საქართველოში გადამზიდავი კომპანია FEST Company - საქართველო დაარსდა, რომლიც საერთაშორისო ჰოლდინგ ფოსდაიკში  შედის

საქართველოში გადამზიდავი კომპანია FEST Company - საქართველო დაარსდა, რომლიც საერთაშორისო ჰოლდინგ ფოსდაიკში შედის

access_time2019-04-15 15:00:27


     

ქართულ ბაზარზე ახალი კომპანია „FEST Company - საქართველო“ გამოჩნდა, რომელიც  ლოჯისტიკური და სავაჭრო ბიზნესების (ნავთობპროდუქტები, თხევადი გაზი, სხვადასხვა აღჭურვილობა), აგრეთვე ტურისტული ბიზნესის გაფართოებას ისახავს მიზნად.


„FEST Company - საქართველო“ საერთაშორისო ჰოლდინგი „ფოსდაიკში“ შემავალი კომპანიაა. „ფოსდაიკმა“  ლოგისტიკური საქმიანობა 2002 წლიდან დაიწყო და 2019 წლის დასაწყისისთვის უკვე მსოფლიოს 10 ქვეყანაში, 10-ზე მეტ სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიას აერთიანებს.



„ჩვენ სათანადოდ შევისწავლეთ საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო  და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. დავრწმუნდით, რომ საქართველოში არის მიმზიდველი და თავისუფალი ეკონომიკური სივრცე, სადაც დაცულია ყველა ინვესტორი და დაბალანსებულია   საგადასახადო კანონმდებლობა. საქართველო არის რეგიონალური ჰაბი და უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელსაც გააჩნია თავისუფალი ბაზარი, მარტივი საგადასახადო კანონმდებლობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელსაც შეიძლება საუკუნის პროექტი ვუწოდოთ.  საქართველო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საიმედო სატრანზიტო ქვეყანას, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ინვესტიციების განხორცილებას რეგიონში,“ - აღნიშნავს „FEST Company - საქართველო“ და „ფოსდაიკის“ წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ქიშმარია.



ფოსდაიკი“, რომელმა საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების სფეროში უდიდეს წარმატებებს მიაღწია, შედგება  გამოცდილი პროფესიონალი-თანამოაზრეების გუნდისგან, რომელიც აღჭურვილია ყველა აუცილებელი ტექნიკური და მატერიალური რესურსებით.   ჰოლდინგში დამკვიდრებული მეგობრული ატმოსფეროთი და კომპანიებს შორის წლობით შემუშავებული თანამშრომლობის მექანიზმით, სატრანსპორტო ჰოლდინგს  საშუალება მიეცა არა მარტო შეენარჩუნებინა საკუთარი ადგილი ასობით კონკურენტს შორის, არამედ წლიდან წლამდე თანმიმდევრულად გაეფართოებინა და დაეხვეწა თავისი მომსახურების სფერო, გაეზარდა გადაზიდვების მოცულობები, გაეფართოებინა კლიენტების ბაზა და აეთვისებია ახალი მიმართულებები.



ჰოლდინგ „ფოსდაიკში“  შემავალი კომპანიები გაერთიანებულნი არიან საფინანსო და ტერიტორიული ნიშნების, ბიზნესის წარმოების მიმართ ზოგადი დამოკიდებულების მიხედვით, ასევე პატიოსნების და საკონტრაქტო ურთიერთობების  წარმოების, ურთიერთდახმარების და ჰოლდინგის შიგნით მოთხოვნებზე ოპერატიული რეაგირების, კონფიდენციალობის პოლიტიკის და შემკვეთების ინტერესებში შედეგზე მუშაობის მიხედვით.

