ახალი გლობალური ინდექსის მიხედვით აზიამ მეწარმეებისთვის ციფრული გარემო უნდა გააუმჯობესოს

ახალი გლობალური ინდექსის მიხედვით აზიამ მეწარმეებისთვის ციფრული გარემო უნდა გააუმჯობესოს

access_time2022-09-22 19:00:38

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ შემუშავებული ახალი ინდექსის მიხედვით,  განვითარებადი აზიის ეკონომიკების ოთხი მეხუთედი ციფრული გარემოს გლობალური ინდექსისა და მეწარმეობის ხელშემწყობი სისტემების სიის ბოლოს იკავებს ადგილს.


სინგაპურს მეწარმეებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ციფრული გარემო და ხელშემწყობი სისტემები აქვს, ნათქვამია დღეს გამოცემულ ციფრული მეწარმეობის სისტემების გლობალურ ინდექსში, რომელიც აზიის განვითარების პროგნოზი 2022-ის განახლების ფარგლებში გამოვიდა. სიაში შეყვანილი 113 ეკონომიკიდან მეორე ადგილზე შეერთებული შტატებია, მესამეზე კი შვედეთი. შეფასების მიხედვით, განვითარებადი აზიის 21 ეკონომიკიდან 17 სიის ბოლოსაა განთავსებული, რაც ხაზს უსვამს ბევრ მათგანში ციფრული მეწარმეობის ხელშეწყობის აუცილებლობას.


ADB-ში აცხადებენ, რომ გაციფრულება აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ბიზნესებისთვის განვითარების დიდ შესაძლებლობას წარმოადგენს. ეს ინოვაციის მამოძრავებელი ძალაა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკებისთვის მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკის სტატუსის მისაღებად. მას ასევე შეუძლია ეკონომიკები გახადოს უფრო მედეგი, რაც კოვიდ-19-ის პანდემიის დროს გამოჩნდა, როცა მრავალი ბიზნესი ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით გადარჩა. მას ასევე შეუძლია ინკლუზიური ზრდის წახალისება ბიზნესის დაწყების ხარჯების შემცირებით.




„ციფრული მეწარმეობა ეკონომიკებს კოვიდ-19-ის პანდემიის დროს მუშაობის გაგრძელებაში დაეხმარა და პანდემიის შემდგომ პერიოდში აქვს შესაძლებლობა გახდეს ზრდისა და ინოვაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ამისათვის საჭიროა ხელშემწყობი გარემოს შექმნა შესაბამისი პოლიტიკის გატარებითა და წახალისებით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ წელიწადში აზიის ციფრულმა მეწარმეებმა მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს, გასაუმჯობესებელი კიდევ ბევრია“,  განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა ალბერტ პარკმა.


აღნიშნული ინდექსი აფასებს ციფრული მეწარმეობისთვის არსებული გარემოს ხარისხს გაციფრულების რვა მიმართულებით, როგორიცაა: კულტურა, ინსტიტუტები, ბაზრის მდგომარეობა, ადამიანური კაპიტალი, ცოდნა, ფინანსები და კავშირები.


ციფრულ ინფრასტრუქტურაში, მაგალითად, ფართოდიაპაზონიან ქსელებში ინვესტირების გარდა, მთავრობებს სჭირდებათ პოლიტიკური სტაბილურობის, სანდო სამართლებრივი სისტემების, ღია და კონკურენტუნარიანი ბაზრებისა და საკუთრების უფლების გაძლიერება. ADB-ის ანალიზი აჩვენებს, რომ კანონის უზენაესობას დადებითი გავლენა აქვს ინოვაციების განვითარებაზე, ხოლო საზოგადოებაში არსებული კორუფციის დაბალი დონე ხელს უწყობს ბაზარზე ახალი მეწარმეების გაჩენას.


საერთო ჯამში, ციფრული მეწარმეობის განვითარების კუთხით აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ყველაზე დიდ სისუსტეს არასაკმარისი ხელშემწყობი კულტურა წარმოადგენს. ამის ერთი მაგალითია, ეკონომიკურ პროგრესში მეწარმეების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლის არასათანადო დაფასება საზოგადოების მხრიდან. ამ მდგომარეობის შეცვლის ერთ-ერთი გზა განათლების გზით მეწარმეების შესახებ საზოგადოებრივი აზრის გაუმჯობესებაა.


ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.


თეგები:
ADB



ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას აანონსებს

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანას აანონსებს
access_time2022-09-30 14:40:24
საქართველოში მომდევნო წლისთვის მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები იგეგმება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. „მაისის ბოლოდან, ივნისში, ივლის-აგვისტოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა იგეგმება. თბილისის სტადიონზე, ბათუმში, „ბლექსი არენაზე“, ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები. ამ პროგრამაზე ვმუშაობთ და მოგვიანებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი...

საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები - კელი დეგნანი

საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა, რომ დაბალანსდეს უსაფრთხოების საკითხები - კელი დეგნანი
access_time2022-09-30 14:30:19
საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა იქნება საუკეთესო გზა ამ საკითხზე რეაგირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა,...

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ - შსს

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ -  შსს
access_time2022-09-30 13:33:32
„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე  ინფორმაციით   ასევე შემციდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. „კერძოდ, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ,...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა
access_time2022-09-30 13:06:19
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა. აღნიშნული ბიზნესმენმა ბიზნესპარტნიორს თავად დაუდასტურა.   ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა...

ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხი 7-8%-ით გაძვირდეს

ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხი 7-8%-ით გაძვირდეს
access_time2022-09-30 14:00:12
მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარემ და კომპანია კუმისის დირექტორმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხის ფასი 7-8% -ით გაიზარდოს. მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი სატრანსპორტო გადაზიდვებზე და მუშა - ხელის მომსახურებაზე ფასის გაზრდაა. „თებერვლის შემდეგ კვერცხზე ფასი არ მომატებულა, თუმცა ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ოქტომბრიდან სავარაუდოდ კვერცხზე 7-8% --ით მოგვიწევს ფასის მომატება. მიუხედავად იმისა, რომ მარცვლეული და...


მსგავსი სიახლეები

up