ახალი გადანაწილება ბაზარზე-უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგი“ დეველოპერულ სექტორში შევიდა

ახალი გადანაწილება ბაზარზე-უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგი“ დეველოპერულ სექტორში შევიდა

access_time2019-11-13 13:30:19

სამშენებლო კომპანია „ანაგი“დეველოპინგის სფეროში შევიდა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ფაქტი სამშენებლო ბაზრისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა, „კომერსანტი“ დაინტერესდა იქნება თუ არა „ანაგი დეველოპმენტი“ პირდაპირი კონკურენტი ისეთი მსხვილი დეველოპერული კომპანიების, როგორიცაა m2, „დომუსი“, „აქსისი“ და ასე შემდეგ.

 

 თავად „ანაგი დეველოპმენტში“ განმარტავენ,რომ  დეველოპმენტი 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ახალი მიმართულებაა. მათი განცხადებით, „ანაგი დეველოპმენტის“ გამოჩენა საბაზრო წილების გადანაწილებას არ გამოიწვევს, რადგან კომპანია ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე პროექტის განხორციელებას გეგმავს.

 

 მათი განცხადებით,  სამშენებლო კომპანიაანაგიუცვლელად აგრძელებს საქმიანობას სამშენებლო სექტორში და დეველოპმენტი მის ძირითად მიმართულებას არ წარმოადგენს. კომპანიაში განმარტავენ, რომ „ანაგი დეველოპმენტის“ პრიორიტეტი არ არის რაოდენობა და მასშტაბი.

 

 კომპანიის მიზანია თქვას ახალი სიტყვა დეველოპმენტში პროექტების ხარისხით და გამორჩეული კონცეფციით, რაც გულისხმობს საკუთარ სარეკრაციო სივრცეს, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და უსაფრთხოების უმაღლესი სტადარტით აღჭურვილ საცხოვრებელ გარემოს-აცხადებენ  „ანაგი დეველოპმენტში“.

 

 რაც შეეხება იმას, თუ რა სეგმენტში იქნება წარმოდგენილი  „ანაგი დეველოპმენტი“ და რა წილით,  ომპანიაში აღნიშნავენ, რომ  „Park Home“ „ანაგი დეველოპმენტის“ პირველი საცხოვრებელი კომპლექსია ყველაზე დიდი საკუთარი 8000 კვ.მ სარეკრეაციო სივრცით ვაკეში. კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს შიდა ეზოს, გამწვანებულ ტერასებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს, 25 მეტრიან აუზს, ფიტნეს დარბაზს, პარკინგს და ლობის კონსიერჟის მომსახურებით. აღნიშნული პროექტი გათვლილია საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე მომხმარებლებზე.ენერგოეფექტური კომპლექსის მშენებლობა  2021 წლის დეკემბერში დასრულდება.

 


კომპანია „ანაგის“ დეველოპმენტის სექტორში შესვლაზე  კომენტარს არ აკეთებენ დეველოპერულ კომპანიებში M2 და აქსისი.  

 

 ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია „დომუსის“ ხელმძრვანელი გიორგი გიორგაძე კი განმარტავს,რომ ბაზარი მზარდია და შესაბამისად, გაზრდილი კონკურენცია სექტორს კიდევ უფრო გააჯანსაღებს. „ჩვენ  საშუალო და პრემიუმ სეგმენტში ვართ წარმოდგენილი, შესაბამისად, ყველას თავისი  პროდუქტი და მყიდველი ჰყავს. ახალი მოთამაშის ბაზარზე შემოსვლას მივესალმებით“-აცხადებს გიორგაძე. 

 

 „მენაშენეთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თორნიკე აბულაძე განმარტავს,რომ „ანაგს“ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს სამშენებლო სექტორში და მისი დეველოპერული მიმართულებით  ბაზარზე შესვლა საკმაოდ საინტერესო იქნება. „მე მაგალითად, მის ადგილზე, ეტაპობრივად შევიდოდი ბაზარზე. ეჭვი მაქვს, რომ ისინიც  ასე ნაბიჯ-ნაბიჯ განახორციელებენ თავის გეგმებს. შესაბამისად, 2-3 წლის შემდეგ ამან შეიძლება გარკვეული გადანაწილება გამოიწვიოს.თავიდან მგონია, რომ „ანაგი“ თავისი რესურსების 10%-საც არ დახარჯავს. საინტერესო იქნება მათი ასპარეზი და წარმატებას ვუსურვებ“-აცხადებს აბულაძე.

