ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის და ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის ერთობლივი პროგრამა

ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის და ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის ერთობლივი პროგრამა

access_time2022-06-23 16:55:00

დღეს, სს ლიბერთი ბანკსა და სს ,,ევექსი ჰოსპიტლები“ -  ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის სხვა მფლობელები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ.

 

ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში ლიბერთის ბარათით გადახდისას, სპეციალური ფასები გავრცელდება ყველაზე მოთხოვნად - კარდიოლოგიურ და ნეიროქირურგიულ ოპერაციებზე. სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ საყოველთაო დაზღვევის მქონე ბენეფიციარები - კერძოდ, მომხმარებელი გადაიხდის თანადაფინანსების მხოლოდ 50%-ს.

 

ამას გარდა, შაბათ-კვირას, 50%- იან ფასდაკლებას მიიღებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები და ლიბერთის სოციალური ბარათის სხვა მფლობელები ლაბორატორიულ ანალიზებსა და მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე  (მაგ. კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია). 


 

„ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი თავისი კონცეფციით „შენთან ახლოს“ მუდმივად ცდილობს პაციენტებს შეუქმნას მათზე მორგებული პირობები. ამ შემთხვევაში, ლიბერთისთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას  სოციალური ბარათის მფლობელებისათვის სასურველ სარვისებზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ და ამისათვის, ჩვენს ჰოსპიტალში შევთავაზოთ განსაკუთრებული პირობები. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ლიბერთისთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის და ამჯერად შეგვიძლია როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ასევე სოციალური ბარათის სხვა მფლობელებისთვის ზრუნვაში გავერთიანდეთ.“ - მამუკა იმედაშვილი, ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გენერალური დირექტორი

 

„ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის” ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ  მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სპეციალურ შეთავაზებებს. უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი მუდმივი პრიორიტეტია.  მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ ,,ევექსი ჰოსპიტლებთან“ წარმატებულ თანამშრომლობას და დღეიდან ვიწყებთ ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალთან ერთობლივ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო სერვისები  და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ჩვენი მომხმარებლებისთვის.“ -  ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.


(R)





საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამოვრიცხავთ - IMF

საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამოვრიცხავთ - IMF
access_time2022-07-07 18:00:00
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ფონდის ახლო აღმოსავლეთის ხელმძღვანელმა ჯიჰად აზურმა გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ IMF-მა საქართველოს ეკონომიკური პროგნოზი 5.5%-დან 3.2%-მდე შეამცირა, თუმცა ჯიჰად აზური არ გამორიცხავს, რომ ფონდმა...

7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

7 ივლისი - რეგიონში ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2022-07-07 17:30:45
ეროვნული ბანკის მიერ 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.81 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9119 ლარი გახდა. ქართული ლარის კურსით ვაჭრობა Bloomberg-ზე დილიდან 0.96%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.8850 იყო. თურქული ლირა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 17.28 შეადგინა. თუმცა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 1.24%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი...

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“

„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“
access_time2022-07-07 15:44:18
„ძალიან ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს ვტოვებ!“ — ამ სიტყვებით მიმართა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას. მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის გააკეთა. „ნათელია, პარლამენტის „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ ამ პარტიას უნდა ჰყავდეს ახალი ლიდერი და შესაბამისად, ახალი...

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს

ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა - სად ვყიდით თაფლს
access_time2022-07-07 15:00:00
2022 წლის იანვარ-მაისში ქართული თაფლის ექსპორტი 85,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს 5 თვეში ქვეყნიდან 90,24 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა (340,4 ათასი დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთში 48,63 ტონა პროდუქტი (151,9 ათასი დოლარის ღირებულების) გავიდა. გთავაზობთ Top-3 ქვეყანას, სადაც საქართველომ წელს ნატურალური თაფლი გაყიდა: ბულგარეთი - 67,42 ტონა (195,1 ათასი დოლარი)საფრანგეთი - 14,40 ტონა (80,94...

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა

არქიმ არქელებისთვის საზეიმო ღონისძიება გამართა
access_time2022-07-07 12:25:56
არქის დიდი ოჯახის საზეიმო ღონისძიება, მცხეთაში გაიმართა, სადაც სპეციალურად არქელებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა და ვახშამი მოეწყო. საღამოს წამყვანი, არქელების მეგობარი დუტა სხირტლაძე გახლდათ, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე დათო გომართელი და ანსამბლი „შვიდკაცა“ ზრუნავდა. არქელების პირველ საზეიმო ღონისძიებას  ექვსი საცხვრებელი სახლის მაცხოვრებელი ესწრებოდა.   “არქიში წლებია, რაც სხვადასხვა დღესასწაულს არქელები ერთ დიდ ოჯახად აღვნიშნავთ. დღევანდელი ღონისძიების...


მსგავსი სიახლეები

up