„ახალი კანონპროექტით კომერციული ბანკების რეგულირებისას სებ-ის ფუნქციები განუსაზღვრელი ხდება“

„ახალი კანონპროექტით კომერციული ბანკების რეგულირებისას სებ-ის ფუნქციები განუსაზღვრელი ხდება“

access_time2019-12-27 10:45:24

პარლამენტმა ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩო დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების რეზოლუციის ფუნქცია დაემატა.

 

ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი ახალი კანონპროექტის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ ამ კანონით კომერციული ბანკების რეგულირებისას სებ-ის ფუნქციები განუსაზღვრელი ხდება. 

 

„ერთი შეხედვით შესაძლოა ვიღაცას მოეჩვენოს, რომ ეს კანონპროექტი ბაზარს დაცულობას შესძენს, თუმცა, სინამდვილეში ძალიან დიდი პრობლემაა. ამ კანონით კომერციული ბანკების რეგულირებისას სებ-ის ფუნქციები განუსაზღვრელი ხდება. აქამდე ეროვნულ ბანკს რაღაც კონკრეტული ვალდებულებები ჰქონდა, რაღაცეებში შეზღუდული იყო, მაგრამ ამ კანონპროექტით მისი ფუნქციები შეუზღუდავია. თუ  ჩათვლის, რომ კომერციულ ბანკს შესაძლოა შეექმნას პრობლემები, სებ-ს ყველაფრის უფლება ექნება, მათ შორის ბანკის დანაწევრების და გაყიდვის, თანამშრომლების გაშვების, დირექტორის შეცვლის, ხელფასების შემცირების ან გაზრდის და ა.შ. ამით სახელმწიფოს ფუნქციები და მოვალეობები განუსაზღვრელი ხდება“, - აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი.

 

რეზოლუციის მთავარი პრინციპის მიხედვით, აქციონერებმა და კრედიტორებმა არ უნდა იზარალონ იმაზე მეტად, ვიდრე ისინი იზარალებდნენ ლიკვიდაციის შემთხვევაში. გარდა ამისა, რეზოლუციის პროცესში დაზღვეული დეპოზიტების გარანტირებული დაცულობა და კრედიტორების დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა ლიკვიდაციაზე უკეთ უზრუნველყოფს დეპოზიტორთა და კრედიტორთა დაცვას, რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე.

 


ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის მხრიდან ბაზარზე ასეთი ჩარევები ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენს. მითუმეტეს თუ საფინანსო სექტორს ეს არ სჭირდება, რადგან რეალურად მსგავსი კრიზისი 90-იანი წლების შემდეგ მათ არ შექმნიათ.

 

„მთავრობის მხრიდან ჩარევები ბაზარზე ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენს და საბოლოოდ არასტაბილურობას გამოიწვევს. გარდა ამისა, საქართველოში ფინანსური სტაბილურობის პრობლემა ანუ ისეთი სახით, რომ ბანკები გაკოტრებულიყვნენ 90-იანი წლების შემდეგ არასოდეს გვქონია. მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროსაც კი ისინი არ გაკოტრებულან, რადგან საკმაოდ თავისუფალი გარემო ჰქონდათ, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ საქართველოს ფინანსური სექტორი ამ პრობლემებს გადაურჩა. შესაბამისად, გაურკვეველია რატომ შემოგვაქვს დამატებითი რეგულაციები იმისთვის, რომ რაღაც წარმოსახვით „მტერს“ ვებრძოლოთ“, - აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი.

 

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში კომერციული ბანკების ქმედებები ნაკლებად ფრთხილი იქნება, რადგან თუ მათ პრობლემა შეექმნებათ ეროვნული ბანკი მოაგვარებს, შესაბამისად საბანკო სექტორზე ეს ცუდად აისახება. ის ასევე აღნიშნავს, რომ ბანკებისთვის საერთო სტანდარტის მორგება მათ დააზარალებს.

 

„ბანკებს სხვადასხვა პოლიტიკა აქვთ და მათთვის ერთი და იგივე სტანდარტის მორგებით, ბევრი დაზარალდება. გარდა ამისა, საქართველოში 3 წლის წინ დეპოზიტების დაზღვევა, რომ შემოვიდა ამან არანაირი ფინანსური სტაბილურობის შედეგი არ მოიტანა, არც ლარი გაამყარა და არც ინფლაცია შემცირებულა. იგივე განმეორდება ახლაც, მთავრობა დეპოზიტების დაზღვევით მომხმარებელს პირიქით ცხოვრებას გაურთულებს, რადგან ეს დაზღვევა ბანკისთვის ხარჯია და შესაბამისად, ის მომხმარებელს დეპოზიტს გაუძვირებს. საერთო ჯამში, ეს გადაწყვეტილება არის „ღია კარის მტვრევა“, რადგან საბანკო სექტორს გაკოტრება არც ემუქრება და არც არსებობს ამის რისკი“, - განმარტავს ზვიად ხორგუაშვილი.

 

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ჩარჩო ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების მიხედვით შემუშავდა, ხოლო საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები. საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების პროცესი საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიური კონსულტაციების ფონზე მიმდინარეობდა.

 

ნინო თამაზაშვილი





„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
access_time2020-02-18 15:30:46
17 თებერვალს, „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის, მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად...

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ
access_time2020-02-18 17:30:29
2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას...

პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“

 პასუხი  ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“
access_time2020-02-18 17:10:54
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ ეხმაურება. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს „სილქნეტი“.განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო...

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ
access_time2020-02-18 17:00:49
დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა. ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი...

პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა

პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა
access_time2020-02-18 16:05:30
პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა (არცერთი წინააღმდეგი). პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას ესწრებოდა თავად ირაკლი შოთაძეც.ბოიკოტის ნიშნად, დღევანდელ პლენარულ სხდომას უმრავლესობის გარდა, არც ერთი სხვა ფრაქცია არ დასწრებია. სხდომას არ ესწრებოდა არც დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი. აღსანიშნავია, რომ შოთაძის კანდიდატურის განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არ მომხდარა და ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი პირდაპირ...


მსგავსი სიახლეები

up