ახალი iPhone-ებისთვის 10 საუკეთესო აპლიკაცია დასახელდა

ახალი iPhone-ებისთვის 10 საუკეთესო აპლიკაცია დასახელდა

access_time2018-12-26 22:17:04

Apple-ის სმარტფონების განახლებასთან ერთად აპლიკაციების მაღაზიაში (AppStore) უამრავი საინტერესო აპლიკაცია ემატება. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

 

ყველასთვის ცნობილი Instagram-ის ან YouTube-ის გარდა არსებობს სხვა აპლიკაციებიც, რომელმაც შესაძლოა მომხმარებელი წინასაახალწლოდ დააინტერესოს.

 

GOOGLE PHOTOS

Apple-ის არცთუ ისე იაფ iCloud-ზე მეხსიერების ამოწურვის შემდეგ საუკეთესო გამოსავალი Google Photos აპლიკაცია არის, ეს მაშინ, როდესაც Google-მა ღრუბლოვან ალბომში განსათავსებელი მასალის რაოდენობა გააორმაგა.

 

GOOGLE MAPS

აპლიკაცია ერთგვარი გამოსავალია მაშინ, როდესაც დანიშნულების ადგილამდე მისასვლელ გზას ვერ იგნებთ. Google Maps-ი Apple-ის მომხმარებელებისთვის სულ უფრო საჭირო აპლიკაცია ხდება იმ ფონზე, როდესაც Apple Maps-ი კვლავინდებურად არცთუ ისე ზუსტია და ნელი განვითარების ტემპი ახასიათებს.

 

DARK SKY

მაშინ, როდესაც ამინდის პროგნოზის წინასწარმეტყველება შეუძლებელია აპლიკაცია Dark Sky მართლაც რომ საჭიროა. აპლიკაცია არათუ იმ კონკრეტული დღისა თუ საათების პროგნოზს, არამედ მომდევნო რამდენიმე წუთისასაც წინასწარმეტყველებს.


 

1PASSWORD / LASTPASS

პაროლის დაცვა ალბათ  ყველა მომხმარებლისთვის სულ უფრო საჭირო ხდება, მაშინ როდესაც ბოლო პერიოდში სოცქსელებიდან მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გაჟონვის ფაქტები არაერთია. აპლიკაცია მომხმარებელს დაეხმარება ძლიერი პაროლი შეარჩიოს.

 

IA WRITER

თუ მიეკუთვნებით იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც სმარტფონებსში ბევრ ამბავს ინიშნავს (ე.წ. „ნოუთები) ეს აპლიკაცია თქვენთვისაა. IA WRITER-ი კომფორტულია იმით, რომ მასში ჩანიშნული ნებისმიერი დეტალი კომპიუტერში (Mac, PC) პარალელურად აისახება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მათი სინქრონიზაცია ხდება.

 

VENMO

აპლიკაციას გამოიყენებს ადამიანების ის კატეგორია, რომელსაც ხშირად უწევს მეგობრისთვის ფულის სესხება და შემდეგ ვალდებულია მას კონკრეტული თანხა დაუბრუნოს.

 

DELIVERIES

არდადეგების სეზონზე სახლში უამრავი შეკვეთის მიღება გვიწევს. სწორედ ამიტომ DELIVERIES-ი შესაძლებელს ხდის გავიგოთ თუ სად არის ჩვენი შეკვეთა და რამდენ ხანში მივიღებთ მას. ამისთვის პროგრამაში გზავნილის კოდის უნდა მოვათავსოთ, რის შემდეგაც შეკვეთისთვის თვალყურის მიდევნება უფრო იოლი გახდება.

 

POCKET

უამრავი საკითხავია ინტერნეტში, რომელიც ძალიან მოგვწონს. მაგრამ ზოგჯერ შეუძლებელია ყველა მათგანის ერთდროულად წაკითხვა. აპლიკაცია მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს შეინახოს კონკრეტული ამბავი და მოგვიანებით მიუბრუნდეს მას.

 

FANTASTICAL

Apple-ის მთავარი კალენდარი კარგია, მაგრამ Fantastical-ი უკეთესი. მაშინ, როდესაც მომხმარებელი რამდენიმე სხვადასხვა ექაუნთიდან ერთდროულად ადევნებს თვალს დაგეგმილ შეხვედრებს, ჭკვიანი სისტემა კი  აუდიენციის ადგილსამყოფელს ამატებს ამაზე უკეთესი არაფერია.


თეგები:
iPhone



რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რამდენად გვიჭირს: კორუფცია

რამდენად გვიჭირს: კორუფცია
access_time2021-12-04 18:00:08
...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...


მსგავსი სიახლეები

up