            

კომპანიების ჯგუფის მიერ გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა:


1. სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების კომპლექსის ორგანიზება სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვისას:


მოძრავი შემადგენლობით გადაზიდვის უზრუნველყოფა, საკუთარი და მოზიდული მოძრავი შემადგენლობა (ცისტერნები, დახურული ვაგონები, ნახევარ-ვაგონები, პლატფორმები, მათ შორის  კომპანიების ჯგუფის საკუთრებაში არსებული – ცისტერნები და დახურული ვაგონები);


-                   რკინიგზის ადმინისტრაციებთან პირდაპირი ხელშეკრულებების თანახმად სარკინიგზო ტარიფის გადახდა დსთ-ს, ბალტიის და ევროპის ქვეყნების ტერიტორიების მიხედვით;


-                   საკუთარი დაცვის სტრუქტურის მიერ ტვირთის თანხლება და დაცვა გზაზე გადაადგილებისას;



-                   on-line რეჟიმში ვაგონებზე მეთვალყურეობის სისტემასთან ოპერატიული წვდომის დაშვება;

-                   მოძრავი შემადგენლობის გაორთქვლა, შეკეთება და მომსახურება, მოძრავი შემადგენლობის შესაკეთებლად სათადარიგო ნაწილების რეზერვის არსებობა.



2. სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების კომპლექსის ორგანიზება ტვირთების გადაზიდვისას წყლის ტრანსპორტით “თაიმ-ჩარტერის” ხელშეკრულებების და გადაზიდვის ხელშეკრულებების და გადაზიდვის ხელშეკრულებების, სააგენტო მომსახურება პორტებში:


 - ჰოლდინგის ზოგიერთ კომპანიას გაჩნია პირდაპირი სახელშეკრულებო ურთიერთობები ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების გადასაზიდი ტანკერების, რუსეთის და უკრაინის მარცვლეულის გადასაზიდი ხომალდების, ფხვიერი ტვირთების – ნახშირისა და ტარაში შეფუთული ტვირთების გადასაზიდი ხომალდების მფლობელებთან;


 - ჰოლდინგის კომპანიები ახორციელებენ ხომალდების მოძიებას და დაფრახტვას შემკვეთთან დათქმული პარამეტრების შესაბამისად, ათანხმებენ სპეციფიკაცას და ხომალდების ტექნიკურ დეტალებს, ნიშნავენ და ქირაობენ აგენტებს პორტში ჩატვირთვა/გადმოტვირთვის;


 - უწევენ აგენტის მომსახურებას საზღვო პორტებში;



 - ახორციელებენ საზღვო პორტებში სხვადასხვა ტვირთების გადატვირთვის ორგანიზებას;


 - ახორციელებენ ხომალდების ბუნკირების ორგანიზებას.



3. მულტიმოდალური საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვები


 საერთაშორისო საკონტეინერო გადაზიდვების ორგანიზება ხდება, როგორც რუსეთის და უკრაინის, ისე ახლო საზღვარგარეთის ქვეყნების პორტების გავლით, როგორიცაა: სანქტ-პეტერბურგი, ვლადივოსტოკი, რიგა, კლაიპედა, ნოვოროსიისკი, ოდესა, ჩერნომორსკი ….. სხვა მსოფლიო პორტები წამყვანი საზღვაო-სანაოსნო ხაზების სერვისის გამოყენებით;


-  არასტანდარტული ტვირთების გადაზიდვა სპეციალური კონტეინერებით (Flat Rack, Open Top, Ref, Flexi Tank სხვ.), აგრეთვე საშიში და არაგაბარიტული ტვირთების გადაზიდვა;


- საგარეო-სავაჭრო ტვირთების სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების ორგანიზება (საბაჟო, საკარანტინო, ვეტერინარული, ეკოლოგიური და სხვა ფორმალობების გავლა);


- კონტენერების ადგილზე სახმელეთო მიწოდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში;


- ყველა გადაზიდვის ოპერატიული კონტროლი და აღრიცხვა;



აგრეთვე თანმხლები მომსახურების სრული კომპლექსი:


·        ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები, ტვირთების შენახვა საწყობებში;

·        ტვირთების დაზღვევა;

·        საფინანსო გარანტიის უზრუნველყოფა;

·        სინჯების და ნიმუშების აღება ტვირთების ექსპერტიზისთვის;

·        ტვირთების დაცვისა და თანხლების მომსახურება;

·        საექსპორტო-საიმპორტო დოკუმენტაციის გაფორმება;

·        ტვირთების საბაჟო გაწმენდა;

·        სერტიფიცირებული სიურვეიერების მომსახურება;

·        ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაციის კონსალტინგი;


4. საავტომობილო გადაზიდვები და სატვირთო საავიაციო გადაზიდვები.



