გაერთიანებული სამეფო - ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული სოციალური შეზღუდვები წლის ბოლომდე შენარჩუნდება

გაერთიანებული სამეფო - ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული სოციალური შეზღუდვები წლის ბოლომდე შენარჩუნდება

access_time2020-04-23 10:50:36

„გაერთიანებულ სამეფოს მინიმუმ წლის ბოლომდე მოუწევს ზოგიერთი შემზღუდავი სოციალური ზომის ატანა“ განაცხადა მთავრობის მთავარმა მრჩეველმა სამედიცინო საკითხებში.


პროფ. კრის უიტის განცხადებით, აბსოლუტურად არარეალისტურია იმის მოლოდინი, რომ უცებ ცხოვრების ჩვეულ სტილს დავუბრუნდებით, თან მალე.მან ასევე განაცხადა, რომ გრძელვადიან პერიოდში იდეალური გამოსავალი მეტად ეფექტური ვაქცინით ან პრეპარატით ამ დაავადების მკურნალობა იქნებოდა.
თუმცა, მან მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მომდევნო კალენდარულ წელს ვაქცინის ან პრეპარატის გამოჩენის შანსები ძალზედ მცირე იყო.


„ეს დაავადება არც აღმოიფხვრება და არც გაქრება“ განაცხადა მან კორონავირუსის საკითხებზე გამართულ ყოველდღიურ სამთავრობო ბრიფინგზე.
„ამდენად, ფაქტად უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ გლობალურად მოგვიწევს დაავადებასთან ერთად მუშაობა პროგნოზირებად მომავალში“.უახლესი მონაცემებით დასტურდება, რომ დამატებით 759 ადამიანი შეიწირა ვირუსმა დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში, რითაც გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა 18 100 ადამიანამდე გაზარდა. პროფ. უიტი დასძენს, რომ საზოგადოება პიკის შემდეგ არ უნდა ელოდეს კორონავირურთან დაკავშირებული გარდაცვლილთა რაოდენობის უცაბედ კლებას და გაქრობას.


„გრაძელვადიან პერიოდში ამ სიტუაციიდან გამოსავალი იდეალურ შემთხვევაში ორიდან ერთი იქნება“ აცხადებს პროფესორი.


„ვაქცინა, რომლის პრაქტიკული გამოყენების ბევრი გზა არსებობს... ან ძალზედ ეფექტური პრეპარატია გამოსავალი, რათა ხალხი აღარ კვდებოდეს ამ დაავადების გამო მაშინაც კი, როდესაც ვირუსი შეეყრებათ ან მოწყვლად მოსახლეობაში მოხდეს ამ დაავადების პრევენცია“.


პროფ. უიტი აფრთხილებს მოსახლეობას, რომ მრავალი განსხვავებული გზა არსებობს იმისათვის, რომ კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად ადამიანების გარდაცვალება ან ჯანმრთელობის გაუარესება მოხდეს.


„იმ ადამიანებს ვითვლით, ვინც ახალი კორონავირუსის გამო დაიღუპა, თუმცა სხვები ირიბად კვდებიან, რადგან ჯანდაცვის ეროვნულ სისტემას მოუწია ამ ეპიდემიაზე გადართვა და ამის გამო არჩევით პროცედურებსა და სკრინინგს ნაკლებად მიმართავთ“.


მან ასევე ბრძანა, რომ დანერგილი ინტერვენციები ადამიანებს შორის ურთიერთობის აღკვეთის არეალს აფართოებს, რაც გრძელვადიან პერიოდში ზრდის რისკებს მათი ჯანმრთელობის მიმართ.


„ამდენად, ძალიან სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ამაზე. როგორ შეიძლება საუკეთესოდ დაბალანსდეს ზომები, რათა საუკეთესო შედეგი მივიღოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში“


მისი აზრით მინისტრებს მოუწევთ შეზღუდვების სანაცვლოდ სწორი შეთავაზებების გაკეთება.



სამედიცინო საკითხებში მთავრობის მთავარმა მრჩეველმა და სხვა ექსპერტებმა ხშირად ახსენეს, რომ ერთადერთი უსაფრთხო და გრძელვადიანი გზა კორონავირუსის ეპიდემიიდან გამოსვლისთვის ვაქცინის ან ქმედითი პრეპარატის აღმოჩენაა.


ამიტომ, პროფ. უიტის ბოლო კომენტარები დიდი მოულოდნელობა არც ყოფილა, თუმცა ცივ წყალს ასხამს ნებისმიერ იდეას იმის თაობაზე, რომ დაწესებული შეზღუდვები სრულად მოიხსნება ზაფხულში ან თუნდაც შემოდგომაზე.


