„ახალი ჩერნობილის“ საფრთხე - რას მალავს კრემლი და რა აფეთქდა სინამდვილეში არხანგელსკში

„ახალი ჩერნობილის“ საფრთხე - რას მალავს კრემლი და რა აფეთქდა სინამდვილეში არხანგელსკში

access_time2019-08-14 20:30:16

არხანგელსკის ოლქში, რუსულ სამხედრო პოლიგონზე მომხდარი აფეთქება, რომელმაც რადიაციის დონის მკვეთრი მატება გამოიწვია და მთელი მსოფლიო აალაპარაკა, დღემდე ბურუსითაა მოცული. კონკრეტული პასუხი იმაზე, თუ რა მოხდა სინამდვილეში, არავის აქვს. თუმცა სამხედრო პოლიგონის ახლოს მდებარე სოფლის ევაკუაცია მოსკოვმა უკვე გამოაცხადა, მაგრამ მიზეზად სულ სხვა გარემოება დაასახელა.


ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე მომხდარი აფეთქების გამო რადიაციულმა ფონმა სულ მცირე, 20-ჯერ მოიმატა.


მძლავრდება ეჭვები, რომ 8 აგვისტოს ქვეყანაში ბირთვული კატასტროფაა მომხდარი და კრემლი ამას მალავს. ამის შესახებ ბრიტანული „დეილი მეილი იუწყება. აღნიშნული მონაცემების საპირისპიროდ, რუსეთის პირველი ოფიციალური ინფორმაციით, რადიაციის დონემ მოიმატა სულ რაღაც 2-ჯერ, რაც ადამინთა ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.


„დეილი მეილი ეჭვობს, რომ რუსეთი კატასტროფის რეალურ მასშტაბებს მალავს და შესაძლოა, 1986 წელს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი უზარმაზარი აფეთქების სცენარი გაამეოროს თავისი დუმილისა და რეალური ფაქტების დამალვით.


ამ ეჭვს აძლიერებს ის ფაქტი, რომ აფეთქების შედეგად დაშავებული 6 პირი სპეციალიზებული სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს მოსკოვის ბურნასიანის სახელობის ფედერალურ სამედიცინო ბიოფიზიკურ ცენტრში, რომელიც რადიაციული დასხივების მკურნალობაზე სპეციალიზდება.


ამასთან, 8 აგვისტოს ინციდენტის შედეგად დაღუპულებიც და დაშავებულებიც სპეცტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი, ხოლო მოგვიანებით მათი სპეცსამოსი, ისევე როგორც იმ მედიკოსებისა, რომელთაც დაშავებულებს ადგილზე პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, სასწრაფო რეჟიმში გაანადგურეს.


აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 8 აგვისტოს, რუსეთში, არხანგელსკის ოლქში ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი (ნატოს კლასიფიკაციით Skyfall) ბირთვული დანადგარით აფეთქდა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.



„აშშ ბევრს სწავლობს რუსეთში რაკეტის აფეთქების მაგალითზე. ჩვენ გვაქვს მსგავსი, თუმცა უფრო მოწინავე ტექნოლოგიები. რუსული Skyfall-ის აფეთქებამ ხალხი აიძულა ჰაერის დაბინძურებაზე ენერვიულა. ცუდია, - წერს ტრამპი.


მაგრამ, ყველაფერი ამით არ დასრულებულა, რადგან 8 აგვისტოს აფეთქების შემდეგ 10 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ პირველად აღიარა, რომ ობიექტი არხანგელსკის ოლქში, რომელზეც 8 აგვისტოს აფეთქება მოხდა, შესაძლოა რადიაციის წყარო ყოფილიყო.


12 აგვისტოს კი რუსეთის ქალაქ საროვის ბირთვული ცენტრის ხელმძღვანელობამ არხანგელსკის ოლქში მომხდარი აფეთქების დეტალები გაამხილა. ფიზიკოსების მტკიცებით, თეთრ ზღვაში ბირთვული რეაქტორი აფეთქდა.


ინფორმაცია, რომ არხანგელსკში რაკეტა Skyfall-ი აფეთქდა, 9 აგვისტოს ამერიკელმა ექსპერტმა ჯეფრი ლიუსიმა თქვა. 12 აგვისტოს, ნიუ იორკ თაიმსმა აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით დაწერა, რომ სწორედაც, რომ Skyfall-ის პროტოტიპმა გამოიწვია აფეთქება, რის გამოც „როსატომის 5 და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2 თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო 6 ადამინი კი დაშავდა (სხვა მონაცემებით 16, რომელთაგან 6-მა დასხივება მიიღო).


