ახალი კვლევის თანახმად, თამბაქოს ყოველი 100 მომხმარებლიდან, მხოლოდ 9 იყენებს ნიკოტინის შემცველ ალტერნატივებს

ახალი კვლევის თანახმად, თამბაქოს ყოველი 100 მომხმარებლიდან, მხოლოდ 9 იყენებს ნიკოტინის შემცველ ალტერნატივებს

access_time2020-11-10 15:26:11

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე ბრიტანულმა ორგანიზაციამ KAC-იმ გამოაქვეყნა ახალი ანგარიში, რომელიც მსოფლიოში თამბაქოს ზიანის შემცირების საკითხს შეეხება.

 

თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკა წარმოადგენს პოლიტიკას, რომელიც მხარს უჭერს მწეველების მიერ სიგარეტის უკვამლო ალტერნატივებით ჩანაცვლებას, ისეთი პროდუქტებით, როგორიცაა გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები და ელექტროსიგარეტები. ეს პროდუქტები მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევენ მოიხმარონ ნიკოტინი, თუმცა არ მიიღონ იმ დოზით სხვა თანმდევნი ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც ჩვეულებრივი სიგარეტის წვის შედეგად გამოიყოფა.

 

KAC-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გლობალურად, თამბაქოს ყოველი 100 მომხმარებლიდან მხოლოდ 9 იყენებს ნიკოტინის შემცველ ალტერნატივებს. ანგარიშის თანახმად, იმისთვის, რათა სიგარეტის მოხმარებასთან ასოცირებული ავადობები შემცირდეს მნიშვნელოვანია უფრო მეტმა მომხმარებელმა ჩაანაცვლოს სიგარეტი მისი ახალი თაობის ალტერნატივებით.

 

●             “დაახლოებით 98 მილიონი ადამიანი იყენებს ნიკოტინის შემცველ ალტერნატივებს.;

●             ამ 98 მილიონი ადამიანიდან 68 მილიონი ელექტროსიგარეტის მომხმარებელია. ქვეყნები, სადაც ამ პროდუქტების მოხმარება ყველაზე მეტად არის გავრცელებული არის აშშ;დიდი ბრიტანეთი; საფრანგეთი; იაპონია; გერმანია, ჩინეთი, რუსეთი და მექსიკა;

●             20 მილიონი ადამიანი არის გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების მომხმარებელი, მათი ყველაზე დიდი ნაწილი იაპონიაში ცხოვრობს, სადაც 2016 წლის შემდგომ ჩვეულებრივი სიგარეტის გაყიდვები 32%-ით არის შემცირებული;

●             10 მილიონი ადამიანი კი არამოსაწევ ან სნუს პროდუქტებს იყენებს.”


 

“მსოფლიოში 1.1 მილიარდი ადამიანი ეწევა, ეს რიცხვი ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში თითქმის უცვლელია, ეს კი იმის მიუხედავად, რომ ქვეყნების მთავრობებმა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თამბაქოს კონტროლის ზომების დანერგვაზე მილიარდობით დოლარი დახარჯეს. გლობალურად, სიგარეტის მომხმარებელთა 80% ცხოვრობს დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში.

 

სიგარეტის მოხმარება ავადობისა და სიკვდილიანობის კვლავ ერთ-ერთ წამყვან მიზეზად რჩება. WHO-ს შეფასებით, ის ყოველწლიურად 8 მილიონამდე ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება.

 

შესაბამისად ნათელია, რომ აუცილებელია დაუყოვნებელი გადაწყვეტილების პოვნა. განსაკუთრებით კი საშუალო და დაბალი შემოსავლების ქვეყნებში, სადაც ხშირად თამბაქოს კონტროლის ზომები ცუდად ან ნაწილობრივ არის დანერგილი,”- ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

 

KAC-ის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მომხმარებლებს აქვთ თავისუფალი არჩევანი გადასულიყვნენ უკვამლო ალტერნატივებზე, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი შემცირდა. ასეთი ტენდენციაა იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, ისლანდიასა და სხვა ქვეყნებში, სადაც სიგარეტის მომხმარებელთა კლების ზრდა შეიმჩნევა. თუმცა, ორგანიზაციის შეფასებით, ეს მაგალითები ცხადყოფენ, რომ უფრო მეტმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემამ უნდა განიხილოს თამბაქოს უკვამლო პროდუქტები, როგორც ეფექტური შესაძლებლობა იმისთვის, რათა სიგარეტის მოხმარებით გამოწვეული ავადობები შემცირდეს. ამის საპირისპიროდ კი არაერთ ქვეყანაში განსხვავებული მიდგომა მოქმედებს. მაგალითად, სამხრეთ აზიის რამდენიმე ქვეყანაში ელექტროსიგარეტის გაყიდვები სრულად აკრძალულია, მათზე მრავალჯერ უფრო საზიანო პროდუქტი - ჩვეულებრივი სიგარეტი კი თავისუფალ გაყიდვაშია.

 

ორგანიზაცია Global State of Tobacco Harm Reduction-მა შეაფასა მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის ადგილობრივი კანონმდებლობა. მათი ანალიზის შედეგად გაირკვა:

 

KAC-ის გენერალური დირექტორის, ჰარი სტიმსონის თქმით, 2021 წელს ევროკომისია თამბაქოს პროდუქტების შესახებ ევროდირექტივის გადახედვისთვის პოლიტიკის დოკუმენტს გამოაქვეყნებს, რომელშიც შეფასებული იქნება უკვამლო პროდუქტების წვლილი თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში. სტიმსონის შეფასებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნომ უნდა გაითვალისწინოს ის მეცნიერულად დადასტურებული მტკიცებულებები, რომლებიც თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში ალტერნატიული პროდუქტების მნიშვნელობას ცხადყოფს.

 (R)


თეგები:
თამბაქო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up