ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა 12%-ით გაიზარდა - თიბისი კაპიტალი

ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა 12%-ით გაიზარდა - თიბისი კაპიტალი

access_time2022-07-30 12:00:18

ივლისის მესამე კვირა თითქმის იმეორებს გასული კვირის ტენდენციებს, აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებულ „აღდგენის დინამიკაში“. თიბისი კაპიტალის მონაცემებით, მცირე ცვლილებები დაფიქსირდა, როგორც ახალი გაცემული იპოთეკური სესხების, ასევე თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების მხრივ.


2022 წლის 1-21 ივლისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა მცირედით გაუმჯობესდა და +12%-ს გაუტოლდა 2021 წელთან შედარებით. 1-21 ივლისის პერიოდში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა მცირედით შენელდა და +27% შეადგინა წ/წ.


15-21 ივლისის პერიოდში არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვა, თიბისი ბანკის არხებით, 59%-ით აღემატება 2019 წლის დონეს.


1-21 ივლისის პერიოდში, სურსათსა და ფარმაციაზე რეზიდენტების უნაღდო დანახარჯების ზრდამ მცირედით დაიკლო 31%-ს გაუტოლდა 2021 წელთან შედარებით. სხვა კატეგორიებზე რეზიდენტების უნაღდო ხარჯვის ზრდა სტაბილურია და +0.53% შეადგინა წ/წ.“, - აღნიშნულია თიბისის კაპიტალის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 



ირკვევა, რომ ტურიზმისთვის ამ კვირამაც სახარბიელოდ ჩაიარა. სასტუმროებში რეზიდენტებისა და არარეზიდენტების მიერ ჯამურად გაწეული უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, სტაბილურად გაიზარდა, ხოლო სასტუმროებში არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვამ კვლავ გადააჭარბა პანდემიამდელ მაჩვენებლებს.


თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო ხარჯვა სტაბილურია და 87%-ს უტოლდება 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით (+36% წ/წ). რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო დანახარჯების ზრდა შემცირდა და 154% შეადგინა 2019 წელთან შედარებით (+44% წ/წ).


უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, გაიზარდა სხვა სეგმენტებისთვის, როგორიც არის ავეჯი და მოწყობილობები და სამშენებლო მასალები.


2019 წელთან შედარებით, ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უნაღდო დანახარჯების ზრდაზე კლება დაფიქსირდა და 156%-ს გაუტოლდა. გართობაზე უნაღდო დანახარჯების ზრდა შემცირდა და 59%-ს გაუტოლდა 2019 წლის ნიშნულთან შედარებით. ფიტნესზე უნაღდო დანახარჯები გაუმჯობესდა და 238% შეადგინა 2019 წელთან შედარებით.


სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯების ზრდა გაუმჯობესდა და 44%-ით აჭარბებს 2021 წლის მაჩვენებელს. ავეჯსა და მოწყობილობებზე უნაღდო ხარჯვის ზრდამ მცირედით მოიმატა და 32% შეადგინა წ/წ. ელექტრონიკაზე უნაღდო ხარჯვის ზრდა სტაბილურია და 21% შეადგინა 2021 წელთან შედარებით.


პირად ჰიგიენაზე უნაღდო დანახარჯების ზრდა მცირედით შენელდა და 29% შეადგინა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მანქანის შეკეთებაზე უნაღდო ხარჯვა სტაბილურია და 41%-ს შეადგენს წ/წ.  საწვავსა და ტრანსპორტზე უნაღდო დანახარჯების ზრდა თითქმის უცვლელია და 24%-ით აღემატება 2021 წლის დონეს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up