ახალი ავტობუსები დამატებით  8 მარშრუტზე იმოძრავებენ

ახალი ავტობუსები დამატებით 8 მარშრუტზე იმოძრავებენ

access_time2019-12-10 12:46:57

„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები მგზავრებს დღეიდან დამატებით 8 მარშრუტზე მოემსახურება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ახალი ავტობუსები შემდეგ მიმართულებებზე იმოძრავებენ: N13 - მეტროსადგური „დელისი“ - უნივერსიტეტის ქუჩა; N36 - ლოტკინის დასახლება - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი; N48 - ჟღენტის ქუჩა - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი; N65 - დოლიძის ქუჩა - რკინიგზის სადგური; N68 – ცხრა ძმის ქუჩა - სადგურის მოედანი; N75 - ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონი - მეტროსადგური „სარაჯიშვილი“; N77 - ტუბდისპანსერი - სადგურის მოედანი; N110 - მახათას მთა - რკინიგზის გადასასვლელი ხიდი.



12 დეკემბერს კი, N25 მარშრუტზე ძველი ბოგდანის მარკის ავტობუსები ახალი, MAN-ის მარკის 10-მეტრიანი მწვანე ავტობუსებით ჩანაცვლდება.



ახალი ავტობუსების ნაწილი უკვე გადანაწილდა 6 მარშრუტზე - N7, N12, N19, N57, N80, N122. გარდა ამისა, N37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი - სადგურის მოედანი) MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები გავიდა. ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავი MAN-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსებით კი „ბოგდანის“ მარკის ძველი ავტობუსები N15 და N54 მარშრუტებზე ჩანაცვლდა.




მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მწარმოებლის მიერ თბილისისათვის მათი მოწოდება დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.







Beard.ge პროდუქციას Amazon-ზე გაყიდის

Beard.ge პროდუქციას Amazon-ზე გაყიდის
access_time2020-08-11 11:10:36
კომპანია Beard.ge, რომელიც მამაკაცებს თავის მოვლის საშუალებებს სთავაზობს, პროდუქციის ონალინ გაყიდვების პლატფორმა Amazon-ზე განთავსებას გეგმავს. ამ დროისთვის კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე გერმანიაში, აზერბაიჯანში, ირანსა და ყატარში გადის, ხოლო დუბაიში ბრენდის ფრენჩაიზი გაიყიდა და ცენტრალურ მოლში Beard.ge-ს ფილიალი გაიხსნა. როგორც „კომერსანტს“ Beard.ge-ს გენერალურმა მენეჯერმა ლუკა ცარელაშვილმა განუცხადა, კომპანია აშშ-ში პროდუქტის...

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები
access_time2020-08-10 19:00:43
6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის...

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა
access_time2020-08-10 20:00:57
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ჩინური კომპანიების ByteDance და Tencent-ის სერვისებით ყოველგვარი სარგებლობა აუკრძალა - მათ შორისაა მოკლე ვიდეოჩანაწერების სერვისიTikTok და მესენჯერი WeChat. აკრძალვის ქვეშ ყველა გარიგება მოხვდება, მათ შორის მოლაპარაკებები წილების შეძენასთან დაკავშირებითაც. ტრამპის ბრძანებულება ძალაში 20 სექტემბერს შევა. გადაწყვეტილებას წინ პრეზიდენტის მუქარები უძღოდა. შემდეგ, 6 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა...

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება
access_time2020-08-10 18:00:32
კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს. პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტი“...

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის
access_time2020-08-10 17:00:11
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის...


მსგავსი სიახლეები

up