ახალი ცნობები გატაცებულ ქართველ ექიმზე - რას ამბობენ სამხრეთ ოსეთის КГБ-ში

ახალი ცნობები გატაცებულ ქართველ ექიმზე - რას ამბობენ სამხრეთ ოსეთის КГБ-ში

access_time2019-11-21 20:00:48

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის КГБ ამბობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის „პროვოკაცია" საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

 

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ ქართული ოპოზიცია და ოფიციალური თბილისიც ცდილობს პოლიტიკური ქულების დაგროვებას ვაჟა გაფრინდაშვილზე.

 

„რესპუბლიკაზე ზეწოლა შიდა რეიტინგის გაუმჯობესების მიზნით, უპერსპექტივოა", - აცხადებენ დე-ფაქტო ცხინვალის КГБ-ში.

 

პროპაგანდისტული სააგენტო „რესი" წერს, რომ დე-ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტს აქვს სატელეფონო საუბრის მონაცემები, რომლითაც მათი თქმით დასტურდება ის, რომ გაფრინდაშვილის მიერ ე.წ. საზღვრის გადაკვეთა კარგად დაგეგმილი იყო.

 


„გაფრინდაშვილმა დაკითხვის დროს განმარტა, რომ საზღვარი სპეციალურად გადაკვეთა, რადგან „სოფელ მონასტერში ეკლესიაში მიდიოდა", თუმცა ამავე დროს მკაფიოდ ვერ შეძლო საკუთარი რელიგიური შეხედულებების ჩამოყალიბება.

 

ასევე, ვაჟა გაფრინდაშვილმა უარი განაცხადა, ეპასუხა კითხვებზე რომელ პარტიას ეკუთვნის და განაცხადა, რომ არის მომხრე საქართველოს NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანებისა. საზღვრის გადაკვეთას კი არ აღიარებს, რადგან სამხრეთ ოსეთს საქართველოდ და რუსეთის მიერ ოკუპირებულად მიიჩნევს, რუსეთს კი - საქართველოს მთავარ მტრად", - წერს ოსური მედია.

 

შეგახსენებთ, რომ ექიმ-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც, დე-ფაქტო კანონმდებლობით, სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

 

გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მას არანაირი „საზღვარი" არ გადაულახავს, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

 

primetime





გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება ეს ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე

გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება ეს ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე
access_time2020-08-12 10:00:12
ბოლო პერიოდში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასის კლება ფიქსირდება. ტურისტების გარეშე დარჩენილი უძრავი ქონების გამქირავებლები განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. Galt&Taggart-ის ბოლო კვლევის თანახმად, დეველოპერებმა და კერძო ინვესტორებმა დაიწყეს ფასების შემცირება, რათა მოერგონ ახალ რეალობას, განსაკუთრებით კი ბინის გამქირავებლებმა. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფასების ახალ ტენდენციასთან დაკავშირებით დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ Galt&Taggart-ის უფროს...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...


მსგავსი სიახლეები

up