეშვეობით  უფასო  სამედიცინო კვლევები ჩაუტარდებათ.

 

ლიბერთის მობილური ბანკის მანქანებით მომსახურების პარალელურად, რომელთა მეშვეობით სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში შეუფერხებლად რიგდება პენსია და სხვა სახელმწიფო გასაცემლები, სოფლად მაცხოვრებელი უფროსი ასაკის მომხმარებლები, მაღალტექნოლოგიური ტელესამედიცინო, ციფრული აპარატურით აღჭურვილი მიკროავტობუსის  მეშვეობით  სხვადასხვა დაავადების  ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მიზნით, უფასოდ ჩაიტარებენ  გულ-სისხლძარღვოვან, ენდოკრინულ და სასუნთქი გზების სამედიცინო დიაგნოსტიკურ კვლევებს. 

 

ლიბერთიმ, ტელესამედიცინო კომპანია “ტელეკლინიკა - MyDoc“-თან და თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალთან  ერთად, საპილოტე პროექტი გაზაფხულზე დაიწყო. კასპის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში ერთობლივად ჩატარებული  წარმატებული პროექტის შედეგად გადაწყდა,   ფართომასშტაბიანი პროგრამის განხორციელება, რომელიც  ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას მოიცავს.

 

 ,,ლიბერთისთან ერთად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, ჩვენი კომპანია,  სოციალური ბარათის მფლობელი ასაკოვანი ადამიანებისთვის სამედიცინო მომსახურებების, მათ შორის ციფრული, სამედიცინო დიაგნოსტიკური სერვისების უსასყიდლოდ გაწევას უზრუნველყოფს.


 

 

ერთობლივი, საქართველოსთვის უპრეცენდენტო პროექტის ფარგლებში, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ადგილზე ჩაუტარდებათ  სადიაგნოსტიკო კვლევები და დისტანციური ტელესამედიცინო კონსულტაციები შესაბამისი დარგის სპეციალისტებან. შემდეგ, სამედიცინო ინფორმაცია და კონსულტაციის შედეგები მყისიერად აიტვირთება პორტალზე ბენეფიციარის საკუთარ ელექტრონულ საქაღალდეში. აღნიშნული სამედიცინო ინფორმაციის გამოყენება, ბენეფიციარის საჭიროებიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი.  ასეთი სიახლე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონალური მასშტაბითაც უპრეცედენტოა და ციფრული, თანამედროვე პირველადი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბების პირველ მაგალითს წარმოადგენს” - ირაკლი სასანია, ,,ტელეკლინიკა- Mydoc“-ის მმართველი პარტნიორი

 

„ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის” ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ  მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სპეციალურ შეთავაზებებს. ლიბერთის პრიორიტეტია უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვა და მათი ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.  მოხარულები ვართ, რომ დღეიდან,  “ტელეკლინიკა - MyDoc“ -თან ერთად ვიწყებთ უპრეცენდენტო პროგრამას,  რომლის ფარგლებშიც, ჩვენი მომხმარებლებისთვის ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში,  უფასო სამედიცინო სერვისები  იქნება ხელმისაწვდომი“ -  ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.



(R)





ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება

ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარები: მოთხოვნა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება
access_time2022-08-12 23:55:40
ლიკუნა კოტეტიშვილს საქორწილო აქსესუარების დამზადების იდეა საკუთარი ქორწილის შემდეგ გაუჩნდა. დღეს კი კომპანია მომხმარებელს სხვადსხვა სახის საქორწილო მომსახურებასა და აქსესუარებს სთავაზობს.   როგორც "ხელნაკეთი მოსაწვევები & საქორწილო აქსესუარების" დამფუძნებელი "ბიზნესპარტიორთან" ყვება, ქორწილში მის მიერ დამზადებულმა დეკორაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და სწორედ აქედან წამოვიდა იდეა ეს ყველაფერი ბიზნესად ექცია.   "პირადად ჩემთვის, ეს არის სფერო,...

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას

ბაიდენის მრჩევლები მოითხოვენ მისი 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ადრეულ დაწყებას
access_time2022-08-12 23:00:51
Reuters-ის სააგენტოს ცნობით, რამდენიმე წყაროს თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უნდა გამოაცხადოს თავისი კანდიდატურის ხელახლა წამოყენების შესახებ უფრო ადრე, ვიდრე ჩვეულებრივ, ნოემბრის რბოლამდე კონგრესში, რათა გააქარწყლოს სპეკულაციები დემოკრატების გეგმების შესახებ 2024 წლის საარჩევნო კამპანიის წინ.   ბაიდენი, რომელიც 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ 80 წლის გახდება, სულ უფრო მეტი შეკითხვის წინაშე დგას თავისი პოლიტიკური მომავლის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ...

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“

„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“
access_time2022-08-12 20:02:05
„სომხეთმა თხოვნით მიმართა საქართველოს, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად განხილულიყო საზღვაო ტრანსპორტიც“ -  ამის შესახებ ინფორმაციას  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „კომერსანტი“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოს სატრანზიტო კორიდორი გადატვირთულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.  მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები უწყვეტად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ,...

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე

ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს - გია არაბიძე საქართველოს გავლით ყაზახური ნავთობის გატარებაზე
access_time2022-08-12 17:58:05
ბუნებრივია საქართველო ამით მიიღებს საკმაოდ კარგ ბენეფიტებს, როგორ მილსადენიდან ასევე რკინიგზიდან, აცხადებს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში გია არაბიძე, რითაც ის ყაზახური ნავთობის, რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაწყებას გამოეხმაურა. როგორც...

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარის კურსი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2022-08-12 17:30:06
12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7089 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7016 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.73 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7880 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7916 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.36 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1508 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 3.2829 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up