ნუცუბიძე-ვაშლიჯვარის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ, 112-ის წინ რესტორანი „ვისტა“ აშენდება. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით კომერსანტმა გაარკვია, რომ პროექტი დედაქალაქის მერიასთან უკვე შეთანხმებულია, გაცემულია მშენებლობის ნებართვაც. პროექტის ავტორი ცნობილი არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა, ხოლო დამკვეთი ლაშა ებრალიძეა. იგი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ პროექტი დროებით, ქვეყანაში შექმნილი რთული ედპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო გაჩერებულია. ბიზნესმენი იმედს იტოვებს, რომ რესტორნის მშენებლობას შ.პ.ს „პანორამა“ მალე დაიწყებს.
რაც შეეხება პროექტისთვის განკუთვნილ 1147 კვ.მ, რომელზეც განაშენიანების ფართობი 254 კვ.მ -ია, ორ სართულიანი რესტორნის მშენებლობა იგეგმება. არქიტექტურის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ პროექტის კონცეფცია მაქსიმალურად მსუბუქი და გამჭირვალე მოცულობის შექმნაში მდგომარეობს, რათა ქალაქის ხედი მინიმალურად დაიფაროს.
პროექტის ავტორების განმარტებით, იდეამ , რომ შენობა მსუბუქი და მაქსიმალურად გამჭირვალე ყოფილიყო, ფასადის მინით დაფარვა და შენობის სიმაღლე განაპირობა.
არქიტექტურის ვებ-გვერდზე განთავსებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პირველ სართულზე ერთიანი სივრცე იქნება. არქიტექტორი ანტრესოლით განსხვავებულ სიმაღლ
ის დონეს ქმნის, რათა მაქსიმალურად კარგად აღიქმებოდეს ქალაქის ხედი.ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ პირველი სართული საზოგადოების თავშეყრისთვის არის გამოყოფილი.სადაც ანტრესოლი ტერასულად არის განაწილებული სხვა სიმაღლეზე.
პირველი სართულიდან გასვლა ხდება კეთილმოწყობილ ეზოში. განსაკუთრებული ვიზუალი აქვს სახურავს, რომელიც პროექტის ავტორის თქმით პირდაპირ შეხებაშია რელიეფთან - სახურავი გამწვანებულია ისე, თითქოს ერთი ბორცვი ამოდის და მის ქვეშ მინებით გამიჯნული გასასვლელია.
პროექტის მიხედვით მეორე სართული ტექნიკურ სართულად განიხილება, სადაც განთავსებულია სამზარეულო, მაცივრები, საწყობები და სხვა.
ბაჩო ადამია