„ახალი კანონპროექტი პენსიონერს არჩევანის ალტერნატივას ვერ შესთავაზებს, რადგან სხვა ბანკებს პენსიის გაცემისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ აქვთ“

„ახალი კანონპროექტი პენსიონერს არჩევანის ალტერნატივას ვერ შესთავაზებს, რადგან სხვა ბანკებს პენსიის გაცემისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ აქვთ“

access_time2021-05-28 10:00:45

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ საქართველოს პარლამენტში აინიცირებს კანონპროექტს, რომელიც არსებულ კანონმდებლობაში სახელმწიფო პენსიების შესახებ ცვლილებების შეტანას გულისხმობს. ოპოზიციური პარტიის მიერ შეტანილ კანონპროექტში მთავარი არსია ის, რომ პენსიონერს უფლება აქვს თავად აირჩიოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება.


„საქართველოში, პენსიის გაცემის ექსკლუზიურ უფლებას „ლიბერთი ბანკი“ ფლობს, მას არ ჰყავს კონკურენტი, შესაბამისად ბაზარზე პირობებს სწორედ ის ადგენს. „ლიბერთი ბანკში” საპენსიო სესხზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 30.65%-ს შეადგენს. დღესდღეობით ქვეყანაში დაახლოებით 800 000 პენსიონერია, რომელთა თითქმის ნახევარი საპენსიო სესხით სარგებლობს.


„ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე მაგალითად, სხვა მოქალაქეებისათვის გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც სხვადასხვა ბანკში 15%-დან იწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყველაზე ძვირ სესხს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი – პენსიონერები იღებენ. რომ არა „ლიბერთი ბანკის“ ექსკლუზიური უფლება საპენსიო მომსახურებაზე, თავისუფალი კონკურენციის პირობებში საქართველოში საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი არსებულზე გაცილებით ნაკლები იქნებოდა. თუკი ერთ ბანკს აღარ ექნება საპენსიო მომსახურების ექსკლუზიური უფლება, კონკურენციის პირობებში, ავტომატურად დაიწევს საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთიც“, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.


საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, კანონპროექტს მიიღებენ თუ არა, სავარაუდოდ პენსიონერებისთვის ისევ შენარჩუნდება ის საპროცენტო განაკვეთი რაც დღეს არის, რადგან ეს საბაზრო საპროცენტო განაკვეთია და არ ექნება დიდი მნიშვნელობა თუ რომელ საფინანსო ინსტიტუტში ჩაერიცხებათ მათ პენსია.



„პარლამენტში აღნიშნულთან დაკავშირებით მოსმენა იყო და საუბარიც მიმდინარეობდა, რომ მცირეთანხიან არაუზრუნველყოფილ სესხებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთი საპენსიო სესხის პროცენტისგან დიდად არ განსხვავდება. გარდა ამისა, იმ პენსიონერებს, რომლებიც „ლიბერთი ბანკში“ სარგებლობენ სესხით სხვა საკრედიტო ორგანიზაციებიდან 3-ჯერ მეტი კრედიტი აქვთ აღებული. ამიტომ აქ საუბარი იმაზე, რომ პენსიონერებს არასაბაზრო საპროცენტო განაკვეთი აქვთ, ცოტა გადაჭარბებულია. მიუხედავად იმისა, კანონპროექტს მიიღებენ თუ არა, სავარაუდოდ ისევ შენარჩუნდება ის საპროცენტო განაკვეთი, რადგან ეს საბაზრო საპროცენტო განაკვეთია. აქ ეფექტური და რეალური საპროცენტო განაკვეთი ერთი და იგივეა, შეიძლება ცოტა მაღალია მაგრამ საუბარია ბევრ პრობლემაზე და რისკებზე, მათ შორის იმაზე, რომ არ არსებობს საპენსიო ასაკის პირებთან მიმართებაში სიცოცხლის დაზღვევა, რაც მაღალი რისკის მატარებელია.