საგულისხმოა ისიც, რომ „რია ნოვოსტის წყაროს ინფორმაციით, რომელიც სამხედრო პოლიგონის ახლოს მდებარე სოფელის ერთერთი მაღალჩინოსანია, აცხადებს, რომ სოფელ ნენოკსას ევაკუაცია გამოაცხადა მოსკოვმა, მაგრამ მიზეზი არა რადიაციის გაზრდილი დონეა, არამედ სამხედრო სწავლებები - აცხადებს სევეროდვინსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქსენია იუდინა.


რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესსამსხურის უფროსი დმიტრი პესკოვი გადაჭრით უარყოფს იმას, რომ უბედური შემთვევა ბირთვული ძრავის მქონე ფრთოსანი რაკეტის - „ბურევესტნიკის (Skyfall) გამოცდის დროს მოხდა:


„უბედური შემთხვევები ყოველთვის ხდება, რაც ყოველთვის ტრაგედიაა. მაგრამ მოცემულ დროს მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდნენ ის გმირები, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ამ უბედურ შემთხვევას, - დასძინა პესკოვმა.


„ჩერნობილის ტრაგდიის სცენარის კიდევ ერთხელ გამეორების საფრთხეზე თავად პუტინის მხარდმჭერებიც კი ალაპარაკდნენ. რუსი ჟურნალისტი ანდრეი კარაულოვი თავისი „ტვიტერის გვერდზე წერს, რომ თეთრი ზღვის ერთერთ ყველაზე დიდ, დვინის უბეში 8 აგვისტოდან, კონტინენტთაშორისი რაკეტა „ბურევესტნიკის" ბირთვული აფეთქების შემდეგ თევზაობა აკრძალულია.


კარაულოვი აღიარებს და წერს, რომ ჩრდილოეთის ზღვის უდიდესი ნაწილი რადიაციითაა დაბინძურებული, რის გამოც ყველა ხომალდი თუ ნავი, მათ შორის სათევზაოც, ტერიტორიიდან გაიყვანეს.


რეზონანსი





„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“

„გრანთ თორნთონი“: „2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა“
access_time2019-12-12 18:30:34
რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ საფინანსო ბაზარზე არსებული ვითარება შეაჯამა. მისი თქმით, 2019 წელი აუდიტორული კომპანიებისთვის ზრდის წელი აღმოჩნდა, რაც ნაწილობრივ, ქვეყანაში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა. „2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ბაზარი კიდევ უფრო გაიზარდა. 2018 წელს პირველად იყო,როცა პირველ და მეორე...

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება

საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება
access_time2019-12-12 18:00:33
2020 წლის 1-ლი იანვრიდან, სემეკის დადგენილების თანახმად საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის საფასურის გადახდის ახალი წესი - ე.წ ჰიბრიდული ტარიფი ამოქმედდება, - ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს. როგორც ცნობილია, გადახდის ახალი წესი მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებზე ვრცელდება, სადაც მფლობელი თავად ცხოვრობს ბინაში, პარალელურად აქირავებს ბინას ტურისტებზე და უწევს მათ მომსახურებას. „სემეკის ახალი დადგენილების მიხედვით 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამ ტიპის...

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?

Chatham House: დაიშლება თუ არა ბრიტანეთი?
access_time2019-12-12 20:00:05
დაიშლება თუ არა გაერთიანებული სამეფო? თუ შოტლანდიის ეროვნული პარტია მიაღწევს თავის მიზანს -ასეც იქნება. ეს პარტია 85 წელი იბრძვის შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის და სწორედ დღეს, ისე, როგორც არასდროს, ის ახლოსაა წარმატებასთან.შოტლანდიური სეპარატიზმის გაღვივება ბრექსიტის თაობაზე ამ მხარის მოსახლეობის განსხვავებულმა პოზიციამ გამოიწვია.მთლიანად ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლას 52% ემხრობა, მაშინ როდესაც შოლტანდიაში 62%-მა ხმა ევროგაერთანებაში დარჩენას...

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“
access_time2019-12-12 14:30:05
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი“, - ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადებაა. საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი საზოგადეობის დიდმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და მთავრსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა.  აღსანიშნავია რომ პრეიზდენტს „ქართული ოცნების“  წევრებიც...

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...


მსგავსი სიახლეები

up