ახალი iPhone 11-ის ფასი 2999 ლარი იქნება

ახალი iPhone 11-ის ფასი 2999 ლარი იქნება

access_time2019-09-11 16:15:52

ახალი iPhone 11-ის გაყიდვები საქართველოში 22 სექტემბრიდან დაიწყება. Apple-ის ოფიციალური პარნიორი „აიპლიუსის“ ინფორმაციით, iPhone 11-ის ფასი 2999 ლარი იქნება, iPhone 11 Pro 4599 ლარი ეღირება, ხოლო iPhone 11 Max Pro 5299 ლარი.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ „აიპლიუსიდან“ აცნობეს, მსოფლიო გიგანტურმა კორპორაცია Apple-მა გამართულ პრეზენტაციაზე სამი ახალი iPhone - iPhone 11, iPhone 11 Pro, iPhone 11 Pro Max წარადგინა .


მათივე ინფორმაციით, iPhone 11 - iPhone XR-ის ხაზის შემდეგი მოდელია, რომელსაც Apple-ის ყველაზე პოპულარულ სმარტფონად ითვლება. ახალ iPhone 11-ს ორი 12 მეგაპიქსელიანი კამერა ექნება, რომელთან ერთ-ერთი ღრმახედვის და მაღალი გაფართოების იქნება, ახალი კამერა 4K ვიდეოს გადაღების საშუალებას იძლევა. iPhone 11-ის კორპუსი მეტალით და საავიაციო შუშით დაიფარება და მომხმარებელს საშუალება ექნება შავი, თეთრი, წითელი, იასამნისფერი, მწვანე და ყვითელი ფერიდან სასურველი ფერის iPhone 11 აარჩიოს.


„ფლაგმანები iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max განკუთვნილია პროფესიონალური ფოტო და ვიდეო გადაღებებისთვის. გაუმჯობესებულია ფლაგმანების ეკრანი, iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max-ს სუპერ რეტინა XDR-ის მხარდაჭერა ექნება.



სამი კამერა iPhone-ისთვის სიახლეა - სამ კამერიან ფლაგმანებს ერთდროულად წინა და მთავარი კამერით გადაღება შეეძლებათ.


ახლად დაანონსებული iPhone-ები ბოლო თაობის A13 Bionic პროცესორსზე იმუშავებენ. გუშინ, გამართულ პრეზენტაციაზე iPad და Apple Watch-იც გამოვიდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.„აიპლიუსის“ ინფორმაციით, ახალი iPhone-ის გამოსვლა აღინიშნა თბილისში. Apple-ის ოფიციალური პარტნიორმა “აიპლიუსმა” თანაშრომლებს, პარტნიორებს, ცნობილ სახეებს და ეფლომანებს სასტუმრო “ბილტმორში“ უმასპინძლა.


“Apple-ის სექტემბრის ღონისძიება ტექნოლოგიის სფეროში უმნიშვნელოვანესია. მსოფლიო ტექნოლოგიური გიგანტი წარადგენს შექმნილი ტექნოლოგიის ბოლო მიღწევებს. დადებითი მოლოდინები გვაქვს, ვფიქრობთ, ახალ მოდელებზე მოთხოვნა საქართველოში მაღალი იქნება”, - აცხადებენ “აიპლიუსში”.


ipn.ge






„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...

„ჩინეთიდან ვიზიტორების მოსაზიდად ქვეყანას აქტიური მარკეტინგული კამპანიის განხორციელება მოუწევს“

„ჩინეთიდან ვიზიტორების მოსაზიდად ქვეყანას აქტიური მარკეტინგული კამპანიის განხორციელება მოუწევს“
access_time2019-11-12 12:00:23
„იმ გარემოებაში, როდესაც საქართველოდან ჩინეთში ასე აშკარად იზრდება ღვინის ექსპორტი და მათგან დაინტერესებაც მზარდია, სრულიად რეალურია ტურიზმის განვითარებაც. თუმცა, იმ ბაზრებზე, სადაც არის პოტენციალი, რომ საქართველომ მოიზიდოს უფრო მეტი ვიზიტორი, მათ შორის ჩინეთიდან, ქვეყანას აქტიური მარკეტინგული კამპანიის განხორციელება მოუწევს და უნდა იმუშაოს, რომ მოხდეს მიზნობრივი ბაზრების დივერსიფიკაცია“,- ასე შეაფასა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა...


მსგავსი სიახლეები

up