კომპანიების ჯგუფის საკუთრებაშია სატვირთო ავტომობილები DAF, MAN, VOLVO მისაბმელი კონტეინერმზიდებით.

უფრო კონკრეტულად მომსახურების მიხედვით შეიძლება დათვალიერება კომპანიების ჯგუფში შემავალი უკრაინის კომპანიის საიტზე: www.fosdykegroup.com


5. სავაჭრო საქმიანობა:


პროდუქციის სახეები –


- ნავთობი და ნავთობპროდუქტები;


- ნავთობ ქიმია;


- მარცვლეული;


- მინერალური სასუქები;


- დანადგარები;


- სახალხო მოხმარების სხვადასხვა საქონელი;



მიწოდების რეგიონები: უკრაინა, საბაჟო კავშირის ქვეყნები, უზბეკეთი, თურქმენეთი, ავღანეთი, თურქეთი



6. იმ ქვეყნების იურისდიქცია, რომლებთანაც მიმდინარეობს ძირითადი მუშაობა:


ინგლისი, ბალტიის ქვეყნები, უკრაინა, შვეიცარია, ჩინეთი, სინგაპური, შუა აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, საქართველო, ავღანეთი, თურქეთი, ინდოეთი, ევროკავშირის ქვეყნები ….



„იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება და შევძლებთ საქართველოში ახალი ბიზნეს იდეების განხორციელებას,“ - აცხადებს „FEST Company - საქართველო“ და „ფოსდაიკის“ წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ქიშმარია.




(R)











რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეექვსე
access_time2019-06-17 19:00:07
წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ეკონომიკაში მინიმუმ ორჯერ არის ტემპი გაზრდილი ყველა მიმართულებით, — ეს სიტყვები  პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა  ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტთან შეხვედრისას განაცხადა.  ფაქტ-მეტრმა შეისწავლა ივანიშვილის განცხადება,  როგორც ბევრი სხვა “ქართული ოცნების“ დაპირება და დაასკვნა, რომ  ეს განცხადება...

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“
access_time2019-06-17 18:00:06
„იმპორტიორ კომპანიებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში(გეზ-ი) დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განუცხადა.   „2 თვეა უკვე, როდესაც ტვირთი გეზ-ში შემოდის, ყვითელ დერეფანში ხვდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიების უმრავლესობა, მნიშვნელობა არ აქვს “ოქროს სიაში“ არის თუ არა, იძულებულია თანხა მომენტალურად გადაიხადოს. აქამდე ჩვეულებრივ...

ჰაბ ჯორჯია: სახელმწიფო ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის მიღების/დამტკიცების დროს აჭიანურებს

ჰაბ ჯორჯია: სახელმწიფო ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის მიღების/დამტკიცების დროს აჭიანურებს
access_time2019-06-17 17:00:57
ქვეყანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ტვირთების, და განსაკუთრებით ხორბლს საეჭვო მოძრაობასთან დაკავშირებით ჰაბ ჯორჯია ხშირად აკეთებს განცხადებას, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება არაფერს ცვლის. ორგანიზაციის მკვლევარი და ანალიტიკოსი მაია კაციტაძე ხორბლის იმპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე „კომერსანტთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ  ქვეყანაში ეკონომიკური ქაოსის დარეგულირებას კერძო ბიზნესები...

პრემიერი - დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადას

პრემიერი - დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადას
access_time2019-06-17 14:35:38
ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ კონსორციუმს საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვის ვადას წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს. „დღეს მთავრობა იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას „ანაკლიის...

თუ საბანკო და სამშენებლო რეგულაციები არ შერბილდება, შეიძლება, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 20 ათასამდე გაიზარდოს

თუ საბანკო და სამშენებლო რეგულაციები არ შერბილდება, შეიძლება, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 20 ათასამდე გაიზარდოს
access_time2019-06-17 13:30:58
 „დღეს, რომ მშენებლობის სექტორში 4000 ადამიანით ნაკლებია დასაქმებული, ზუსტად 6 თვეში იგივე დანაკლისი გვექნება სარემონტო სამუშაოებში , შემდეგ ტექნიკის მაღაზიებში, რადგან ეს ჯაჭვური პროცესია“, - ასე აფასებს მენაშენეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  4 175 კაცით...


მსგავსი სიახლეები

up