ახალი ატრაქციონი დედაქალაქში - საჰაერო ბურთი რიყის პარკში

ახალი ატრაქციონი დედაქალაქში - საჰაერო ბურთი რიყის პარკში

access_time2020-06-17 11:30:22

თბილისს კიდევ ერთი ახალი, უნიკალური გასართობი, ტურისტული ატრაქციონი შეემატება. რიყის პარკში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დედაქალაქის უნიკალური ხედები საჰაერო ბურთიდან იხილონ. პროექტს შ.პ.ს „ატრაქციონი“ ფრანგ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. კომპანიის მფლობელი დავით კოპაძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ საჰაერო ბურთი 10 სართულიანი  შენობის სიდიდის იქნება, ხოლო  ფრენის უმაღლესი წერტილიდან 45 სართულიანი შენობის სიმაღლეს გაუტოლდება.


მისი განმარტებით საჰაერო ბურთის დანახვა 20 კილომეტრის მანძილზე იქნება შესაძლებელი. პროექტის ღირებულება 4 500 000 მლნ ლარია. პროექტი თბილისის მერიასთან უკვე შეთანხმებულია, ახლა პირველი საჰაერო ბურთის სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.


 



„საქართველოში ამ ატრაქციონის შემოტანა საქორწინო მოგზაურობისას გადავწყვიტეთ. მე და ჩემი მეუღლე ორლანდოში ჩავედით „დისნეი ლენდში“ და სწორედ იქ ვნახეთ პირველად უზარმაზარი საჰაერო ბურთი, რომელმაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება და ემოციები დაგვიტოვა.  რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა კარგად ვიცნობთ საჰაერო ბურთებს, რომლებიც  ჰაერის გაცხელების სისტემით დაფრინავენ, თუმცა  ჩვენი ატრაქციონი სრულიად განსხვავებულია. გათბობის სისტემის ნაცვლად გამოიყენება ჰელიუმი, რომელითაც ივსება საჰაერო ბურთი და ამასთან,  უზრუნველყოფს 100%-იან უსაფრთხოებას, უფრო მეტიც, საჰაერო ბურთი იფრენს არა თავისუფალი ტრაექტორიით, არამედ  ვერტიკალურად 150 მეტრის სიმაღლეზე. 10 სართულიანი შენობის ზომის საჰაერო ბურთი  ნამდვილად შთამბეჭდავი იქნება ყველასათვის. სწორედ მაშინ ვიფიქრეთ რა კარგი იქნებოდა, თუ ასეთი  საჰაერო ბურთი ჩვენი საყვარელი თბილისის ცენტრშიც გვექნებოდა. ჩიტის ფრენის სიმაღლიდან იქნება შესაძლებელი ჩვენი ლამაზი ქალაქის დანახვა, რაც გულგრილს არც ჩვენს ტურისტებს და არც ჩვენს  მოქალაქეებს არ დატოვებს. ბურთი ფრენის მაქსიმალური სიმაღლის მიღწევისას 45-სართულიან შენობას გაუტოლდება და ამ სიმაღლიდან ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქალაქის სილამაზით დატკბობას. როგორც ყველა, ისე ჩვენც დაინტერესებული ვართ ტურისტული ინდუსტრიის განვითარებით. ჩვენს პროექტებს შორისაა ბუტიკური სასტუმროების ქსელი თბილისის ცენტრში „Tbilisi Luxury Boutique Hotels“ და ახლა დრო დადგა ახალი, უნიკალური გასართობი პროექტი შემოგთავაზოთ“, - აცხადებს დავით კოპაძე.


 

დავით კოპაძე აცხადებს, რომ თბილისში პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთი საჰაერო ბურთის გაშვება იგეგმება, თუმცა კომპანია მომავალი წლიდან საქართველოს სხვა ქალაქებში ოპერირებასაც განიხილავს. როგორც კოპაძე განმარტავს, ატრაქციონს აღჭურვილობით ცნობილი ფრანგული კომპანია „Aerophile” უზრუნველყოფს. მისი თქმით, დაცულია უსაფრთხოების ყველა სტანდარტი, ასევე გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული ახალი სტანდარტებიც. შ.პ.ს „ატრაქციონის“ მფლობელი აცხადებს, რომ ფრენის ხანგრძლივობა 15 წუთია. აღსანიშნავია, რომ საჰაერო ბურთით ფრენის მსურველებზე ასაკობრივი შეზღუდვა არ იქნება. ბავშვებს ატრაქციონით სარგებლობა შეეძლებათ მშობლების თანხლებით. რაც შეეხება საფასო ღირებულებას, როგორც დავით კოპაძე აცხადებს საქართველოს მოქალაქეებისათვის ფასი 35 ლარი იქნება, ხოლო ტურისტებისთვის-50 ლარი.

 

„გონდოლაში 30 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. აუცილებლად იქნება დაცული ატრაქციონზე ჯანდაცვის სამინისტროსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები. პროექტის განხორციელება ივლისშია დაგეგმილი და გადადებას ნამდვილად არ ვაპირებთ, რამდენადაც ატრაქციონი საინტერესო იქნება არა მარტო ტურისტებისათვის, არამედ საქართველოს მოსახლეობისთვისაც. ვფიქრობთ, რომ მსგავსი სიახლე ნამდვილად დროული იყო. როგორც მოგეხსენებათ საქართველო რეკომენდებულია როგორც უსაფრთხო ლოკაცია სამოგზაუროდ. პოტენციური სტუმრების ინტერესს აუცილებლად წაახალისებს ჩვენი პროექტი და  სასიამოვნო სიახლეც დახვდებათ საჰაერო ბურთის სახით. ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი საკმაოდ მაღალია. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, პროექტი წარმატებული იქნება“, - განაცხადა დავით კოპაძემ.

 

საჰაერო ბურთი თეთრი ფერის იქნება. დავით კოპაძის თქმით,  ატრაქციონი უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს რეკლამის განთავსებისათვის.

 

„ჩვენი საჰაერო ბურთი  უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს რეკლამირებისთვის. წარმოიდგინეთ: თქვენი ლოგო ქალაქის ცენტრში, 150 მეტრის სიმაღლეზე, 750 კვადრატული მეტრის ფართობზე. სარეკლამო მაკეტები და მათი ფერი თბილისი მერიასთან შეთანხმებით შეირჩევა“, - განმარტავს დავით კოპაძე.

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up