ვაქცინა და პრეპარატი ნაკლებად სავარაუდოა მომდევნო წლამდე გამოჩნდეს და მანამდე სოციალური დისტანცირების გარკვეული ფორმაა საჭირო პროფ. უიტის აზრით.


თუმცა, ეს ნამდვილად არ გულისხმობს იმას, რომ ვაქცინის ან პრეპარატის გამოგონებამდე ყველა არსებული შეზღუდვა შენარჩუნდეს.


სკოლები, ზოგიერთი სამეწარმეო-ეკონომიკური სუბიექტი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიძლება გაიხსნას არც-ისე-შორეულ მომავალში. ლუდხანები და რესტორნები ამ სცენარით ალბათ გასახსნელი ობიექტების ჩამონათვალის ბოლოს მოექცევა.


რა თქმა უნდა, პროფ. უიტი მრჩეველია და გადაწყვეტილება პოლიტიკოსების პრეროგატივაა. მათ მოუწევთ ეკონომიკასა და საზოგადოებაზე გავლენის აწონ-დაწონა, თან გადაწყვეტილებას - როგორც თავად ამბობენ - მეცნიერების თანახმად მიიღებენ.


ბრიფინგზე ასევე ისაუბრა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა დომინიკ რააბმა. „სოციალური დისტანცირების ზომების დროზე ადრე შემსუბუქება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა მეორე პიკის საფრთხეს ქმნის“-ო, განაცხადა მან.


მისი ინფორმაციით, „თუ ასე მოხდა მეორეჯერ მოგვიწევს დახურვა, რაც მთელს ქვეყანაში ეკონომიკურ ტკივილს გაახანგრძლივებს“-ო.


ბატონი რააბი, რომელიც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია ბორის ჯონსონის სრულ გამოჯანმრთელებამდე, აცნობიერებს საზოგადოების ნერვულ, ფიზიკურ და ეკონომიკურ დაძაბულობას სოციალური დისტანცირების ზომების გამო მთელი სამეფოს მასშტაბით, თუმცა „გარკვეული დროის განმავლობაში ზომები უნდა შენარჩუნდეს“-ო, იქვე დასძინა.


სერ ნიკ კარტერი, სამხედრო გენერალი და გენ. შტაბის უფროსი ასევე შეუერთდა მთავრობის წარმომადგენლებს ოთხშაბათის პრეს-კონფერენციაზე და კორონავირუსის მიმართ სამხედრო რეაგირება განმარტა როგორც „უდიდესი ცალკეული ლოგისტიკური გმირობა“ მისი 40 წლის მსახურების განმავლობაში.
გენ. კარტერის ინფორმაციით, სამხედროები ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდნენ ფრონტის წინა ხაზზე და მონაწილეობას იღებდნენ გეგმების შემუშავებასა და ტესტირების პროცესში, თან საგარეო საქმეთა სამინისტროს ეხმარებოდნენ რეპატრიაციის განხორციელებაში.


მან იქვე დასძინა, რომ სამხედროები ამზადებდნენ მობილურ და იოლად ასაგებ-დასაშლელ კონსტრუციებს საველე ტესტირების ცენტრების ფუნქციონირებისთვის, რათა ახალ კორონავირუსზე მეტი ადამიანის შემოწმება ყოფილიყო შესაძლებელი ქვეყანაში.


მანამდე მთავრობა დაჟინებით აცხადებდა, რომ დღეში 100 000 ადამიანის ტესტირების სამიზნე ორიენტირს აპრილის ბოლომდე შეასრულებდა, ე.ი. ორშაბათის მონაცემებით 82 000 ადამიანით უნდა გაზრდილიყო მაჩვენებელი.


ლეობორისტული პარტიის ლიდერი სერ კეირ სტარმერი, რომელიც ჩრდილოვანი პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად წასდგა ბრიფინგზე, აცხადებდა, რომ გაერთიანებულ სამეფოს ძალიან დააგვიანდა და სხვა ევროპულ ქვეყნებს ბევრად ჩამორჩება ტესტირების საკითხში.


მან იკითხა როგორ ესახებოდა მთავრობას სულ რაღაც რვა დღეში 18 000 ადამიანის ტესტირებიდან 100 000 ადამიანამდე ამ მაჩვენებლის გაზრდა.
ბატონი რააბი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს ტესტირების შესაძლებლობები დღეში ამჟამად 40 000 ადამიანს იტევს, თუმცა პროცესში ახალი ლაბორატორიების ჩართვის შედეგად მთავრობა სამიზნე ორიენტირსაც დააკმაყოფილებს.


bbc.com




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up