კორონავირუსმა, შესაძლოა, დააზიანოსარა მხოლოდ ფილტვები, გული დათირკმელები, არამედ, თავის ტვინიც -იმ პაციენტებში, რომელთაცნევროლოგიური პრობლემები, მათშორის, პარანოია და ჰალუცინაციებიაწუხებთ, - ინფორმაციას France 24ბრიტანელი მეცნიერების კვლევაზედაყრდნობით ავრცელებს.
კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, თურა სახის ნევროლოგიური დაზიანებებისგამოწვევა შეუძლია ვირუსს.
გამოცემის ინფორმაციით, 55 წლისბრიტანელ ქალს, რომელმაც ვირუსიდაამარცხა და საავადმყოფოდანგაწერეს, დაეწყო ჰალუცინაციები; ისსახლში მაიმუნებსა და ლომებსხედავდა.
ის იყო 43 პაციენტიდან ერთ-ერთი, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზისშემდეგ, მძიმე ნევროლოგიურიგართულებები გამოუვლინდა.
ამავე კვლევის თანახმად, ახალმაკორონავირუსმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ინსულტის პროვოცირება, სხვადასხვა ტიპის ენცეფალიტი, ADEM-ი (ცენტრალური ნერვული სისტემისმწვავე ანთებითი დაავადება, რომელიც, როგორც წესი, ბავშვებში ვლინდება) დაგიიენ-ბარეს სინდრომი (რომელსაცსხვაგვარად მწვავე იდიოპათიურპოლინევრიტს ან ლენდრის (Landry) პროგრესირებად დამბლას უწოდებენ. ესაა თავისა და ზურგის ტვინის გარეთმყოფი პერიფერული ნევრული სისტემისანთებითი დაავადება. მას ახასიათებსსისუსტის სწრაფი განვითარება, ხშირადკი ფეხების, ხელების, სასუნთქი გზებისკუნთებისა და სახის პარალიზება).
Imedinews