 

რაც შეეხება ბაზრის გადანაწილებას, მისი განმარტებით, დღეს დეველოპერულ ბაზარზე მიწოდების პრობლემაა, შესაბამისად,რისკი იმისა,რომ „ანაგი“ ვინმეს  კლიენტს წაართმევს, არ არის, რადგან დღეს ბევრად მეტი მყიდველია, ვიდრე მისაწოდებელი ბინაა. ამიტომ, როგორც აბულაძე აცხადებს, „ანაგის“ დეველოპრეულ ბაზარზე  შემოსვლა სხვა დეველოპერებისთვის ბაზრის წართმევის ხარჯზე არ მოხდება.

 

 კითხვაზე, იქნება თუ არა „ანაგი“ ისეთი დიდი დეველოპერული კომპანიების კონკურენტი, როგორიცააა დომუსი, აქსისი ან M2-ი, აბულაძე განმარტავს, რომ კონკურენცია არსებობს მაშინ, როდესაც არის 100 ბინა გასაყიდი და 70 მყიდველი.ამ შეთხვევაში ყველა ცდილობს, რომ ის 70 კლიენტი თავისთან მოიყვანოს. „როცა სიტუაციაა პირიქითაა და 100 ბინაზე არის 150 მყიდველი, ამ შემთხვევაში მძაფრი კონკურენცია არ არის. შესაბამისად, დღეს არ არის ის სიტუაცია, რომ დეველოპერები ერთმანეთს კლიენტებს ართმევდნენ“-აცხადებს აბულაძე.

 

იმ პირობებში, როდესაც  „ანაგი“ ბაზარზე ოპერირებას განაგრძობს როგორც სამშენებლო, ისე დეველოპერული მიმართულებით, რა სურათს უნდა ველოდოთ, აბულაძე განმარტავს, რომ შეიძლება გარკვეულმა დეველოპერებმა მათ სამშენებლო მომსახურებაზე უარი თქვან, თუმცა, ესეც ნაკლებ სავარაუდოა. „საკმაოდ ხარიხიანი კომპანიაა „ანაგი“ სამშენებლო მიმართულებით, შესაბამისად, ასეთი კომპანიის ბევრი ალტერნატივაც არ არსებობს.  სიტუაცია ასეთია, რომ „ანაგი“ ერთ-ერთი ლიდერია ხარისხის და გამოცდილების კუთხით, ამიტომ, არ მგონია ბევრმა დეველოპერმა თქვას უარი მათთან თანაშრომლობაზე  იმის გამო, რომ დეველოპმენტში შედის“-აცხადებს აბულაძე.

 

 დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე განმარტავს, რომ ბიზნესში და მითმეტეს დეველოპმენტში ყველა კომპანიას თავისი სეგმენტი და ადგილი აქვს. „ანაგი არ იყო დეველოპმენტში, სამშენებლო კომპანია იყო. ახლა დეველოპმენტით დაინეტრესდა, თუმცა, მგონია, რომ რამე განსაკუთრებულს  ბაზარზე ვერაფერს ვერ გააკეთებს. ამინდს ვერ შეცვლის.კონკურენცია კი გაიზრდება, მაგრამ მნიშვნელოვნად არ შეიცვლება სიტუაცია. ვფიქრობ,რომ ანაგი ყველა უბანში იმუშავებს,რადგან სერიოზული ფინანსები დააგროვა. მინდა წარმატება ვუსურვო“-აცხადებს წაქაძე.

 

 სოფო ქსოვრელი 





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა
access_time2020-07-11 11:00:22
აშშ-ის ხელისუფლებამ საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი 25%-იანი გადასახადები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო...

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა
access_time2020-07-11 09:54:25
თბილისის მერიის ინფორმაციით, პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში...


მსგავსი სიახლეები

up