გაყიდული ახალი მანქანებიდან მსოფლიოში ყოველი 24-ე ელექტროა, საქართველოში - ყოველი 196-ე

გაყიდული ახალი მანქანებიდან მსოფლიოში ყოველი 24-ე ელექტროა, საქართველოში - ყოველი 196-ე

access_time2021-06-19 10:00:43

2016-2020 წლებში საქართველოში ჯამში 2590 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა. 2021 წლის 1-ლი იანვრისთვის კი საქართველოში აქტიური სტატუსით რეგისტრირებული ელექრტომობილების რაოდენობამ 2187 შეადგინა, რაც მთელი ავტოპარკის 0.18%-ს შეადგენს. ინფორმაცია Commersant-მა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.


2016 წელს ელექტრომობილების იმპორტმა მხოლოდ 34 ერთეული შეადგინა, 2017 წელს კი მეტ-ნაკლებად წარმატებული პიარკამპანიისა და დასამუხტი სადგურების ქსელის გაჩენის შემდეგ 2303%-იანი ზრდა დაფიქსირდა და იმპორტმა 817-ს მიაღწია. 2017-ის მონაცემები დღემდე რეკორდულად რჩება. 2018 წელს იმპორტი 599-მდე შემცირდა, 2019 წელს 798-მდე გაიზარდა, მაგრამ 2020 წელს ისევ 342-მდე შემცირდა.


2020 წელს 57%-იანი ვარდნის პანდემიასთან და მშპ-ის კლებასთან დაკავშირება ბოლომდე მართებული არ იქნება, რადგან იმავე წელს გლობალურად ელექტრომობილების გაყიდვები 43%-ით 3.24 მლნ-მდე გაიზარდა, რაც იმას არ ნიშნავს რომ პანდემიას სხვა ქვეყნებზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია, იმავე 2020 წელს ავტომიბილების საერთო გაყიდვები 14%-ით 64 მლნ-მდე შემცირდა.


საქართველო მსოფლიო ტრენდს მკვეთრად აცილებულია. მსოფლიოში ახალ ავტომობილებში ელექტრომობილების წილი ყოველწლიურად იზრდება, 2013 წელს ის 0.2%-ს შეადგენდა, 2014 წელს - 0.4%-ს, 2017 წელს 1%-ს გადააჭარბა, 2018 წელს 2%-ს, 2020 წელს - 4%-ს. გლობალური გრაფიკი დახრილი ხაზია, საქართელოში - ტეხილი.


მსოფლიოში ელექტრომობილების ჯამური რაოდენობა 10.8 მლნ-ს აღწევს, რაც საერთო ავტოპარკში 0.7%-იან წილს უდრის, ანუ ყოველი 143-ე ავტომობილი ელექტროა, საქართველოში კი ელექტრო მხოლოდ ყოველი 556-ეა. რაც შეეხება 2020 წლის გაყიდვების მონაცემებს ახალ ავტომობილებში მსოფლიოში ელექტრო ყოველი 24-ეა, საქართველოში ყოველი 196-ე.



დაბალი ფასის გამო, საქართველოში ყველაზე პოპულარული NISSAN LEAF-ა და მას ბაზარზე 64%-იანი წილი უკავია, რეგისტრირებული 2187 ელექტრომობილიდან 1397 NISSAN LEAF-ა. მისი შეძენა მეორად ბაზარზე $5000-ის ფარგლებშია შესაძლებელია, მართალია მსგავსი მოდელების რეალური გარბენი 150 კმ-ზე ნაკლებია, მაგრამ მათთვის ვისაც ყოველდღიურად დიდი მანძილის გავლა არ უხდება და ვისთვისაც დასამუხტი სადგური ადვილად ხელმისაწვდომია ელექტრომობილი საწვავის ხარჯს ჰიბრიდთან შედარებით მინიმუმ 3.5-ჯერ და ბენზინისძრავიან ავტომობილთან შედარებით მინიმუმ 5-ჯერ უმცირებს.


2021 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით საქართველოში სულ 118 TESLA იყო რეგისტრირებული, მათგან 71 – Model S, 14 – Model X და 33 – Model 3. მართალია Model 3 ყველაზე იაფია და მისი ფასი $35 000-დან იწყება, მაგრამ მისი წარმოება ყველაზე გვიან - 2018 წლიდან დაიწყო, მაშინ როცა Model S 2012 წლიდან იწარმოება, Model X კი 2015 წლიდან.


2020 იმპორტირებული ელექტრომობილებიდან 50.3% - 2015 წლის შემდეგაა გამოშვებული, მათგან ყველაზე მეტი - 65 ერთეული 2019 წელს. 2011 წლამდე კი სულ 4 ელექტრომობილია დამზადებული მათგან 3 – 2011 წელს და 1 – 1991 წელს.


ელექტრომობილების ფასები ყოველწლიურად მცირდება, იზრდება 1 დამუხტვით გავლილი მანძილიც, მაგრამ დამუხტვის დრო როგორც საქართველოში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში ჯერჯერობთ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. სწრაფდამტენიც კი, რომლის სისტემატურად გამოყენება არარეკომენდირებულია ავტომობილს 30 წთ-ში ტენის, ჩვეულებრივი 6-8 სთ-ში, სუპერსწრაფდამტენი ამ დრომდე არ არსებობს.


პრობლემების მიუხედავად ახალ ავტომობილებში ელექტრომობილების წილი მთელ რიგ ქვეყნებში 10%-ს აჭარებებს. მათგან უდავო ჩემპიონი ნორვეგიაა. 2020 წელს ნორვეგიაში გაყიდული ავტომობილებიდან 74.7% ელექტრო იყო. მეორე ადგილს 45%-ით ისლანდია იკავებს, 32.2%-ით მესამეზე შვედეთია, 22.6%-ითა და 18.1%-ით ხუთეულში მოხვდნენ ასევე ნიდერლანდები და ფინეთი. შვეიცარიაში, გერმანიაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთსა და ბელგიაში კი ახალ ავტომობილებში ელექტრომობილების წილი 10-დან 20 პროცენტამდე მერყეობს.


10 წლის წინ ელექტრომობილს უმრავლესობა ინოვაციად და XXI საუკუნის ტექნოლოგიურ მიღწევად მოიხსენიებდა, რაც არაზუსტია, 2000-იანი წლების მიწურულს ელექტრომობილების ინდუსტრიამ გაცოცხლება დაიწყო, მაგრამ მაშინ არ დაბადებულა. მისი ასაკი ავტომობილის ასაკს უთანაბრდება. პირველი ავტომობილი, რომელმაც 100 კმ/სთ განავითარა ელექტრო ძრავით იყო აჭურვილი და ეს XIX სუკუნეში, კერძოდ 1899 წელს საფრანგეთში  გამართულ  რბოლაზე მოხდა, ბელგიელმა ავტოპილოტმა  La Jamais  Contente-ით  105.8 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია.


პირველ მსოფლიო ომამდე ელექტრომობილების წილი ავტოპარკში 1/3-ს შეადგენდა, ანუ დღევანდელზე 47-ჯერ მეტს. შემდეგ იაფმა ნავთობმა და დაბალმა ელექტროფიკაციამ დარგი მთელი 1 საუკუნით დააპაუზა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up