რაც შეეხება ახალ საპენსიო ტენდერს, რომელიც მომავალ წელს გამოცხადდება, იქაც საპროცენტო განაკვეთები ნაკლებად არის მნიშვნელოვანი, იქ პრობლემური საკითხია აღნიშნული პენსიის მიწოდება იმ რეგიონებში სადაც დღეის მდგომარეობით არ არსებობს ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლობები, სწორედ ამიტომ გახანგრძლივდა „ლიბერთი ბანკთან“ ხელშეკრულება. თეორიულად მოლოდინი მაქვს რომ აღნიშნული ტენდერი თუ გამოცხადდება, შესაძლოა სერვისი გაძვირდეს, რადგან დღეს უკვე აწყობილი ინფრასტრუქტურა აქვს „ლიბერთი ბანკს“ და სხვას რეალურად ახლიდან ასაწყობი ექნება, ჯერჯერობით არ ვიცით რა სახით იქნება ეს ტენდერი, რამდენიმე კომპანიას ექნება საშუალება პენსიონერების მომსახურების თუ ისევ ერთ საფინანსო ინსტიტუტს და ა.შ“,
- აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.


„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ კონკურენცია ზოგადად კარგია, თუმცა ამ შემთხვევაში სხვა ბანკებს, მათ შორის მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებს არც შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვთ, განსაკუთრებით რეგიონებში და სავარაუდოდ არც ინტერესი იმისა, რომ პენსია გასცენ.


„ზოგადად კონკურენციის ზრდა ყველა მიმართულებით ხელს შეუწყობს უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთს და მომხმარებელთა უფლებების უფრო მეტად დაცვას, თუმცა რაც შეეხება კონკრეტულად პენსიის გაცემას, ამასთან დაკავშირებით ცხადდება ტენდერი, რომელშიც რამდენიმე ბანკი იღებს მონაწილეობას და წლების განმავლობაში „ლიბერთი ბანკი“ უკონკურენტოა, რადგან მას რეგიონებში მეტი მოცვა აქვს. შესაბამისად, ეს ცვლილება პენსიონერს არჩევანის ალტერნატივას ვერ შესთავაზებს, რადგან სხვა ბანკებს შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ აქვთ, ამიტომ ძირითადად რეგიონებში არჩევანს ისევ „ლიბერთი ბანკზე“ გააკეთებენ, ზოგან საერთოდ მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალია. ამიტომ არ მგონია რომ მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებმა უშველოს ამას, თუმცა რაც უფრო მეტი კონკურენცია იქნება - უკეთესია.


გარდა ამისა, დღეს სხვა ბანკებსაც აქვთ შესაძლებლობა გასცენ საპენსიო ტიპის სესხი, მაგრამ ეს როგორც სარისკო პროდუქტი მათთვის ნაკლებად არის მისაღები და შესაბამისად კერძო სექტორი თავად იღებს გადაწყვეტილებას. საბოლოო ჯამში ეს უფრო პოპულისტური თემა მგონია, რადგან საკანონმდებლო ცვლილებებით გადასაჭრელი საკითხი არ არის. დაველოდოთ, საპენსიო ტენდერი 2022 წელს იქნება და რამდენად არის სხვა ბანკების მხრიდან მზაობა ეს გამოჩნდება, ჯერჯერობით ამას მხოლოდ ლიბერთი ბანკი ახერხებს. როგორც ჩანს მსხვილი ბანკების მხრიდან დაინტერესება ამ სეგმენტში არ არის, რადგან სურვილი რომ ჰქონოდათ - შეძლებდნენ“,
- აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.


აღსანიშნავია, რომ საპენსიო ტენდერი 2022 წელს უნდა ჩატარდეს და მასში მონაწილეობის მიღების საშუალება სხვა ბანკებსაც ექნებათ, რამაც კონკურენცია უნდა გაზარდოს. თუმცა სპეციალისტების აზრით, ნაკლებ სავარაუდოა „ლიბერთი ბანკის“ გარდა აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი და მზაობა სხვა საფინანსო ინსტიტუტებმა გამოთქვან.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up