ახალი დაცული ტერიტორიები შიდა ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში შეიქმნება

ახალი დაცული ტერიტორიები შიდა ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში შეიქმნება

access_time2022-06-29 11:40:00

საქართველოს ისტორიაში პირველად, UNESCO-მ ორი დაცული ტერიტორია ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში არცერთ ტერიტორიას არ ჰქონდა. ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ წარმოადგენს პირველ პრეცედენტს რეგიონის მასშტაბით.



„ბიოსფერული რეზერვატის დაარსების და განვითარების პოტენციალის შესწავლა 2015 წლიდან დაიწყო. შეირჩა კახეთის რეგიონი. ევროკავშირის მხარდაჭერით, დაიწყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბიოსფერული რეზერვატის შექმნაზე შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა, განვითარდა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა და ჩატარდა მთელი რიგი ღონისძიებები. ამავე დროს, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, დაიწყო ანალოგიური პროცესი. ჩატარდა მასშტაბური სამუშაოები; რომ არა ასეთი მხარდაჭერა, შედეგის მიღება რთული იქნებოდა. შედეგად კი, 15 ივნისს იუნესკოს მიერ მიღებულ იქნა ისტორიული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.



მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. ყოველწლიურად აფართოებს დაცულ ტერიტორიებს და მიმდინარე წელს ფართობის გაზრდა კიდევ 100 ათასი ჰექტრით მოხდება. უკვე ინიცირებული კანონპროექტების თანახმად იქმნება ახალი დაცული ტერიტორიები შიდა ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში.




გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ UNESCO-ს მიერ ორი დაცული ტერიტორიის ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეტანა, ქვეყნისთვის უნიკალური შესაძლებლობაა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით, ასევე ტურისტული რეკრეაციული მიზნებისა და ზოგადად ლანდშაფტის დაცვის თვალსაზრისით.



„ეს არის იუნესკოს მიერ აღიარებული პირველი ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი სამხრეთ კავკასიის რეგიონში - ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი’. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის, გერმანიის მთავრობის, ზუკოვის ფონდის, GIZ-ისა და საქართველოს მთავრობის წარმატებული თანამშრომლობის შედეგი უკვე სახეზეა. პროექტის მიზანია მიწის, ბუნებისა და ბიოსფეროს ჰარმონიზება“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა.



ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები, თელავის, ახმეტისა და დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up