„ახალი კანონპროექტის მიღების შემდეგ საინვესტიციო გარემო მკვეთრად გაუმჯობესდება“ - ბიზნესი გადახდისუუნარობის შესახებ კანონის მოლოდინში

„ახალი კანონპროექტის მიღების შემდეგ საინვესტიციო გარემო მკვეთრად გაუმჯობესდება“ - ბიზნესი გადახდისუუნარობის შესახებ კანონის მოლოდინში

access_time2020-02-05 10:50:25

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონპროექტის სამუშაო ვერსიას მთავრობა უახლოეს სხდომაზე განიხილავს, რის შემდეგაც ის საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება. ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.


ბექა ლილუაშვილის თქმით, კანონის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო აღარ ისარგებლებს ექსკლუზიური უფლებით გადახდისუნარიანობის საქმის წარმოების პროცესში.


„გადახდისუუნარობის კანონი, ეს არის საკითხი, რომელიც ფაქტობრივად წლების განმავლობაში აწუხებს ბიზნესს და ამაზე მიმდინარეობდა ინტენსიურად მუშაობა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, უახლოეს მთავრობის სხდომაზე უკვე აიტვირთება ამ კანონის პროექტის სამუშაო ვერსია მთავრობაზე განხილვისთვის და შემდეგ გადაეგზავნება პარლამენტს. იმედი გვაქვს, რომ საპარლამენტო საქმიანობის შესაბამისად, საგაზაფხულო სესიაზე დავასრულებთ ამ კანონის პროექტზე მუშაობას და მივიღებთ. განსაკუთრებული მახასიათებლები, რაც ამ კანონს აქვს და რაც წლების განმავლობაში ბიზნესისთვის იყო მნიშვნელოვანი, არის პირველი - აღსრულების ეროვნული ბიურო აღარ სარგებლობს ექსკლუზიური უფლებით გადახდისუნარიანობის საქმის წარმოების პროცესში, მეორე - ფინანსთა სამინისტროს უპირატესობა ბიზნესის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში არის დათმობილი”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.


კანონპროექტის მომზადების საჭიროება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულმა ხარვეზებმა განაპირობა. კანონის მოქმედი რედაქციით ერთმანეთისაგან არ არის გამიჯნული რეაბილიტაციის მმართველისა და საწარმოს დირექტორის უფლებამოსილებათა ფარგლები; არ არსებობს გაკოტრების პროცესის რეაბილიტაციის პროცესში გარდაქმნის შესაძლებლობა; გაკოტრების მმართველს არ ეკისრება სამეურვეო ქონების მოძიების ვალდებულება; გაკოტრების შემდეგ დარჩენილი ქონება, პარტნიორების ნაცვლად, სახელმწიფოს ან სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში მიექცევა; რიგ შემთხვევებში უგულებელყოფილია არაუზრუნველყოფილი კრედიტორების უფლებებიც.



„ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნანა ამისულაშვილი მიიჩნევს, რომ ახალი კანონპროექტის მიღება საინვესტიციო გარემოს გააუმჯობესებს. ინვესტიციებისთვის საქართველოში ბიზნესის დაწყება მარტივია, თუმცა ინვესტორი როცა შემოდის, ინტერესდება იმით, რისკის შემთხვევაში, რა პრობლემები შეექმნა, რომ მას გაკოტრებისა შემთხვევაში თავისი ბიზნესის დაცვის საშუალება ჰქონდეს.


„ყველაზე დადებითს რასაც ახალი კანონპროექტი გამოიწვევს - ეს არის მიმართვიანობის გაიოლება, ხელშეკრულებების მართვა, ახალი დაფინანსების მოპოვება, უზრუნველყოფილი კრედიტორების უფლებების დაცვა და რაც მთავარია, ეს გამოიწვევს საინვესტიციო პირობების გაუმჯობესებას. ინვესტორი ხშირად არის უზრუნველყოფილი კრედიტორი, შემოდის ქვეყანაში და პროექტში მონაწილეობის მიღების მიზნით აკეთებს ინვესტირებას, რაც ხშირ შემთხვევაში არის უზრუნველყოფით დაცული. შესაბამისად, როცა კითხულობდნენ ინფორმაციას უზრუნველყოფის მომსახურების შესახებ, ხვდებოდათ სავალალო სიტუაცია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ახალი კანონპროექტის მიღების შემდეგ საინვესტიციო გარემო მკვეთრად გაუმჯობესდება“, - განაცხადა ნანა ამისულაშვილმა.


კანონპროექტზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობს და მას ბიზნესი დიდი ხანია ელოდება. თუმცა, ნანა ამისულაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი კანონპროექტის დახვეწა ევროპულ ქვეყნებშიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს პრობლემას არ წარმოადგენს.


„კანონპროექტის ისე არის გაკეთებული, რომ რაც პრობლემები და ხარვეზები იყო მოქმედ კანონში ის აღმოფხვრილიყო, ვფიქრობ ბევრი კარგი მექანიზმია ჩადებული. კონკრეტულად, უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი კრედიტორების უფლებები უფრო დაცულია, ახალი დაფინანსებების მექანიზმი გაძლიერებულია, ამან ხელი უნდა შეუწყოს რეაბილიტაციის განხორციელებას, რადგან ახალი დაფინანსების მოპოვება თუ შეუძლებელია, რეაბილიტაციაც ვერ ხდება. რაც შეეხება კანონპროექტის დროულად მიღებას, აქტიური კონტაქტი გვაქვს ევროპელ კოლეგებთან და იქაც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მსგავს კანონპროექტზე მუშაობა, მაგალითად გერმანიაში მას 10 წელი წერდნენ, ნიდერლანდების სამეფოში კი 2014 წლიდან მუშაობენ ამ კანონპროექტზე და ჯერაც არ მიუღიათ. შარშანდელიდან მოყოლებული მიმდინარეობდა კანონპროეტის დახვეწა და კარგია, რომ უახლოეს პერიოდში მთავრობა სხდომაზე განიხილავენ“, - განმარტავს ნანა ამისულაშვილი.


„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა 2018 წელს დაიწყო. რამდენჯერმე დაანონსების მიუხედავად, დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში დასამტკიცებლად ჯერ კიდევ არ არის გადაგზავნილი. ახალი კანონის ამოქმედებისთანავე, ძალადაკარგულად გამოცხადდება „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up