ახალი ავტომობილების გაყიდვები საქართველოში 90 პროცენტით შემცირდა

ახალი ავტომობილების გაყიდვები საქართველოში 90 პროცენტით შემცირდა

access_time2020-11-30 16:00:59

მაშინ, როდესაც საქართველოდან ავტომობილების საექსპორტო მიმართულებას ახალი ქვეყნები ემატება და რეექსპორტის კუთხით, ჩვენი ქვეყანა საავტომობილო ჰაბად ყალიბდება, ქვეყანაში ახალი ავტომობილების წარმომადგენლობები გაყიდვების კუთხით 30-40- პროცენტიან კლებას განიცდიან. როგორც კომერსანტს „იბერია ბიზნეს ჯგუფში“ განუცხადეს, პანდემიისა და შეზღუდვების გამო, შესაძლოა გაყიდული ავტომობილების დარეგისტრირებაც პრობლემური გახდეს და ონლაინ ვაჭრობასაც აღარ ჰქონდეს დადებითი ეფექტი.

„იბერია ბიზნეს ჯგუფი საქართველოში წარმოადგენს ისეთ საავტომობილო ბრენდებს, როგორებიცაა აუდი, ვოლკსვაგენი, შკოდა, კია, მიცუბიში.  ახალი ავტომობილების ბაზარი მიმდინარე წელს 30 პროცენტით შემცირდა. ბუნებრივია,  რომ ეს ჩვენც შეგვეხო - 25 პროცენტიანი კლება გვაქვს, რაც განპირობებულია ძირითადად საცალო ბაზრის შემცირებით. პანდემიამ,  რეგულაციებმა და შოურუმების დაკეტვამ საკმაოდ ნეგატიური გავლენა იქონია ბაზარზე. ჯერ ბოლომდე არ ვიცით, შევძლებთ თუ ვერ შევძლებთ გაყიდული მანქანების რეგისტრაციას, თუ  ვერც დავარეგისტრირეთ მანქანები, ეს კიდევ 10-15 პროცენტით შეგვიმცირებს გაყიდვებს. გამომიდნარე იქიდან,  რომ წლის ბოლოა და დეკემბერი საკმაოდ აქტიური თვეა ავტომობილების გაყიდვების თვალსაზრისით, ველოდით მეტ აქტიურობას.  ამ დროს თუ ვერ შევძელით ოპერირება, ეს ნეგატიურად აისახება ჩვენზე. ჩვენთვის ახლა პრიორიტეტი არის თანამშრომლების შენარჩუნება, მაგრამ ეს დამოკიდევბულია მიმდინარე პროცესებზე, მერე კი ალბათ იძულებული ვიქნებით, რომ ჩვენც შემცირება დავგეგმოთ.  კლიენტებს ონლაინ პლატფორმას ვთავაზობთ, რათა მათ შეძლონ ავტომობილის დათვალიერება ვიზუალურად, მაგრამ ტრანზაქციისას შეხების წერტილი გვჭირდება - მანქანის გადაფორმება უნდა მოხდეს, ვიზუალურად უნდა ნახოს მომხმარებელმა და ამაზე ჯერ მარეგულირებლისგან არ მიგვიღია პასუხი.  ეს თუ აგვეკრძალა, გაყიდვებს ვერ უზრუნველვყოფთ,“ - განმარტავს ავტოჰოლდინგის დირექტორი დავით გოგორიშვილი.


ამასობაში „ჰიუნდაი“ გაყიდვების 90 პროცენტიან ვარდნას განიცდის და წარმომადგენლობა ახალი მოდელების ჩამოყვანასაც ერიდება.



„ძალიან შემცირებულია რეალიზაციაც, მოთხოვნაც.  ავტომობილი მაინც ფუფუნების საგნად ითვლება. მოლოდინებიც თუ რამე არ შეიცვალა, არ გვაქვს პოზიტიური. ახლა ერთადერთი რაც გეგმად გვაქვს არის თანამშრომლების შენარჩუნება, სხვა მხრივ, მივყვებით დინებას. 90 პროცენტითაა შემცირებული ახალი ავტომობილების რეალიზაცია. ამ ეტაპზე, მარაგები გვაქვს და ახალი მოდელებიც კი გამოდის, მაგრამ ვერიდებით მათ ჩამოყვანას, ისედაც რეალიზაციის პროცესი მძიმედ მიდის.  რთულია რამე პროგნოზების გაკეთება და ამის განწყობაც ნაკლებად არის უკვე,“ - ამბობს Hyundai auto Georgia-ს დირექტორი დავით გიორგობიანი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up